თუ აქ მოვედი, ღმერთის წყალობით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გავხდები კიდეც — პაატა შავაძე
ფოტო: აჭარის ტელევიზია
"მე თუ მოვედი აქ, ღმერთის წყალობით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გავხდები კიდეც", — ამბობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი და მოქმედი ადვოკატი პაატა შავაძე, რომელსაც საბჭოში დღეს, 12 აგვისტოს გაესაუბრნენ. პაატა შავაძე საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის კითხვის პასუხად აცხადებს, რომ სისტემაში კლანურობის შეგრძნება არ არსებობს და კლანი დღეს საქართველოში არ არის.
კანდიდატი გასაუბრებისას საბჭოს იმ წევრებსა და მოსამართლეებს აქებდა, რომლებსაც ოპოზიცია და არასამთავრობოების ნაწილი "კლანად" მოიხსენიებს. პაატა შავაძის თქმით, სწორედ "ამ ადამიანების მარჯვენით" გაკეთდა ყველაფერი სასამართლო სისტემაში.
"ის, რა რეფორმებიც ხორციელდება, დიმიტრი გვრიტიშვილის, გიორგი მიქაუტაძის დამსახურებაა. ყველასი, აქ ვინც ზის პატივცემულები, ყველას დამსახურებაა. ბატონი ირაკლი შენგელიასი, ბატონი რევაზ ნადარაიასი... მე, პირადად, როგორც ერთი რიგითი იურისტი, ვემადლიერები ამ ადამიანებს... ჩემი ნათესავი არც ერთი არ არის, ნეტა, იყვნენ, მივესალმებოდი ამას. აი, მაგალითად, ბატონი დიმიტრი [გვრიტიშვილი], მე ყოველთვის მოხარული ვიყავი, როდესაც მასთან მიწევდა პროცესები. ყველგან მითქვამს, რომ არაერთი დარღვეული უფლება იქნა აღდგენილი...
რაც შეეხება მიხეილ ჩინჩალაძეს, ის არის უძლიერესი იურისტი ჩვენს სინამდვილეში, ის არის ძალიან ძლიერი მენეჯერი და შესაბამისად, მას ხელეწიფება რეალური რეფორმების განხორციელება ამ ღირსეულ გუნდთან ერთად... მაგალითად, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სამოქალაქო საქმეთა კოლეგია როგორც მუშაობს, ბრწყინვალედ, ვადები დაცულია, დროულად იწყება პროცესები, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ხელმძღვანელი რომ არ ვარგოდეს, ეს ასე არ იქნება, არა? ოჯახის თავი და უფროსი როგორიც არის, ისე არის ყველაფერი მიმდინარე... ხო, [სერგო] მეთოფიშვილს ვგულისხმობ, ძალიან დიდ პატივს ვცემ, ძალიან მომწონს. ეს არის ჩემი შეფასება, იმედია, გემოვნებაზე არ ვიდავებთ", — ამბობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, პაატა შავაძე.
პაატა შავაძემ ნაზი ჯანეზიშვილს მიმართა, რომ უკეთესი იქნებოდა მისგან "მეტი პოზიტივი" წამოსულიყო, რადგან საბჭოს წევრია და მისი აზრით, სწორედ ამიტომ, მხარს უნდა უჭერდეს სასამართლო ხელისუფლებას:
"მე გამიხარდებოდა, რომ ქალბატონი ნაზი ჯანეზაშვილი ფეისბუქში გამოვიდეს და თქვას, დღეს ეს დადებითი ძვრები განხორციელდა იმიტომ, რომ მუდამ ვითრგუნებით ადამიანები, როდესაც სულ უარყოფითს ვხედავთ".
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები