რა ემართება შენს სხეულს ზღვაში ჩაყვინთვისას
შემდეგ ჯერზე სანაპიროზე რომ ამოყოფ თავს, შენი სხეული ყველაზე სიღრმისეულ ტრანსფორმაციას გაივლის, რისი გამოცდაც ადამიანს ბუნებრივად შეუძლია. ეს არ არის ექსტრასენსური წინასწარმეტყველება; მე ზებუნებრივ წინათგრძნობას არ ვფლობ. ტრანსფორმაცია, რომელსაც აღვწერ, ფიზიკური და სრულიად რეალური იქნება. ეს მილიონობით წლის განმავლობაში მიმდინარე ევოლუციისა და ანტიკური გენების გაღიზიანების შედეგია, რომელსაც შენ და სხვა ადამიანები მილიარდობით ღრმად მყვინთავ ცხოველებთან ვიზიარებთ.
ეს კი ასე მოხდება: შენ ქვიშაზე იწვები. შენი სხეული მზით გათბება. შენ დაგცხება და ცურვა მოგინდება. შენ თავს ძალას დაატან, რომ ადგე და წყლისა და ნაპირის შესაყართან გაიქცევი, ტალღებში მშვიდად შეხვალ და მერე ჩახტები. ზღვის მარილიან წყალში სახის ჩაძირვის მომენტი შენში ჰალკის მსგავს მეტამორფოზას გამოიწვევს. სისხლი შენი ხელებიდან და ტერფებიდან მხრებისა და თეძოებისკენ გადაინაცვლებს და მუცლის არეში კონცენტრირდება. შენი გულისცემის სიხშირე ნორმალური ტემპიდან რეფლექსურად 25 პროცენტით დაიკლებს; შენი გონება მედიტაციურ, თითქმის სიზმრის მსგავს მდგომარებაში შევა. თუ უფრო ღრმად ჩაყვინთვას ამჯობინებ, ტრანსფორმაციაც უფრო სიღრმისეული გახდება და ეს გაგრძელდება იქამდე, სანამ შენ შენს მიწიერ ფორმასთან მხოლოდ ზედაპირულ მსგავსებას შეინარჩუნებ. შენ წყლის ცხოველად გარდაიქმნები - არსებითად, შენ თევზად იქცევი.
მეცნიერები ამ ტრანსფორმაციას ძუძუმწოვართა ყვინთვის რეფლექსს ან უფრო პოეტურად - სიცოცხლის მთავარ გადამრთველს (Master Switch of Life) უწოდებენ. ისინი ამ ფენომენს უკვე უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში იკვლევენ.
ტერმინი - სიცოცხლის მთავარი გადამრთველი არა მხოლოდ ერთ, არამედ მრავალ გადართვას, იმავე რეფლექსებს, მოიცავს, რომლებიც ჩვენი წყალში შესვლისას იწყებენ ამოქმედებას. ეს რეფლექსები სხვა ორგანოებთან ერთად გავლენას ახდენს ჩვენს ტვინზე, ფილტვებსა და გულზე. ღრმად ჩაყვინთვისას ისინი ჩვენი ორგანიზმის უზარმაზარი წყალქვეშა წნევისგან დასაცავად შეთანხმებულად ამუშავდებიან და ჩვენ ეფექტიან, ღრმა ზღვის ბინადარ ცხოველებად გვაქცევენ. ასეთი ყვინთვისთვის დამახასიათებელი წნევის ეკვივალენტი ხმელეთზე რომ განგვეცადა, მოვკვდებოდით ან დავშავდებოდით, თუმცა ოკეანეში მსგავსი არაფერი მოგვდის. ოკეანეს განსხვავებული წესები აქვს და მათ ბოლომდე გასაგებად ხშირად სრულიად განსხვავებული აზროვნებაა საჭირო.
თავისუფალი ყვინთვის მიმდევრები, იგივე ფრიდაივერები, ის სპორტსმენები არიან, რომლებიც ყველანაირი დამხმარე მოწყობილობის გარეშე, ერთი ღრმა ჩასუნთქვის ხარჯზე ეშვებიან ოკეანის სიღრმეებში. მათ სიცოცხლის მთავარი გადამრთველის სახელით ცნობილი ტრანსოფრმაციის ყველაზე კარგად ესმით. უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე ისინი ამ დროს გააქტიურებულ რეფლექსებს წარმოუდგენელ სიღრმეებში ჩასაყვინთად იყენებენ. 1950-იან წლებში მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ყველაზე ღრმა წერტილი, სადამდეც ადამიანს შეეძლო ჩაყვინთვა და ცოცხლად დარჩენა, 30 მეტრი იყო; უფრო ღრმად ჩაშვებისას კი ფილტვები ფატალურ კოლაფსს განიცდიდნენ. მას შემდეგ ფრიდაივერებმა 200 მეტრზე უფრო ღრმად შეძლეს ჩასვლა; სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე ფრიდაივერები კი 90 მეტრამდე რეგულარულად ეშვებიან. ერთი ან ორ-საათიანი წვრთნის შემდეგ ბევრ დამწყებს შეუძლია 15, 20 ან თუნდაც 30 მეტრამდე დაშვება. ეს მყვინთავები არ არიან განსაკუთრებულები; სიცოცხლის მთავარი გადამრთველი ყოველ ჩვენგანში არსებობს. ჩვენ მხოლოდ წყალში შესვლა და ჩაყვინთვა გვჭირდება და დანარჩენს ჩვენი სხეული გააკეთებს.
აი, რა ხდება, როდესაც ღრმად ვყვინთავთ:
წყალქვეშ პირველ დაახლოებით 9 მეტრზე ჰაერით სავსე ფილტვები ზედაპირისკენ მიგიზიდავს და გაიძულებს, რომ ხელ-ფეხი მოიქნიო, რათა სიღრმეში ჩასვლა შეძლო. წყალქვეშ 10 მეტრზე იგრძნობ, რომ შენს სხეულზე წნევა გაორმაგდა. ამ სიღრმეზე შეკუმშული ჰაერი შენი ფილტვების ნორმალურ ზომას გაანახევრებს. ყვინთვას თუ გააგრძელებ, დაახლოებით 12 მეტრზე წყლის უგრავიტაციო ზონაში ჩააღწევ, რომელსაც ფრიდაივერები სიღრმის კარიბჭეს უწოდებენ. აქ ოკეანე შენი სხეულის ზედაპირისკენ მიზიდვას წყვეტს და, პირიქით, დაბლა გექაჩება. შენ მკლავებს გვერდებზე პარაშუტისტის პოზაში გაიშვერ, მოდუნდები და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გააგრძელებ ჩაძირვას.
30 მეტრზე წნევა სამმაგდება. სიცოცხლის მთავარი გადამრთველი მექანიზმი უფრო მძლავრად იწყებს მოქმედებას. შენი გული რეფლექსურად კიდევ უფრო ნელა განაგრძობს ფეთქვას. ეს ჰაერის შენახვასა და უფრო დიდი ხნითა და მეტად ღრმა ჩაყვინთვის საშუალებას მოგცემს. 30 მეტრზე ფრიდაივერების პულსი, შესაძლოა, ჩვეული სიხშირის ნახევარზე ჩამოვარდეს. ყოფილა შემთხვევები, როცა მყვინთავს წუთში 14 დარტყმა დაუფიქსირდა, რაც ზოგ შემთხვევაში კომაში მყოფი ადამიანის პულსის სიხშირის მესამედია. ზოგ მყვინთავს კი წუთში 7 დარტყმაც კი აღნიშვნიათ (ადამიანების უმრავლესობის პულსის საშუალო მაჩვენებელი წუთში 60-დან 100 დარტყმამდეა). ფიზიოლოგთა აზრით, ასეთი შენელებული გულისცემისას გონზე ვერაფრით იქნები. თუმცა, რატომღაც, ღრმად ოკეანეში ეს წესი ირღვევა.
დაახლოებით 90 მეტრის სიღრმეზე, რომელსაც უმეტესად ფრიდაივერები აღწევენ, შენი ორგანოებისა და ძარღვების გარსები, რომლებიც წნევის სარეგულაციო სარქველებივით მუშაობენ, სისხლსა და წყალს გულმკერდის არეში თავისუფლად მოძრაობის ნებას რთავენ. შენი მკერდი მისი რეალური ზომის დაახლოებით ნახევრამდე იკუმშება. 1996 წლის ყვინთვის დროს კუბელი ფრიდაივერის, ფრანცისკო ფერერა-როდრიგესის გულმკერდის გარშემოწერილობა 132 მეტრი სიღრმის მიღწევისას 127 სანტიმეტრიდან 50 სანტიმეტრამდე შეიკუმშა. ამ დროს სიცოცხლის მთავარი გადამრთველი ინტენსიურ მუშაობაზეა გადასული.
როდესაც უკან, 60, 45, 30 მეტრზე ავალთ, სიცოცხლის მთავარი გადამრთველი ნელ-ნელა თავისი ეფექტების უკუცვლას იწყებს: გულისცემა იმატებს და სისხლი, რომელიც აქამდე გულმკერდის არეში იყო კონცენტრირებული, ახლა უკან ვენებში, არტერიებსა და ორგანოებში მიედინება. შენი ფილტვები ჰაერით ხელახლა ივსება. შენ კვლავ მიწის ცხოველად იქცევი.
როცა საკუთარი ძალის იმედად, ბუნებრივ მდგომარეობაში ყვინთავს, ადამიანის სხეულს დეკომპრესია არ ემართება. კესონისა და ღრმა ყვინთვასთან დაკავშირებული სხვა ისეთი ტიპის დაავადებები, როგორიცაა ჟანგბადის სიჭარბის ტოქსიკური ეფექტი, ანუ ჰიპეროქსია, რეალურად თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შედეგად ჩნდება. თავისუფალი ცურვისას სადეკომპრესიო შეჩერებები საჭირო არაა; ფრიდაივერს, რომელიც დამატებით აღჭურვილობას არ იყენებს, შეუძლია, ისეთი სისწრაფით ამოვიდეს სიღრმიდან, როგორითაც მოესურვება და ის, ამასთან, სრულიად ჯანმრთელი დარჩება. ადამიანის სხეული სიღრმეებში დაბუდებული საშიში გაზების მიღებას რეფლექსიურად გადაამუშავებს; ეს ფუნქცია ჩვენს ორგანიზმს, სავარაუდოდ, მილიონობით წლის წინ გამოუმუშავდა. ჩვენ ყველანი ამ უნარით ვიბადებით. ჩვენ ჭეშმარიტად ყვინთვისთვის ვართ შექმნილები.
ჩვენ ასევე ოკეანის შვილები ვართ. ყოველი ჩვენგანი სიცოცხლეს ისეთ ემბრიონულ სითხეში ტივტივით იწყებს, რომლის 99 პროცენტი ზღვის წყლის მსგავსი ქიმიური ნაერთია. ჩვენი ყველაზე ადრეული დამახასიათებელი თვისებები თევზის მსგავსია. ერთი თვის ემბრიონი თავდაპირველად ფარფლებს ივითარებს და არა - ფეხებს. მხოლოდ ერთი შეუსაბამო გენია საჭირო, რომ ადამიანს ხელების ნაცვლად ფარფლები გაეზარდოს. განვითარების მეხუთე კვირაში ჩანასახის გულს ორი პარკუჭი აქვს, რაც თევზისთვისაა დამახასიათებელი.
ადამიანის სისხლის ქიმიური შემადგენლობა 98 პროცენტით ემთხვევა ზღვის წყლისას. ჩვილს თუ წყალქვეშ მოათავსებ, ის რეფლექსურად დაიწყებს ცურვას და, ბევრი ზრდასრულისგან განსხვავებით, სუნთქვას 40 წამის განმავლობაში უპრობლემოდ შეიკავებს. ჩვენ ამ უნარს სიარულის სწავლის შემდგომ ვკარგავთ.
დელფინები, ვეშაპები, სელაპები და წყლის სხვა ძუძუმწოვრები ასევე ფლობენ სიცოცხლის მთავარი გადამრთველის ფუნქციას და მას საოცარ სიღრმეებში ყვინთვისთვის იყენებენ. მაგალითად, კაშალოტებს 2700 მეტრამდე ჩასვლა და იქ 90 წუთი გაჩერება შეუძლიათ. ზოგიერთ სელაპს საათზე დიდხანს შეუძლია სუნთქვის შეკავება და 760 მეტრ სიღრმეზე ყვინთვა. მეცნიერები დააკვირდნენ, რომ ეს ცხოველები ყვინთვის სიღრმის ზრდასთან ერთად თითქოს მეტ ჰაერს იღებენ; ფიზიკისა და ძუძუმწოვართა ფიზიოლოგიის ჩვენეული ცოდნის მიხედვით, ეს შეუძლებელია. ამის მიუხედავად, ეს ცხოველები ამას მაინც ყოველი ჩაყვინთვისას აკეთებენ. და ჯერ ბოლომდე ვერავინ ხსნის, როგორ ხდება ეს (ოკეანეს სხვა წესები აქვს და მათ გასაგებად განსხვავებული მიდგომაა საჭირო).
ანტიკური პერიოდის კულტურებმა სიცოცხლის მთავარი გადამრთველის შესახებ ყველაფერი იცოდნენ და საუკუნეების განმავლობაში მას ოკეანის ზედაპირიდან ასობით მეტრით დაშორებული წყლებიდან ზღვის ღრუბლების, მარგალიტების, მარჯნისა და საჭმლის მოსაპოვებლად იყენებდნენ. მეჩვიდმეტე საუკუნეში ევროპელმა მოგზაურებმა აღნიშნეს, რომ კარიბის ზღვის, შუა აღმოსავლეთის, ინდოეთის ოკეანისა და წყნარი ოკეანის სამხრეთ ტერიტორიებზე მცხოვრები აბორიგენები 30 მეტრზე ღრმად ყვინთავდნენ და ერთი ჩასუნთქვით წყლის ქვეშ 15 წუთზე დიდხანს ჩერდებოდნენ. ეს განცხადებები ბოლო რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში გაზვიადებად ან ყალბ ცნობებად ითვლებოდა.
ოკეანე ჩვენ არა მხოლოდ ფიზიკურად გვცვლის, არამედ - ფსიქიკურადაც.
შვიდნახევარ-მილიარდიანი მოსახლეობის მქონე პლანეტაზე, სადაც მიწის ყოველი ნაგლეჯი რუკაზეა დატანილი, მისი დიდი ნაწილი ათვისებულია, დიდი ნაწილი კი - განადგურებული, წყლის საფარი უკანასკნელ უხილავ, ხელუხლებელ, აღმოუჩენელ და ადამიანებით დაუსახლებელ სივრცედ რჩება; ის ცივილიზაციასა და სიველურეს შორის გავლებული ბოლო დიდი საზღვარია. იქ, დაბლა არ არის მობილური ტელეფონები, იმეილები, ტვიტერი, მანქანის გასაღებები, ტერორიზმის საფრთხეები, დავიწყებული დაბადების დღეები, გადავადებული გადასახადებისთვის დაკისრებული ჯარიმები და სამსახურის ინტერვიუები, რომლებზეც მუდამ გვაგვიანდება. ცხოვრების ყველანაირი სტრესი, ხმაური და დავი-დარაბა ზედაპირზეა დატოვებული. ოკეანე უკანასკნელი ჭეშმარიტად წყნარი ადგილია დედამიწაზე.
მათ, ვინც ოკეანის სიღრმეებში ცურავენ, თავიანთი გამოცდილების აღწერისას თვალები ებინდებათ; ეს ის მზერაა, ბუდისტ ბერებს ან სასწრაფო დახმარების იმ პაციენტებს რომ ახასიათებთ, რომლებიც მოკვდნენ და რამდენიმე წუთის შემდეგ დაუბრუნდნენ ცხოვრებას. ეს მზერა მათია, ვინც ცხოვრების სხვა მხარე იხილეს. და რაც ყველაზე მაგარია, მყვინთავები გეტყვიან, რომ ეს გამოცდილება "ყველასთვის ღიაა".
პირდაპირი გაგებით ყველასთვის - აქ წონას, სიმაღლეს, გენდერს ან წარმომავლობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. იაპონიაში ქალები 70 წლის ასაკში ოკეანეში ყოველ დღე და საათობით ყვინთავენ ზღვის ზღარბების, ზღვის მცენარეებისა და მოლუსკების მოსაპოვებლად. ეს ქალები, რომლებსაც ამაებს უწოდებენ, მოზარდობიდან მოყოლებული ყვინთავენ და აგრძელებენ ფრიდაივინგის ტრადიციას, რომელიც მრავალ ათას წელს ითვლის. ოკეანეში ღრმად ცურვა მათ ენერგიას არ აცლის; ამაებს სჯერათ, რომ ის მათ სიცოცხლის ძალებს ანიჭებს. ზოგიერთი ამა 80 წლის ასაკშიც განაგრძობს ყვინთვას.
არ არის საჭირო, 90 მეტრზე ჩაყვინთო, 15 წუთით სუნთქვა შეიკავო ან 80 წლის იყო იმისათვის, რომ ოკეანესთან ადამიანური კავშირი იგრძნო. ამისათვის წყალში თავის ჩაყოფაც კმარა. ოკეანეში ორწამიანი ჩახტომაც კი ააქტიურებს მთავარ გადამრთველს. ეფექტს მყისიერად იგრძნობ - შენი სხეული მოდუნდება, პულსი შენელდება და სტრესი გაიფანტება. შენ თავს შეცვლილად იგრძნობ. სწორედ ამ გრძნობით რეაგირებს შენი სხეული პლანეტაზე არსებული ყველაზე ვრცელი ცოცხალი მასის ცხოვრების შემცვლელ ენერგიაზე.
ეს არის შეხსენება, რომ შენ სახლში დაბრუნდი.
-
გადახედვათეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია თეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას სალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს სალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს
-
გადახედვამარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს მარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა
-
გადახედვათამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს თამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო! სალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო!
-
გადახედვარასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად რასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად
-
გადახედვამაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს მაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს
-
გადახედვათურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი თურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი
-
გადახედვა"ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება "ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს ირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს
-
გადახედვაკობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს კობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს
-
გადახედვაპუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია პუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია
-
გადახედვაწილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა წილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა
-
გადახედვასაგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა საგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა
-
გადახედვარაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს რაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს
-
გადახედვაუწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი უწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი
-
გადახედვაშ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება შ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება
-
გადახედვათავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს თავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს
-
გადახედვა21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს 21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს
კომენტარები