ჯ.რ.რ. ტოლკინის ჩანახატები, რომელთა მიხედვითაც შეიქმნა შუამიწეთი
ფოტო: Bodleian Libraries, University of Oxford
როგორ შექმნა ჯ.რ.რ. ტოლკინმა ბეჭდების მბრძანებელი? ამ კითხვაზე მარტივი პასუხი ასეთია: როგორ და - დაწერა. ის 1937 წელს დაჯდა სკამზე და მომავალ ათ წელზე მეტი იმუშავა ტექსტზე, რომელიც დღემდე ფენტეზის ჟანრის ლიტერატურულ შედევრად არის მიჩნეული და დამაჯერებელი გამოგონილი სამყაროს სახელმძღვანელო ნიმუშს წარმოადგენს.
უფრო სიღრმისეული პასუხი კი ისაა, რომ ამბის წერასთან ერთად იგი ხატავდა კიდეც. ბეჭდების მბრძანებელზე მუშაობისას შექმნილი უამრავი რუკა და ჩანახატი მწერალს სიუჟეტის განვითარებაში, ნარატიული იდეების მოსინჯვასა და იმ სცენების ვიზუალურად წარმოდგენაში ეხმარებოდა, რომლებიც შემდეგ სიტყვებით უნდა გამოეხატა.
ტოლკინისთვის წერის და ფერწერის ხელოვნება ერთამენთისგან განუყოფელი იყო, რასაც თვალნალივ ვხედავთ წიგნში ბეჭდების მბრძანებლის ხელოვნება. ტოლკინის სახელგანთქმული მკვლევარების, უეინ ჰამონდისა და ქრისტინა სქალის ეს უზარმაზარი ტომი ტრილოგიის 60 წლის იუბილეზე გამოიცა. იგი 180-ზე მეტ ჩანახატს, დიაგრამას, რუკას, წარწერასა და ტოლკინის მიერ გამოგონილი ანბანების საცდელ ვარიანტებს შეიცავს. ყველა მათგანი ბეჭდების მბრძანელთანაა კავშირში.
როჰანის, გონდორის და მორდორის რუკა. ტოლკინი ასეთ რუკებს ფროდოსა და სემის ზუსტი ადგილმდებარეობების გამოსათვლელად იყენებდა, როდესაც ისინი, ბედისწერის მთასთან მისვლამდე, ემინ მუილსა და მკვდართა ჭაობებში მოგზაურობდნენ. მწერალი ამას მათი მთასთან მისვლისა და საძმოს სხვა წევრების სიუჟეტური ხაზების შესაბამისობაში მოსაყვანად აკეთებდა.
ფოტო: Bodleian Libraries, University of Oxford
როდესაც ტოლკინის მონახაზებსა და ჩანახატებს ეცნობით, უამრავი რამ ცხადდება. უპირველესად ის, რომ მწერალი ბეჭდების მბრძანებელის სამყაროთი აშკარად შეპყრობილი იყო. იგი წერდა და ხატავდა, ყველგან და ყოველთვის. ზოგი ჩანახატი მისი ხელნაწერების კიდეებზე ნაჩქარევად არის შესრულებული, ზოგი კი ბევრად უფრო დახვეწილია. მაშინაც კი, როდესაც ის ნახატებზე მუშაობას დიდ დროს უთმობდა - მაგალითად, ჰობიტისთვის შექმნილ უამრავ რუკასა და ჩანახატზე ან ბეჭდის საძმოსთვის შესრულებულ რუკათა მოხდენილ ნიმუშებზე ან ფროდოს და გენდალფის მიერ ბეჭედზე აღმოჩენილ წარწერაზე ან თუნდაც დურინის კარების ემბლემაზე მუშაობისას - ტოლკინი არასდროს ყოფილა საკუთარი ხელოვნებით კმაყოფილი და თავის ნამუშევრებს "სამოყვარულოს" და "დეფექტურს" უწოდებდა.
როგორც ჩანს, ტოლკინს საერთოდ არ აღელვებდა, რა მასალაზე დახატავდა. მაგალითად, მისი ჩანახატი ჰელმის ხრამი და ჰორნბურგი - როჰანელი ხალხის განცალკევებული ციხე-სიმაგრე - ოქსფორდის საგამოცდო ფურცელზეა შესრულებული. პერსპექტივაში დახატული სცენა ზუსტად შეესაბამება ციხე-სიმაგრის აღწერილობას, რომელსაც წიგნში, ორი ციხე-კოშკი, ვხვდებით: "ჰელმის-ჭიშკართან, ხრამის თავში, მთების ჩრდილოეთ ქედიდან გამოჩრილ კლდეზე, მტკიცე გალავანშემოვლებული მაღალი და ძველი კოშკი იდგა. ...ბუკბურგიდან სამხრეთ ქედამდე, ხრამში შესასვლელის გადასაღობად, ძველ მშენებლებს კიდევ ერთი კედელი აეგოთ..." საინტერესოა იმის წარმოდგენა, როგორ ანებებს თავს ტოლკინი სტუდენტის საგამოცდო ნაწერის შესწორებას და იწყებს ფიქრს იმაზე, თუ როგორ იწვერება ჰორიზონტზე ციხე-სიმაგრის კედელი და მთის ველი - არა მხოლოდ მის წარმოსახვაში, არამედ პერსონაჟების თვალწინაც.
ჰელმის ხრამი და ჰორნბურგი. ტოლკინს რაც ხელში მოხვდებოდა, თითქმის ყველაფერზე ხატავდა. აქ ჩანს მის მიერ დახატული ჰელმის ხრამი, როჰირიმების თავშესაფარი ციხე-სიმაგრე. ის ოქსფორდის ნახევრად-გამოყენებულ საგამოცდო ფურცელზეა შესრულებული.
ფოტო: Bodleian Libraries, University of Oxford
შუამიწეთის გეოგრაფიის, მისი ატმოსფეროსა და ამბის მოსალოდნელი განვითარების რუკაზე დატანის მცდელობა, ასევე, მის ფანტასტიკურ, ფერადი ფანქრებით შესრულებულ ჩანახატში - მორიის დასავლეთ-კარიბჭე - შეგვიძლია ვიხილოთ. ტოლკინმა ნახატში ამბავი ჩააქსოვა; საიდუმლო კარი, რომელიც ციცაბო კლდის ფონზე ძალზედ პატარა მოჩანს, მორიის დანახვისას საძმოს წევრთა მიერ განცდილი აღტაცების სიმბოლოა, ხოლო ტბის მოდარაჯე ურჩხულის მოძრავი საცეცი კი მოსალოდნელ საფრთხეზე მიგვანიშნებს.
მორიის დასავლეთ-კარიბჭე. ფერადი ფანქრებით შესრულებული ეს ნახატი, სადაც მოჩანს დურინის კარების, მორიის მაღაროების საიდუმლო შესასვლელი თავისი ცნობილი გამოცანით - "თქვი, მეგობარო და შედი", ადგილის სიდიადესა და მასშტაბურობას წარმოაჩენს.
ფოტო: Bodleian Libraries, University of Oxford
ტოლკინს იმ ფაქტთან გამკლავება უწევდა, რომ ბეჭდების მბრძანებლის შუამიწეთი ბევრად უფრო რთული და მასშტაბური იყო, ვიდრე ჰობიტის ბილბოსხელა სამყარო. სავარაუდოდ, მისი სიგრძე და სიგანე მწერლისთვის ზოგჯერ დამთრგუნველიც კი შეიძლება ყოფილიყო. ლოთლორიენი და გონდორი! ბედისწერის მთა და ედორასი! ურუკ-ჰაი და ნაზგული! უამრავი სახელმწიფო, რასა და კულტურა, ნაგებობა და გარემო, ბუნებრივი და ადამიანების (ჯუჯების, ელფების და ჰობიტების) მიერ შექმნილი ობიექტი, რომელიც ჯერ უნდა წარმოედგინა, შემდეგ კი რუკაზე დაეტანა და ბოლოს სიტყვებით გადმოეცა. რა გასაკვირია, რომ ჰობიტისა და ბეჭდების მბრძანებლის გამოცემის თარიღებს შორის 17 წელია სხვაობა.
სარუმანის კოშკის სამნაწილიან ჩანახატში, ორთანკი (2), 3, (4), ვხედავთ, როგორ ცდის იდეებს ტოლკინი. აქ ის კოშკის უფრო ნაზ, მომრგვალებულ, იარუსიან ვერსიას ხატავს, რომელიც ორი ციხე-კოშკის ადრეულ ჩანაწერებს შეესაბამება. მოგვიანებით, საკუთარ ჩანახატებზე დაყრდნობით, იგი ნაგებობას უფრო მკაცრ იერს აძლევს: კოშკი "მიწიდან ამოზრდილ, შავად მბზინვარე კლდოვან კუნძულს წარმოადგენდა, ერთმანეთში შედუღაბებული ოთხი ვეებერთელა ქვის სვეტით წარმოქმნილს". მუშაობის პროცესში ტოლკინის ნახატები და ტექსტები ერთმანეთზე ახდენდნენ გავლენას და ამბავს ერთად ქმნიდნენ.
ორთანკი (2), 3, (4). ტოლკინი საკუთარ ილუსტრაციებს შუამიწეთის უამრავი ნაგებობის, ადგილის, გეოლოგიური და ადამიანების (და ჯუჯების, ელფების და ჰობიტების) მიერ შექმნილი ობიექტების შესახებ დაბადებული იდეების მოსასინჯად იყენებდა. ეს იმაზეც ახდებდა გავლენას, შესაბამის სცენებს შემდეგ სიტყვებით როგორ გადმოსცემდა. ეს აიზენგარდში სარუმანის კოშკის, ორთანკის, ადრეული, სამ-ნაწილიანი ჩანახატია.
ფოტო: Bodleian Libraries, University of Oxfor
ტოლკინი თავის ნამუშევრებს მუდმივად უბრუნდებოდა და შესწორებები შეჰქონდა. შაიარის ყველაზე ადრინდელი რუკა მისი იდეების გადამუშავების პროცესს წარმოაჩენს. ფანქრით შესრულებული ნახაზები ლურჯი და წითელი მელნითაა დაფარული. დაშტრიხული და წყვეტილი ხაზები ფროდოს, სემის და პიპინის მიერ განვლილ გზას ან ძველისძველი ტყის მსგავსი ადგილების საზღვრებს აღნიშნავს. ზემო მარჯვენა კუთხეში, ღია ფანქრით შემოსაზღვრული წრის შიგნით სიტყვა ელფები არის დამატებული. ნახატზე ჩანს ნომენკლატურული ცვლილებებიც: ტოლკინი სახელ პადიფუტს მაგოტით (მატლი) ანაცვლებს.
შაიარის ყველაზე ადრინდელი რუკა. ეს რუკა ტოლკინის შემოქმედებით პროცესს გვაჩვენებს. ლურჯი და წითელი წყვეტილი ხაზები ფროდოს, სემის და პიპინის გზას ასახავს, ხოლო ფანქრით მკრთალად მონიშნული ადგილები ტოპოგრაფიული ცვლილებები და შუამიწეთის შესახებ გაკეთებული ჩანაწერებია.
ფოტო: Bodleian Libraries, University of Oxford
დეტალური რუკების საბოლოო ვერსიები, რომლებიც ნაბეჭდი ფორმით ბეჭდების მბრძანებლის გამოცემას თან ერთვის, მკითხველს მოგზაურობისთვის თვალის მიდევნებაში ეხმარება. თუმცა ალბათ თავიდან თვითონ ტოლკინიც მათი პირველადი ვერსიებით ხელმძღვანელობდა. შუამიწეთის პირველი რუკა მისი მთავარი დამხმარე რუკა იყო; წლების მანძილზე იგი მასზე ახალ ფურცლებს აწებებდა ამბის განვითარებისა და ცვლილებების შესაბამისად.
ტოლკინს რუკები საკუთარი პერსონაჟების შუამიწეთში მოგზაურობის მარშრუტების განსაზღვრაშიც ეხმარებოდა. ტრაექტორიათა დადგენის პრობლემა გასანკუთრებით ბეჭდის საძმოს დასასრულისკენ გამწვავდა, როდესაც ტოლკინმა საძმო დაშალა და შედეგად დამოუკიდებელი სიუჟეტური ხაზი სულ ცოტა სამი განსხვავებული ჯგუფისთვის განავითარა. ეს ჯგუფები იყვნენ გიმლი-ლეგოლასი-არაგორნი (მათ მოგვიანებით უერთდება გენდალფი); პიპინი-მერი-თრიბიარდი (ხისწვერა) და ფროდო-სემი-გოლუმი-ფარამირი.
მორდორის საზღვრები და თარიღები. ამ რთულ ჩანახატ-რუკაში ტოლკინი იმ ადგილებს შორის ითვლიდა მანძილებს, სადაც გმირებს მოგზაურობის შემაფერხებელი თავგადასავლები შეემთხვათ. მაგალითად, ვიგებთ, რომ ოსგილიათიდან მინას მორგულის გზაჯვარედინამდე 32 კილომეტრია.
ფოტო: Bodleian Libraries, University of Oxford
ორ დიაგრამაში, როჰანის, გონდორის და მორდორის რუკა და მორდორის საზღვრები და თარიღები, ჩვენ ვხედავთ, რომ ტოლკინი ფროდოსა და სემის გეზისა და სამყოფელის მილიმეტრობით გამოთვლით არის შეპყრობილი (ამ დიაგრამებზე 1 მილიმეტრი 8 კილომეტრს უდრის). ტოპოგრაფიული კონტურული ხაზები მთებს და ფერდობების სიმაღლეებს ასახავს. რა საჭირო იყო ამხელა ძალისხმევა? ტოლკინს უნდოდა, რომ სემის, ფროდოს და გოლუმის გზა ბედისწერის მთამდე დამთხვეოდა არაგორნის ბრძოლას შავ კარიბჭესთან. ფენტეზი, მეტი დამაჯერებლობისთვის, დროისა და სივრცის პრინციპებს უნდა ემორჩილებოდეს. ტოლკინმა წერის პროცესი თავისი გამომცემლის კორექტორისადმი გაგზავნილ წერილში აღწერა: იგი ჯერ რუკას ქმნიდა და შემდეგ მას არგებდა ამბავს (როგორც წესი, მანძილთა ზუსტი გათვალისწინებით). ის იქვე აღნიშნავს, რომ ამის საპირისპიროდ, "ამბის მიხედვით რუკის შექმნა დამღლელი საქმეა".
თუ ტოლკინის ნერდული პედანტურობით შექმნილი დიაგრამები Dungeons & Dragons-ის მოთამაშეებისთვის გაგზავნილ საიდუმლო შეტყობინებას წააგავს, მაშინ იგივე შეიძლება ითქვას შელობის ბუნაგის გეგმაზეც. საზიზღარი არსებებით - ამ შემთხვევაში, ობობა შელობით - დასახლებული გვირაბების რუკა ზუსტად მოერგებოდა ამ სამაგიდო თამაშის მსაჯისა და მთხრობელის - Dungeon Master-ის მიერ შექმნილ ჩანაწერებს. ტოლკინი დილეგებისთვის დამახასიათებელი კლასიკური ადგილის, ხაფანგისთვისაც კი გამოსახავს ნიშანს.
შელობის ბუნაგის გეგმა. Dungeons & Dragons-ის მოთამაშეებს ამ ჩანახატის შესახებ რომ სცოდნოდათ, შესაძლოა, შთაგონების წყაროდაც გამოეყენებინათ. ნეტა, რა მოხდებოდა, D&D 1954 წელს, ბეჭდების მბრძანებლის გამოცემის თანადროულად რომ გამოეგონათ და არა - 1974-ში?
ფოტო: Bodleian Libraries, University of Oxford
ამ ჩანახატებში ისიც იგრძნობა, რომ ტოლკინი მათზე მუშაობისას ერთობოდა კიდეც. ბავშვის მსგავსად, რომელიც სათამაშო საგანძურის რუკის კიდეებს წვავს, რათა მას მეტი დამაჯერებლობა შესძინოს, ტოლკინი დოკუმენტების ზუსტ ასლებს ხატავდა. მაგალითად, მაზარბულის წიგნი, რომელსაც საძმო მორიაში წააწყდა, "ნაწილობრივ დამწვარი, ხმლითა და ისრებით დასერილი" იყო. ეს საგულდაგულოდ დამუშავებული ყალბი დოკუმენტები ტოლკინის უჩვეულო წარმოსახვას აღვივებდა - თითქოს იგი კი არ წერდა ბეჭდების მბრძანებელს, არამედ მის მიერ აღმოჩენილ უძველეს ლეგენდებს ასწორებდა და თარგმნიდა. ავტორი, რომელიც ძველი ყაიდის ფანტასიტიკას წერდა, თავისი ლიტერატურული ქედმაღლობით გასაოცრად პოსტმოდერნისტულიც იყო.
შუამიწეთის პირველი რუკა. ეს ტოლკინის მთავარი სამუშაო რუკა იყო. მისმა შვილმა, ქრიტოფერ ტოლკინმა ამ ნამუშევარს "უცნაური, დაზიანებული, განმაცვიფრებელი, უაღრესად კომპლექსური" უწოდა. მისივე თქმით, ფურცლის ახალი შრეები და შესწორებები შეთხზვის პროცესში მყოფ ამბავში შეტანილ ცვლილებებზე "რეაგირებდნენ".
ფოტო: Bodleian Libraries, University of Oxford
მთავარი გაკვეთილი, რაც შეგვიძლია წიგნიდან, ბეჭდების მბრძანებლის ხელოვნება, მივიღოთ, იმის გახსენებაა, რომ კინორეჟისორები არ არიან ერთადერთი ადამიანები, რომლებსაც სიტყვების სურათებად თარგმნა უწევთ. მათ, ვინც პიტერ ჯექსონის მიერ ტოლკინის რომანების წარუშლელ კინო-გამოსახულებებად ადაპტაციაზე ჩიოდნენ, არ უნდა დაავიწყდეთ, რომ თვით მწერლებსაც ცხადი წარმოდგენა აქვთ, ზუსტად როგორ გამოიყურება მათ მიერ შექმნილი სამყარო. ტოლკინს ამბის გადმოცემა შეეძლო როგორც სიტყვებით, ასევე - სურათებით. ალბათ სწორედ ეს არის ყველასათვის დამახასიათებელი გონების ჰიბრიდული ენა. ასე რომ, მწერლებო, თუ ფიქრობთ, რომ ფანტასტიკური სამყაროს შექმნას მხოლოდ კლავიატურაზე თითების ათამაშებით შეძლებთ, ტოლკინი დაგიმტკიცებთ, რომ ფუნჯი და სახატავი რვეული ზოგჯერ ლეპტოპს ჯაბნის.
1937 წელს ტოლკინი წერდა, "უჯრაში რაღაც 'ნახატებს' ვინახავ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სწორედ იმ მითოლოგიიდან ასახავენ სცენებს, რომელშიც ჰობიტის თავგადასავლები ვითარდება, ისინი მის ამბავს მაინც არ აღწერენ". ეს სურათები იმ გზამკვლევად იქცა, რომელიც ტოლკინმა მოგვიანებით შუამიწეთის ადგილების წარმოსადგენად გამოიყენა. სამყარომ, რომელიც მან შექმნა, მის მხატვრობაში შეაღწია. მისმა ხელოვნებამ სამყაროს ისეთ შრეებს ჩაჰბერა სიცოცხლე, რომელთა სიტყვებით გადმოსაცემად იგი დროს ვერასდროს გამოძებნიდა. ამავდროულად, ეს ნახატები, რუკები და ჩანახატები მკითხველებს აქამდე არნახულ სამფლობელოში ამოგზაურებენ. როგორც ტოლკინის მეგობარმა, კლაივ სტეპლზ ლუისმა ერთხელ აღნიშნა, - "ეს სამყარო თითქოს იქამდეც არსებობდა, სანამ ჩვენ მას აღმოვაჩენდით".
-
ოპოზიციური პარტიების ალიანსი გამარჯვების ერთობლივ სტრატეგიაზე და ურთიერთთანამშრომლობის წესებზე შეთანხმდა ოპოზიციური პარტიების ალიანსი გამარჯვების ერთობლივ სტრატეგიაზე და ურთიერთთანამშრომლობის წესებზე შეთანხმდა
გადახედვა
-
თბილისში, ირანის საელჩოს საკონსულო განყოფილების ერთ-ერთი ფანჯრის მინა ჩაამსხვრიეს — დააკავეს 1 პირი თბილისში, ირანის საელჩოს საკონსულო განყოფილების ერთ-ერთი ფანჯრის მინა ჩაამსხვრიეს — დააკავეს 1 პირი
გადახედვა
-
რევაზ კიკნაძე: დანაშაულია მთავრობის სიყვარული, ნებისმიერი მთავრობის. მე რომ კორუმპირებული, დიქტატორული მთავრობა არ მიყვარს, ამიტომ ვარ დამნაშავე? რევაზ კიკნაძე: დანაშაულია მთავრობის სიყვარული, ნებისმიერი მთავრობის. მე რომ კორუმპირებული, დიქტატორული მთავრობა არ მიყვარს, ამიტომ ვარ დამნაშავე?
გადახედვა
-
გალტ & თაგარტმა ICT Association of Georgia-ს ღონისძიებაზე IT სექტორის კვლევა წარადგინა გალტ & თაგარტმა ICT Association of Georgia-ს ღონისძიებაზე IT სექტორის კვლევა წარადგინა
-
ბავარიის სასამართლომ ალბანეთში ბაზირებულ ქოლ-ცენტრს ხელმძღვანელ მიხეილ ბინიაშვილს პატიმრობა მიუსაჯა ბავარიის სასამართლომ ალბანეთში ბაზირებულ ქოლ-ცენტრს ხელმძღვანელ მიხეილ ბინიაშვილს პატიმრობა მიუსაჯა
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ირანელ ხალხს უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა ილჰამ ალიევმა ირანელ ხალხს უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა
გადახედვა
-
თეგეტა მოტორსში Michelin-ის საბურავების შეძენისას მომხმარებლები საბურავების სასტუმროს უფასო მომსახურებით ისარგებლებენ თეგეტა მოტორსში Michelin-ის საბურავების შეძენისას მომხმარებლები საბურავების სასტუმროს უფასო მომსახურებით ისარგებლებენ
-
საქართველოს ბანკის საგაზაფხულო შეთავაზებები საქართველოს ბანკის საგაზაფხულო შეთავაზებები
-
მერცი, სტარმერი, მაკრონი: ირანმა უნდა შეწყვიტოს თავისი თვითნებური სამხედრო დარტყმები მერცი, სტარმერი, მაკრონი: ირანმა უნდა შეწყვიტოს თავისი თვითნებური სამხედრო დარტყმები
გადახედვა
-
ტეილორ სვიფტის მუსიკა ბავშვებს მეცადინეობაში ეხმარება? — რას ამბობს ახალი კვლევა ტეილორ სვიფტის მუსიკა ბავშვებს მეცადინეობაში ეხმარება? — რას ამბობს ახალი კვლევა
გადახედვა
-
"აკრძალული AI" ირანის წინააღმდეგ: აშშ-ის არმიამ, სავარაუდოდ, იერიშისას Claude გამოიყენა "აკრძალული AI" ირანის წინააღმდეგ: აშშ-ის არმიამ, სავარაუდოდ, იერიშისას Claude გამოიყენა
გადახედვა
-
ხამენეის ჭირისუფლები მსოფლიოს გარშემო — ფოტოები ხამენეის ჭირისუფლები მსოფლიოს გარშემო — ფოტოები
გადახედვა
-
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის სამგორის გამგეობის თანამშრომელი დააკავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის სამგორის გამგეობის თანამშრომელი დააკავა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ბაქტერია ისე შეცვალეს, რომ მან სიმსივნის შიგნიდან შეჭმა შეძლოს მეცნიერებმა ბაქტერია ისე შეცვალეს, რომ მან სიმსივნის შიგნიდან შეჭმა შეძლოს
გადახედვა
-
აშშ-ის სახდეპი და სპარსეთის ყურის ქვეყნები: ისლამური რესპუბლიკის ქმედებები წარმოადგენს სახიფათო ესკალაციას, რომელიც არღვევს მრავალი სახელმწიფოს სუვერენიტეტს და საფრთხეს უქმნის რეგიონულ სტაბილურობას აშშ-ის სახდეპი და სპარსეთის ყურის ქვეყნები: ისლამური რესპუბლიკის ქმედებები წარმოადგენს სახიფათო ესკალაციას, რომელიც არღვევს მრავალი სახელმწიფოს სუვერენიტეტს და საფრთხეს უქმნის რეგიონულ სტაბილურობას
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით iPlus-ში და მიიღეთ 150 ლარიანი ქეშბექი ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით iPlus-ში და მიიღეთ 150 ლარიანი ქეშბექი
-
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ფრენები დღესაც გაუქმდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ფრენები დღესაც გაუქმდა
გადახედვა
-
კაია კალასი: ალი ხამენეის გარდაცვალება გარდამტეხი მომენტია ირანის ისტორიაში, რა მოხდება შემდეგ, გაურკვეველია. თუმცა, ახლა იხსნება გზა სხვაგვარი ირანისკენ კაია კალასი: ალი ხამენეის გარდაცვალება გარდამტეხი მომენტია ირანის ისტორიაში, რა მოხდება შემდეგ, გაურკვეველია. თუმცა, ახლა იხსნება გზა სხვაგვარი ირანისკენ
გადახედვა
-
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თავდასხმების შედეგად ჩვენი მეზობელი ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის გარდაცვალების გამო რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თავდასხმების შედეგად ჩვენი მეზობელი ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის გარდაცვალების გამო
გადახედვა
-
Wizz Air, 7 მარტის ჩათვლით, ისრაელის, დუბაის, აბუ-დაბის, ამანისა და საუდის არაბეთის მიმართულებით ყველა ფრენას აჩერებს Wizz Air, 7 მარტის ჩათვლით, ისრაელის, დუბაის, აბუ-დაბის, ამანისა და საუდის არაბეთის მიმართულებით ყველა ფრენას აჩერებს
გადახედვა
-
"ოცნების" ხელისუფლების მთავრობა ირანელ და ებრაელ ხალხს სამძიმარს უცხადებს "ოცნების" ხელისუფლების მთავრობა ირანელ და ებრაელ ხალხს სამძიმარს უცხადებს
გადახედვა
კომენტარები