ისტერიკა, უნიჭო სპექტაკლი, ტყუილი — ე.წ. ახალი მთავრობა ოპოზიციის ფორმატში მოსმენას აფასებს
ბოიკოტის მიუხედავად, ძველი სახეებით დაკომპლექტებულ ახალ მინისტრთა კაბინეტს ოპოზიციამ ფრაქციების ფორმატში მოუსმინა. პროცედურა დაძაბულობისა და მოულოდნელობების ფონზე წარიმართა. გიორგი გახარიას კითხვები ძირითადად 20-21 ივნისის აქციის დაშლაზე დაუსვეს და პლენარულ სხდომათა დარბაზში სიმღერა "გახარიას უხარია" მოასმენინეს. საბოლოოდ, როგორც ევროპულმა საქართველომ, ისე ნაციონალურმა მოძრაობამ გიორგი გახარიას პასუხებს არ მოუსმინეს და სხდომები დროზე ადრე დაასრულეს.
ამ ფაქტმა პრემიერმინისტრობის კანდიდატისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი გახარიას გაღიზიანება გამოიწვია.თავდაპირველად, გახარია ოპოზიციას დაემუქრა და თქვა, რომ გადადგომას არ აპირებს და ნაციონალურ მოძრაობას "დაასრულებს". შემდეგ კი ევროპულ საქართველოს მისთვის მიკროფონის გათიშვის გამო უსაყვედურა.
"პირველი, რაც მინდა გითხრათ, დღეს ეს არის მეორე შეხვედრა და ფაქტია, რომ სხვაობა საერთოდ არ არსებობს. ნაციონალური მოძრაობა უბრალოდ, გაიქცა დარბაზიდან, მათმა ფილიალმა ევროპულმა საქართველომ, უბრალოდ, ჩაიგდო ხელში მიკროფონი. მათ საერთოდ არ აინტერესებდათ პასუხები, მათი მიზანი იყო მხოლოდ და მხოლოდ ტყუილების დაფიქსირება, როგორც თავიანთი პოზიციის და უბრალოდ, ეს იყო გასაოცარი, როდესაც მიკროფონთან პასუხის გაცემის საშუალებას არ იძლეოდნენ", — განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, ევროპული საქართველო და ენმ "სიცრუეზე დაფუძნებით ცდილობს ჩვენს საზოგადოებაში მოდელირებული რეალობით შექმნას გარკვეული ემოციური დაძაბულობა". გახარია ამბობს, რომ ამით მათ სურთ შექმნას გარკვეული რევოლუციური მოლოდინები, რის საშუალებასაც არ მისცემს.
იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თეა წულუკიანმა თქვა, რომ ოპოზიციაში ისტერიკა დაინახა.
"დავინახეთ მცდელობა, რომ ამ გამარგინალებულმა ძალამ შემოგვთავაზა ქართულ ოცნებას, იყოს შუამავალი ხალხთან. ეს შუამავლობა მათ არ გამოუვათ, რადგან ამის არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნიათ", – თქვა წულუკიანმა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს მაია ცქიტიშვილს გახარიას შემდეგ ყველაზე ხშირად განიხილავდნენ პლენარულ სხდომაზე მისი სიცილის გამო.
"მე ნამდვილად მეცინება და გამეცინება იმაზე, თუ როგორი უსუსურია ოპოზიცია და რა უნიჭო სპექტაკლებს დგამენ უნიჭო მსახიობებით. ძალიან მეცინება, როდესაც სალომე სამადაშვილი ეროვნული მთავრობის დაბრუნებაზე საუბრობს და როდესაც ასეთივე ტიპის გულმხურვალე შეშფოთებას ვისმენთ იმ ადამიანებისგან, რომლებიც თავად მთელი ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ძალადობით, ადამიანების ცემითა და მათ შორის ახალგაზრდების მოკვლით მართავდნენ ამ ქვეყანას... ახალგაზრდებს მოვუწოდებ, რომ თუ მათ სურთ ქვეყნის მშენებლობა კონსტრუქციულ დიალოგში შევიდნენ მთავრობასთან", — განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა ხვალ პატრიოტთა ალიანსისა და ქართული ოცნების ფრაქციებში გაგრცელდება. კვირას კი პლენარულ სხდომაზე კენჭს უყრიან.
-
ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ რუსეთში ქართული ტაძრის აღდგენის საკითხზე ქართველი მეცნიერებიც გაემგზავრებიან ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ რუსეთში ქართული ტაძრის აღდგენის საკითხზე ქართველი მეცნიერებიც გაემგზავრებიან
გადახედვა
-
"არც აქციზით და არც სხვა მიმართულებებით არ გვაქვს ბერკეტი" — საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდა "არც აქციზით და არც სხვა მიმართულებებით არ გვაქვს ბერკეტი" — საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდა
გადახედვა
-
გამოავლინეს იტალიური ქალაქი, სადაც ქალები განსაკუთრებულად დიდხანს ცოცხლობენ გამოავლინეს იტალიური ქალაქი, სადაც ქალები განსაკუთრებულად დიდხანს ცოცხლობენ
გადახედვა
-
ChatGPT-ს ვიზუალი იცვლება — OpenAI-მ ახალი ელემენტების მქონე ინტერფეისი წარადგინა ChatGPT-ს ვიზუალი იცვლება — OpenAI-მ ახალი ელემენტების მქონე ინტერფეისი წარადგინა
გადახედვა
-
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
ქვიზი: მაკის რომელი თანამშრომელი იქნებოდი? ქვიზი: მაკის რომელი თანამშრომელი იქნებოდი?
-
"ჩემი შვილი არის პოლიტპატიმარი" — ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდასაჭერად აქცია იმართება "ჩემი შვილი არის პოლიტპატიმარი" — ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდასაჭერად აქცია იმართება
გადახედვა
-
პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით
-
BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია
-
OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები
გადახედვა
-
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
-
დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი
გადახედვა
-
თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები
გადახედვა
-
დეესკალაციის ოთახებსა და საკნებში პატიმრების 72 საათზე მეტხანს დატოვების შემთხვევები ფიქსირდება — SJC დეესკალაციის ოთახებსა და საკნებში პატიმრების 72 საათზე მეტხანს დატოვების შემთხვევები ფიქსირდება — SJC
გადახედვა
-
პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ოცნების წარმომადგენლებმა დაუსვეს თავიანთ "მეგობარ" რუსეთს კითხვები შავ ჭირთან დაკავშირებით? სალომე ზურაბიშვილი: ოცნების წარმომადგენლებმა დაუსვეს თავიანთ "მეგობარ" რუსეთს კითხვები შავ ჭირთან დაკავშირებით?
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ? ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ?
-
"მეც ვიტყვი: სომხეთი რუსეთად არ უნდა გადაიქცეს" — ფაშინიანი მედვედევს "მეც ვიტყვი: სომხეთი რუსეთად არ უნდა გადაიქცეს" — ფაშინიანი მედვედევს
გადახედვა
კომენტარები