საჭმლის მიწოდების სერვისი Menu უკრაინაში იწყებს ოპერირებას
ფოტო: Menu.ge
საჭმლის მიწოდების სერვისის Menu.ge-ს მფლობელმა კომპანია Menu Group-მა უკრაინის ბაზრის წამყვანი მოთამაშე eda.ua შეიძინა, რომელიც უკრაინის 29 ქალაქში ოპერირებს. უახლოესი 2 წლის განმავლობაში Menu Group მიზნად ისახავს კიდევ 10 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას იმისათვის, რომ შევიდეს ყაზახეთის, მოლდოვის, უზბეკეთის და ყირგიზეთის ბაზრებზე.
დღეის მდგომარეობით, Menu Group საქართველოში, სომხეთსა და ბელორუსიაში 2 000-ზე მეტ რესტორანს ემსახურება. საქართველოში კომპანია უკვე მუშაობს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გორსა და რუსთავში და 500 ზე მეტი რესტორნის პარტნიორია. წლის ბოლოს კომპანია გეგმავს GMV-ს პარამეტრით 35 მლნ დოლარზე გასვლას. Menu Group-ს ასევე სურს მიაღწიოს 10 მლნ დოლარის ოდენობის მოგებას.
უკრაინაში სერვისი ჰიბრიდული ბიზნეს მოდელის მიხედვით იმოქმედებს. კერძოდ, კომპანია დამოუკიდებლად მიაწოდებს შეკვეთებს უკრაინის 10 ქალაქში და იმუშავებს როგორც გაყიდვების ოპერატორი საიტი (marketplace) კიდევ 19 ქალაქში. Eda.ua-ს 1500-ზე მეტი პარტნიორ-რესტორანი კი, ეტაპობრივად გადმოვა Menu.ua-ს პლატფორმაზე.
ფოტო: Menu
უკრაინაში საჭმლის მიწოდების ბაზარი, ისევე როგორც საქართველოში, მუდმივად იზრდება. რაც პირდაპირ კავშირშია მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდასთან. დღეს უკრაინის მოსახლეობის 60%-ზე მეტი (25 მლნ ადამიანი) არის მობილური ინტერნეტის მომხმარებელი. აქედან 15-20% უკვეთავს საჭმელს ონლაინ (4-5 მლნ ადამიანი). ახლა ონლაინ გაყიდვები გენერირებს რესტორნების საერთო მოგების 20%-ს, თუმცა ეს მაჩვენებელი იზრდება, რადგან შეკვეთების სიხშირე ონლაინში უკვე 2-3-ჯერ აღემატება ადგილზე მიმსვლელთა რაოდენობას.
ფოტო: Menu.ge
"უკრაინის საჭმლის მიწოდების ბაზარი, ჩვენთვის ისევე საინტერესოა, როგორც საქართველო. ჩვენ ვხედავთ დიდ პოტენციალს არა მარტო დედაქალაქში, არამედ რეგიონებშიც. ბაზრის მოცულობა სწრაფად იზრდება — მინუმუმ 20% ით წელიწადში. Eda.ua-ს თან ერთად ჩვენ ვგეგმავთ მივაწოდოთ ხარისხიანი სერვისი ჩვენს კლიენტებს, პარტნიორ რესტორნებსა და კურიერებს. ვქმნით რა საჭმნილ მიწოდების სერვის უფრო ხელმისაწვდომს, ჩვენ ყოველდღიურად ვანვითარებთ ჩვენს პროდუქტს", — აცხადებს Menu.ge-ს დირექტორმა თამარ არევაძე.
დირექტორთა საბჭოს წევრმა და ვენჩურული ფონდის Perea Capital-ის მმათველმა პარტნიორმა ომარ მუსამ აღნიშნა, რომ Menu Group-ის დირექტორთა საბჭოს უახლოესი 3 წლის სტრატეგიის ნაწილი სხვადასხვა ბაზარზე აქტიური ექსპანსიაა.
"როგორც Eda.ua-ს ერთ-ერთი ფუძემდებელი, Chernovetskyi Investment Group, ყოველთვის ცდილობდა თავისი ბიზნეს პორთფოლიოს მაშტაბირებასა და პარტნიორების მოძიებას, ზუსტად ამიტომ Menu Group-თან თანამშრომლობაში ჩვენ ვხედავთ დიდ პერსპექტივას", — განაცხადა ვლადიმერ კრივკომ, ფონდის მმართველმა პარტნიორმა.
ფოტო: Menu.
Menu Group UK LTD- ეს არის საერთაშორისო კომპანია, რომელიც აერთიანებს საკვების მიწოდების სერვისს სომხეთის, საქართველოსა და ბელორუსიის რესტორნებიდან და წარმოადგენს უპირობო ლიდერს აღნიშნულ ქვეყნებში. ექვს ნახევარი წლის მუშაობის განმავლობაში სერვისმა მიაღწია უმაღლეს შედეგებს და პოსტ-საბჭოთა სივრცეში უჭირავს პირველი ადგილი საკვების მიწოდების მასშტაბით (რუსეთს თუ არ მივიღებთ მხედველობაში). დღეისთვის პროექტი აერთიანებს 2000-ზე მეტ პარტნიორ-რესტორანს.
-
ახალი მიღწევა მარსის თხელი ატმოსფეროსგან სარაკეტო საწვავის შექმნის შესაძლებლობას აჩენს ახალი მიღწევა მარსის თხელი ატმოსფეროსგან სარაკეტო საწვავის შექმნის შესაძლებლობას აჩენს
გადახედვა
-
ბრალდების 4 ეპიზოდი: პროკურატურა ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს ბრალდების 4 ეპიზოდი: პროკურატურა ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს გიორგი ზაქარაშვილი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა რა ქონებას ფლობს გიორგი ზაქარაშვილი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა
გადახედვა
-
ტრამპი: კენედის ცენტრი იხურება, თუმცა რემონტი ვერ დაიწყება მანამ, ვიდრე სასამართლო მის სახელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს ტრამპი: კენედის ცენტრი იხურება, თუმცა რემონტი ვერ დაიწყება მანამ, ვიდრე სასამართლო მის სახელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ? ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ?
-
ჰააგის ტრიბუნალმა კოსოვოს ექსპრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა ჰააგის ტრიბუნალმა კოსოვოს ექსპრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა
გადახედვა
-
SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს
-
მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში
გადახედვა
-
მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია
გადახედვა
-
ახმეტაში უცნობმა კაცმა, სავარაუდოდ, ბავშვის გატაცება სცადა — გამოძიება დაიწყო ახმეტაში უცნობმა კაცმა, სავარაუდოდ, ბავშვის გატაცება სცადა — გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
NAEC ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა NAEC ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა
გადახედვა
-
სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო
გადახედვა
-
რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება
გადახედვა
-
ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს
გადახედვა
-
გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს
გადახედვა
-
FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა
გადახედვა
-
თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა
გადახედვა
-
"ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა "ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
-
4-თვიანი არსებობის შემდეგ, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი გაუქმდა 4-თვიანი არსებობის შემდეგ, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი გაუქმდა
გადახედვა
კომენტარები