ტვიტერის აღმასრულებელი დირექტორის, ჯეკ დორსის ტვიტერის ანგარიში პარასკევს ჰაკერულმა ჯგუფმა გატეხა, რომელიც საკუთარ თავს Chuckle Squad-ს უწოდებს. კომპანიამ ამ საკითხზე ტვიტიც გაავრცელა.

ჰაკერებმა დორსის გატეხილი ანგარიშიდან რასისტული ტვიტები გაავრცელეს. კომპანიამ ცრუ შეტყობინებები მალევე წაშალა, თუმცა ზოგიერთი ტვიტი ხელმისაწვდომი 10 წუთის განმავლობაში იყო.

ჰაკერებმა დორსის ანგარიშის საშუალებით სასაუბრო პლატფორმა Discord-ზე არსებული საკუთარი სერვერის მისამართიც გაავრცელეს და ხალხს შემოერთებისკენ მოუწოდეს. ახლა Discord-ის აღნიშნული სერვერი წაშლილია, ჯგუფის მფლობელები კი დაბლოკილები არიან.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჰაკერების ამ ჯგუფმა გასულ კვირას ტვიტერზე ცნობილი იუთუბერებისა და ვლოგერების ანგარიშებიც გატეხა.