ელექტრონული მუსიკა, ასობით ათასი ახალგაზრდა მთელი მსოფლიოდან, მზე და დასვენების ორი კვირა — ამ სიტყვებით შეიძლება აღვწეროთ ნებისმიერი ადამიანის საზაფხულო სურვილი, რომლის ახდენაც Tomorrowland-ზეა შესაძლებელი.

უკვე თხუთმეტი წელია ბელგიის ქალაქ ბუმში ელექტრონული მუსიკის ყოველწლიური ფესტივალი Tomorrowland ტარდება, რომელზეც 21-ე საუკუნის საუკეთესო Dj-ები და მუსიკოსები უკრავენ. გარდა მუსიკისა, ფესტივალი გამოირჩევა უნიკალური გარემო პირობებით, ტერიტორიითა და გასართობებით. მას ხშირად ჩვენი საუკუნის ვუდსტოკის შთამომავალსაც უწოდებენ, რადგან მსოფლიოს ახალგაზრდები სწორედ აქ იკრიბებიან, ივიწყებენ ყველაფერს და ერთობიან.

2019 წელს Tommorowland-ის ფესტივალი, ტრადიციულად, ორი უიქენდის განმავლობაში ჩატარდება. პირველ კვირის განმავლობაში 19, 20 და 21 ივლისი იქნება საფესტივალო დღეები, მეორე კვირას კი 26, 27 და 28 ივლისი.

წლევანდელ ფესტივალზე ასობით მუსიკოსი წარდგება მსმენელების წინაშე, თუმცა ჩვენ რამდენიმე მათგანის შესახებ მოგიყვებით. ჰედლაინერებს შორის არიან: The Chainsmokers, DJ Snake, Lost Frequencies, Armin van Buuren, Afrojack, Boris Brejcha და სხვა. სრული ლაინაფის სანახავად გადადი ამ ლინკზე.

The Chainsmokers

The Chainsmokers ამერიკული Dj დუოა, რომლის წევრებიც ალექს პოლი და ენდრიუ ტაგარტი არიან. ისინი პირველად 2012 წელს ინდი არტისტების სიმღერების რემიქსებით გამოჩნდნენ, 2014 წელს კი მათი ცნობადობა სიმღერა #Selfie-მ გაზარდა, რომელიც რამდენიმე ქვეყანაში ტოპ 20 სინგლში მოხვდა. დუოს არსებობის განმავლობაში მოგებული აქვს გრემი, ორჯერ ამერიკული მუსიკის, შვიდჯერ ბილბორდის მუსიკალური და ცხრაჯერ iHeartRadio-ს ჯილდო.

მათი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰიტი Halsey-სთან ჩაწერილი დუეტია, რომელსაც Closer ჰქია. სიმღერას Youtube-ზე 2.3 მილიარდზე მეტი მოსმენა აქვს.

DJ Snake

DJ Snake - იგივე უილიამ სემი ეტიენნე გრიგაჩინე პარიზელი დიჯეი და პროდიუსერია, წარმოშობით ალჟირიდან. საერთაშორისო სცენაზე მისი დებიუტი ორი სინგლით Bird Machine და Turn Down for What შედგა.

Bird Machine ფრანგ მუსიკოსთან Alesia-სთან კოლაბორაციით შეიქმნა. სინგლი 2013 წლის თებერვალში ლოს ანჟელესში დაფუძნებულმა ლეიბლმა Mad Decent-მა გამოსცა. ამავე წელს DJ Snake ლეიბლის ხელმძღვანელმა Diplo-მ ლაივ მიქსის შესასრულებლად საკუთარ რადიო-შოუში Diplo & Friends მიიწვია, რომელიც BBC Radio-ზე გადაიცემოდა.

DJ Snake-მა Diplo-სთან კოლაბორაცია 2013 წელს დაიწყო, ნამუშევრის დებიუტი 2014 წელს იყო დაგეგმილი, თუმცა სინგლი Lean On 2015 წელს გამოიცა.

2014 წელს ტაბლოიდმა FoxWeekly-მა DJ Snake ყურადღება მისაქცევ არტისტად დაასახელა. 2018 წელს კი გამოცემა Billboard-ის საცეკვაო მუსიკის ასეულში მეცხრე ადგილი დაიკავა.

Lost Frequencies

ბელგიელი ფელიქს დე ლაეტი, სასაცენო სახელით ცნობილი როგორც Lost Frequencies ახალგაზრდა, თუმცა უკვე მსოფლიო ცნობილი DJ და მუსიკალური პროდიუსერია. ფელიქსი კარიერის დასაწყისში ძველი და დავიწყებული სიმღერების რიმექიებისა და რემიქსების შექმნით იყო დაკავებული. სწორედ აქედან მომდინარეობს მისი სასცენო სახელი Lost Frequencies, ანუ დაკარგული სიხშირეები.

ფელიქსმა პოპულარობა 2014 წელს გამოშვებული სინგლით Are you with me მოიპოვა, მას Youtube-ზე 288 მილიონი ნახვა აქვს.

Armin van Buuren

Armin van Buuren ჰოლანდიელი დიჯეი, პროდიუსერი და რემიქსერია. 2001 წლიდან მიყავს ყოველკვირეული რადიო-შოუ State of Trance, რომელსაც 40 მილიონი მსმენელი ჰყავს 84 ქვეყნის მასშტაბით. როგორც დიჯეები და ფესტივალები აცხადებენ, მისმა შოუმ ძალიან დიდი როლი ითამაშა ტრანს მუსიკით ხალხის დაინტერესებასა და კულტივაციაში.

Van Buuren-ს მრავალი ჯილდო აქვს მოგებული. DJ Mag-მა ის ზედიზედ ოთხი წლის განმავლობაში ნომერ პირველ დიჯეიდ გამოაცხადა. ამავე გამოცემის 2015-2016 წლების საუკეთესო დიჯეების ასეულში კი მეოთხე ადგილი დაიკავა. 2017 წელს კი მესამე ადგილზე გადაინაცვლა. 2014 წელს ის გრემიზეც იყო წარდგენილი საუკეთესო საცეკვაო სინგლის კატეგორიაში კომპოზიციით This Is What It Feels Like. ის მეოთხე ტრანს არტისტია, რომელმაც გრემის ჯილდო მოიპოვა.

Afrojack

Afrojack იგივე ნიკ ვონ დე ვოლი ჰოლანდიელი დიჯეი, მუსიკის პროგრამისტი და პროდიუსერია ქალაქ სპიკენისედან. 2007 წელს ლეიბლი Wall Recordings შექმნა. მისი სადებიუტო ალბომი -Forget the World კი 2014 წელს გამოიცა. Afrojack მუდმივად იკავებს ადგილს DJ Mag-ის საუკეთსო დიჯეების ასეულში. ის ასევე კომპანია LDH Europe-ის დირექტორია.


თუკი ყოველთვის ოცნებობდი ამ ზღაპარში მოხვედრაზე, მაგრამ აქამდე ვერ მოახერხე, წელს დიდი შანსი გაქვს, რომ განსაკუთრებული ზაფხული აჩუქო საკუთარ თავს.

თუ ხარ თიბისის სტუდენტური ბარათის მომხმარებელი, მაშინ დროა გააქტიურდე და რაც შეიძლება მეტი ტრანზაქცია განახორციელო #შენიბარათით, რადგან სწორედ ასე შეძლებ Tomorrowland-ის საგზურის მოგებას. დრო არ ითმენს. გათამაშება 16 ივლისამდე გრძელდება და რაც მეტ ტრანზაქციას შეასრულებ, მით მეტი შანსი გექნება გასამარჯვებლად.

ყოველკვირეულად 31 მომხმარებელი დასაჩუქრდება. აქედან 1 ყველაზე მეტი ტრანზაქციის მქონე მიიღებს Tomorrowland-ის სრულ პაკეტს, ხოლო დანარჩენი 30 Wolt-ის 100 ლარიან ვაუჩერს. გათამაშება სამი კვირის განმავლობაში გრძელდება