რა ისესხა დევიდ ბოუიმ უილიამ ბეროუზისგან
1947 წლის იანვარს ბრიქსტონში დევიდ ჯოუნსად დაბადებულ დევიდ ბოუის პატარაობიდანვე უნდოდა, რომ ხელოვანი გამოსულიყო. ახალგაზრდობა მან ამერიკული რიტმისა და ბლუზის ლეგენდების, ლიტლ რიჩარდისა და თავისი საყვარელი შემსრულებლის - ელვის პრესლის მოსმენაში გაატარა. ის ბრომლის ვაჟთა ტექნიკურ სკოლაში სწავლობდა და მანაც, როგორც ბეროუზმა, მეთერთმეტე კლასში სარეკლამო კომპანიის უმცროს აგენტად დაიწყო მუშაობა. ბოუის უფროსმა არაბიოლოგიურმა ძმამ, ტერი ბარნსმა, რომელიც მთელი ცხოვრება ფსიქიკური დაავადებით იტანჯებოდა და 1985 წელს რელსებზე გაწვა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ბოუის შემოქმედებით განვითარებაში უზარმაზარი როლი ითამაშა. სხვა თუ არაფერი, სწორედ ტერი იყო ის ადამიანი, რომელმაც ბოუის შეაყვარა ჯაზი და ლიტერატურა - მათ შორის, ბიტნიკები.
ფსიქიკური დაავადებისთვის ნიშნეული მანიისა და დეპრესიისგან დატანჯული ძმის ჭიდილი ბოუიმ, მართალია, აბსტრაქტულად, მაგრამ მაინც ასახა თავის ისეთ სიმღერებში, როგორებიცაა After All, The Man Who Sold the World, The Bewlay Brothers და All the Madmen. ამ ბოლო სიმღერაში ბოუი გვეუბნება, რომ ცივი და ნაცრისფერი მდიდრული სახლები იმ ეპოქის უიმედობის მანიფესტაციაა, "როდესაც ერი საკუთარ ორგანურ გონებას სარდაფში მალავს". 1972 წლის ალბომის სახელწოდება - Aladdin Sane (საღი გონების ალადინი), ერთგვარი კალამბურია: ფრაზას სხვა პრინციპით თუ დავშლით, მივიღებთ სიტყვებს, a lad insane, რაც შეშლილ ბიჭს ნიშნავს. თავისი ძმის ხსოვნას ბოუიმ, ასევე, სიმღერა Jump They Say მიუძღვნა, რომელიც 1993 წლის Black Tie White Noise ალბომში შევიდა. 1980-იანების შუა წლების დაღმავლობის მერე სწორედ ამ ალბომმა ჩაჰბერა ახალი სიცოცხლე ბოუის კარიერას. ზუსტად ისე, როგორც უილიამ ბეროუზი წერდა "ავი სულისგან" გასათავისუფლებლად, ბოუიც თავის მუსიკასა და იმიჯს იდენტობის მერყევ ბუნებასთან შესაგუებლად იყენებდა; შესაძლოა, ის საკუთარ ფსიქიკურ აშლილობას სხვადასხვა პერსონაჟის გაცნობიერებულად მორგება-მოშორების გზით ავადებდა.
1965 წლის 16 სექტემბერს დევიდ ჯოუნსმა მოუქნელი ტრანსფორმაცია განიცადა. "მე სერიოზულად მინდოდა სახელის შეცვლა", - იხსენებდა ბოუი მოგვიანებით, - "თავდაპირველად რამდენიმე სახელი ვცადე. პირველ სახელს სამი კვირის განმავლობაში ვატარებდი; ამის აღსანიშნავად ფოტოსესიაც კი მოვიწყვე". აღმოჩნდა, რომ ბოუის მიერ არჩეული სახელი - ტომ ჯოუნსი, უკვე დაკავებული იყო. ერთი პერიოდი ის საკუთარი სახელის დატოვებაზეც კი დაფიქრდა, მაგრამ იმ დროისთვის ჯგუფ the Monkees-ს დევი ჯოუნსის სახელი ყველას პირზე ეკერა. საბოლოოდ, მან ბოუი ამერიკული დანების მწარმოებლისგან ისესხა; ამ ფაქტმა ბეროუზი ერთობ გაახალისა, როდესაც მწერალი და მომღერალი 1974 წლის ბოლოს შეხვდნენ. "ველური ბიჭების იარაღი ბოუის დანაა, 45-სანტიმეტრიანი ბოუის დანა, იცოდი ეს?" - ჰკითხა ბეროუზმა. "სანახევროდ არაფერს აკეთებ, ხომ?" - უპასუხა მომღერალმა. ბოუი თავის სასცენო სახელს "განცხადებებისა და ილუზიების გასაერთიანებელ მედიუმად" მოიხსენიებდა - შეუძლებელია, ამ ფრაზამ ბეროუზის წერის სტილი არ გაგახსენოს. როცა საქმე ამ ორს ეხება, ნიღბებიც კი შენიღბულნი არიან.
1969 წლის ივლისში ბოუიმ სიმღერით Space Oddity ტრანსატლანტიკური ჰიტი ჩაიწერა აქტივში. ამ სიმღერის გმირი მისი ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი პერსონაჟი, Major Tom (მაიორი ტომი) გახლავთ - ასტრონავტი, რომელიც თავისი ხომალდის გაუმართაობის შედეგად კოსმოსურ ვაკუუმში იკარგება. Major Tom ათწლეულის შემდეგ "მაღალ ცაში გამოკიდებულ" ნარკომანად დაბრუნდება სიმღერაში Ashes to Ashes, რომელიც ალბომში Scary Monsters (And Super Creeps) შევიდა; ბოუის უკანასკნელ, 2016 წლის ალბომ Blackstar-ის იმავე სახელწოდების სიმღერის ვიდეო-კლიპში კი მსმენელი Major Tom-ს მომღერლისთვის დამახასიათებელი უჩვეულო ფორმით ემშვიდობება.
კოსმოსისადმი ინტერესი ბოუის მთელი კარიერის განმავლობაში გაჰყვა, რაც ბეროუზის უცხოპლანეტური გონიერი არსებებითა და შორ მანძილზე კოსმოსური მოგზაურობის შესაძლებლობებით გატაცებასაც ეხმიანება. ამ უკანასკნელს სწამდა, რომ კაცობრიობის ევოლუციის საბოლოო საფეხური დროითი და სივრცული ბარიერების გადალახვით დაგვირგვინდებოდა. "ეს კოსმოსის ეპოქაა და ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ წავიდეთ!" - ხშირად წამოიყვირებდა ხოლმე მწერალი კითხვის საღამოებზე.
Space Oddity-მ ბოუის კარიერა მოკლე დროით სტრატოსფეროში გასტყორცნა, მაგრამ ის მალევე ჩამოვარდა უკან, დედამიწაზე, როდესაც 1969 წელს ადამიანის მთვარეზე დაშვებით გამოწვეულმა საყოველთაო ეიფორიამ იკლო. ბოუი სამყაროს ახალი იმიჯებით მოევლინა - ჯერ მძიმე როკის შემსრულებელ ხულიგანად, როცა ალბომი The Man Who Sold the World (1970) ჩაწერა და ერთი წლის მერე - Hunky Dory-სეულ მისტიკურ ჰიპად. თუმცა ალბომი, რომელმაც ბოუი ყველაზე საინტერესო კუთხით - უცხოპლანეტელი მესიის სახით წარმოაჩინა, Ziggy Stardust and the Spiders from Mars (1972) იყო. მასში შემავალმა სიმღერებმა და თანადროულმა სასცენო გამოსვლებმა ბრიტანელ მოზარდებში ისეთი აღფრთოვანება გამოიწვია, რომლის მსგავსიც ბითლზების მერე არავის ენახა. და ამ ყველაფრის მიზეზთ მიზეზი ბოუის ვარსკვლავთშორისი ზიგი სტარდასტი გახლდათ. მომდევნო წელს მუსიკალურ მაღაზიათა თაროებზე Aladdin Sane გამოჩნდა, რის შემდეგაც ბოუი კოსმონავტის როლის თამაშით დაიღალა. ფანთა თავყვანისცემა ყურადღების მოყვარული ბოუისთვისაც კი ზედმეტი ხდებოდა. მას სწორედ ბეროუზის დოქტრინა დაეხმარა, თავი დაეღწია ბრჭყვიალა ციხიდან და ცვლილებათა ღირსეულ აგენტად ქცეულიყო. "მე ყოველთვის მიზიდავდა ამ სამყაროს ბილ ბეროუზები, რომლებიც ქმნიან ლექსიკონს - არა აუცილებლად პირადს, არამედ შიფრებითა და სიმბოლოებით შედგენილს, რომელსაც მერე სხვები გამუდმებით იმეორებენ, გარდაქმნიან და ხელახლა აკოწიწებენ", - ნათქვამი აქვს ბოუის.
თავისი 1974 წლის გარდამავალი ეტაპის ალბომზე, Dimond Dogs, მუშაობისას, რომელიც თავდაპირველად ჯორჯ ორუელის 1984-ის თეატრალური მიუზიკლის ადაპტაციისთვის იყო განკუთვნილი, ბოუიმ დანაწევრების ლიტერატურული მეთოდი გამოიყენა. მას შემდეგ, რაც საავტორო უფლებების მოპოვება ვერ შეძლო, ბოუიმ ბეროუზის ველური ბიჭებიდან ისესხა მიდგომა და პროექტისთვის უკვე დაწერილი სიმღერების დაჭრა-შეერთება დაიწყო. როგორც ბეროუზმა თქვა, "სპონტანურობას ძალით ვერ მოიხმობ. მაგრამ შენ მოულოდნელი სპონტანური ფაქტორის შემოტანა მაკრატლის მეშვეობით შეგიძლია". ბოუიმ თავის შემოქმედებაში შემთხვევითობის ელემენტი სათანადოდ დააფასა. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ მან დანაწევრების ტექნიკას თავის ორ უკანასკნელ ალბომშიც, - The Next Day (2013 წელი) და Blackstar (2016 წელი), - მიმართა.
დანაწევრების ტექნიკა მეოცე საუკუნის დასაწყისში გამოჩენილი კულტურული მიმდინარეობიდან, დადაიზმიდან იღებს სათავეს. ავანგარდისტი პოეტი, ტრისტან ცარა, 1920-იან წლებში გამართულ ერთ-ერთ სიურეალისტურ მიტინგზე გამოვიდა წინადადებით, რომ პოემა იქვე, ქუდიდან ამოღებულ ფურცლებზე დაწერილი სიტყვებით შეექმნათ, რაც ტექსტზე დაფუძნებულ კომპოზიციებში შემთხვევითობის პრინციპის შემოღების საფუძვლად იქცა. ეს მათ, ვისაც მაგნიტური პოეზიის სათამაშო ჰქონია, რევოლუციურ მიგნებად ალბათ არ მოეჩვენებათ, მაგრამ ეს იდეა რადიკალური 1920-იან წლებშიც იყო და მაშინაც, როდესაც ბეროუზმა და ბრაიონ გაისინმა ამ ტექნიკით დაიწყეს წერა.
2008 წელს ბოუიმ Daily Mail-თან ინტერვიუში დანაწევრების ტექნიკის გამოყენების მეთოდი ამგვარად ახსნა:
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დანაწევრების ტექნიკა არ მოითხოვს, რომ შემთხვევით შედგენილი ყველა წინადადება ხელუხლებლად დატოვო. სანაცვლოდ, ზოგიერთი მათგანის რედაქტირებაც შეგიძლია, რათა ტექსტი მეტ-ნაკლებად მოარგო შენს სათქმელს. ეს მეთოდი მთხრობელისა თუ პერსონაჟების კონვენციური პერსპექტივის მიღმა გასასვლელადაც გამოიყენება. როგორც დევიდ ბაკლი ამბობს თავის წიგნში, უცნაური გატაცებები: დევიდ ბოუი, ამომწურავი ისტორია, "ბოუის დიდად ხიბლავდა შემთხვევითობითი მგრძნობელობა. ის ზოგჯერ სიმღერებისთვის ტექსტებს პირველ და მესამე პირებში წერდა, მერე კი ამ ორ პერსპექტივას ერთმანეთში ურევდა, რათა 'ახალი' სუბიექტურობა მიეღო".
თავისი კარიერის გვიანდელ პერიოდში ბოუი პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტთან, თაი რობერტსთან, ისეთი აპლიკაციის შექმნაზე მუშაობდა, რომელიც დანაწევრების ტექნიკის გამოყენებას გაამარტივებდა. "თუ სამ ან ოთხ დაუკავშირებელ იდეას გააერთაინებ, ის ქვეცნობიერული ცოდნა, რომელსაც ამ დაწყვილებით მიიღებ, მართლაც რომ გასაოცარი და პროვოკაციულია ხოლმე", - თქვა ბოუიმ 1990-იანი წლების შუა ხანებში, - "მე ავიღებ სტატიებს გაზეთებიდან, ჩემს პოემებს, მონაკვეთებს სხვადასხვა წიგნიდან და ყველაფერს ამ პატარა ინფორმაციულ საწყობში მოვათავსებ. და მერე დავაჭერ ღილაკს, რომელიც ყველაფერს ერთმანეთში აურევს".
საბოლოო შედეგზე ავტორისეული კონტროლის ხარისხი ბოუის ნებაზე იყო დამოკიდებული. "მე ან სიტყვასიტყვით გამოვიყენებ იმ წინადადებებს, რომლებსაც პროგრამა შეადგენს, ან იმ იდეას განვავრცობ, რომელიც ამ წინადადების ახირებული წყობიდან დამებადება", - თქვა მან. ბოუის კომპიუტერული დანაწევრების პროგრამა იმ ექსპერიმენტის ბუნებრივი ევოლუცია იყო, რომელიც 1960-იანი წლების ლონდონში ბეროუზმა და სომერვილმა წამოიწყეს. ადრეული ხანის კომპიუტერულ პროგრამისტს, იან სომერვილს წინადადებები შეჰყავდა მანქანაში, რომელიც ინდივიდუალური სიტყვების ყველა შესაძლო კომბინაციას პოულობდა და მათ ახალ-ახალი ფორმულირებებით აბრუნებდა. ეს პროცესი წარმოადგენდა პრიმიტიულ ვერსიას ბოუის პროგრამისა, რომელსაც მომღერალმა მისთვის არადამახასიათებლად მოუქნელი სახელი, ვერბსაიზერი (ზმნათა მზომავი) უწოდა.
დასანაწევრებელი აპლიკაცია ბოუიმ 1995 წლის ალბომის, Outside-ის შექმნისას გამოიყენა. ამ ნამუშევარს თავად მომღერალმა "არასწორხაზოვანი გოთური დრამის ჰიპერ-ციკლი" უწოდა. ბოუი ამ ტექნიკას თავის უკანასკნელ ალბომამდე არ შელევია. რეჟისორ მაიკლ აპტედის მიერ შემოქმედებითობის არსზე 1997 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმი, Inspirations, შეიცავს კადრებს, სადაც ბოუი დანაწევრების ტექნიკის ფსიქოდელურ ბუნებაზე საუბრობს. ბეროუზი, სავარაუდოდ, მომღერლის ამ ფილმში გაჟღერებულ შეფასებებს მოიწონებდა. "ეს ტექნოლოგიური ოცნების განსახიერებასაც კი ჰგავს", - ამბობს ბოუი, - "ის სიზმრისეულ ხატებს ქმნის, თუმცა ამისათვის შენ არ გიწევს ისეთი მოსაწყენი პროცესის გავლა, როგორიც მთელი ღამე ძილი ან ნარკოტიკებით თავის გაბრუებაა".
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000 მამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000
-
გადახედვანინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს… ნინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს…
-
გადახედვაჯო უილსონი: ეუთო/ოდირის დასკვნის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი: “ქართული ოცნების” დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია ჯო უილსონი: ეუთო/ოდირის დასკვნის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი: “ქართული ოცნების” დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია
-
გადახედვათეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია თეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას სალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს სალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს
-
გადახედვამარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს მარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა
-
გადახედვათამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს თამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო! სალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო!
-
გადახედვარასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად რასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად
-
გადახედვამაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს მაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს
-
გადახედვათურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი თურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი
-
გადახედვა"ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება "ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს ირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს
-
გადახედვაკობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ კობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ
-
გადახედვაპუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია პუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია
-
გადახედვაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
-
გადახედვასაგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა საგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა
-
გადახედვარაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს რაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს
-
გადახედვაუწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი უწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი
კომენტარები