ქართველი მუსიკოსი ხატია ბუნიათიშვილი ამ კვირას ფრანგული მთავარი არხის, France2-ის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი იყო.

პირდაპირ ეთერში ხატიამ დაუგეგმავად ააცეკვა ფრანგი მსახიობი გიომ გალიენი და ფრანგი ტელეწამყვანი ანა-სოფი ლაპიქსი.

ამის შემდეგ, ხატიამ ასევე ექსპრომტად სულიკოდან პატარა მონაკვეთი დაუკრა და შეასრულა, სიმღერისას კი მას გალიენი შეუერთდა.

ვიდეოს ფეისბუქზე 120 ათასზე მეტი ნახვა აქვს. ის ხატიას დამ, გვანცა ბუნიათიშვილმა გამოაქვეყნა.