20 ივნისის დაზარალებულებს შეუძლიათ, სახელმწიფოს მორალური ზიანის ანაზღაურება მოსთხოვონ
20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს. დაშავებულებიდან 2-მა — თვალი დაკარგა, მათ შორისაა 18 წლის მაკო გომური. 2-ის მდგომარეობა სტაბილურად მძიემა. დაზიანებები მიიღო 30-ზე მეტმა ჟურნალისტმა, მათ შორის იყო On.ge-ს სამი თანამშრომელი. ბოლო ინფორმაციით, კლინიკებში მკურნალობას 23 პაციენტი აგრძელებს.
20 ივნისის ღამისა და შემდგომი მოვლენების ფონზე, ცოტას თუ უფიქრია, რომ საქართველოს კანონმდებლობა მიყენებული ზიანის ანაზღაურების საშუალებას იძლევა. 20-21 ივნისის ღამით დაზარალებულებმა სახელმწიფოს არა მხოლოდ მატერიალური, არამედ მორალური ზიანის ანაზღაურებაც შეუძლიათ მოსთხოვონ.
მატერიალური ზიანის ანაზღაურება მკურნალობასთან დაკავშირებულ ხარჯებს ან მიუღებელ შემოსავალს გულისხმობს. მიუღებელი შემოსავალი ნიშნავს, რომ აქციაზე მიყენებული ზიანის გამო პირი ვერ გამოცხადდა სამსახურში, ვერ შეასრულა გარკვეული კონტაქტი და ვერ მიიღო ანაზღაურება. მკურნალობასთან დაკავშირებით სახელმწიფომ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უკვე აიღო, თუმცა მორალური ზიანის შემთხვევაში პასუხი ბუნდოვანია.
იურისტი თათული თოდუა აცხადებს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არეგულირებს. ამ კოდექსის 413-ე მუხლით მეორე პუნქტში წერია: "სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც".
"სასამართლო დავის დროს იმსჯელებს, რა სულიერი ტკივილი და ტანჯვა მიაყენა კონკრეტულ დაზარალებულს ჯანმრთელობის ამ დაზიანებამ და როგორ შეიძლება ეს სულიერი ტკივილი და ტანჯვა კომპენსაციაში აისახოს. რა თქმა უნდა, ამ თანხის გადახდა სახელმწიფოს ბიუჯეტიდან მოუწევს", — ამბობს თათული თოდუა On.ge-სთან.
მორალური ზიანის პრაქტიკა საქართველოში არსებობს. 2009 წლის 6 მაისის საპროტესტო აქციის ერთ-ერთ მონაწილეს თვალში პლასტიკური ტყვია მოხვდა. სახელმწიფოს ამის გამო კომპენსაციის გადახდა მოუწია. სასამართლოში მხარეებს შორის მორიგება შედგა და კომპენსაციის თანხა 80 000 ლარით განისაზღვრა.
იურისტის განმარტებით, ასეთი ტიპის დავები ადმინისტრაციულია. "თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს."
ადმინისტრაციული დავების დროს სასამართლოს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან მტკიცებულებები. მორალური ზიანის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოებები, ზიანის სიმძიმე, დაზარალებულის ინდივიდუალური თავისებურებები (მაგ. ასაკი, ფიზიკური მდგომარეობა, პროფესია), აგრეთვე სხვა გარემოებები, რომლებიც ადასტურებს, თუ რა სიმძიმის ტანჯვა განიცადა დაზარალებულმა.
თათული თოდუა, იურისტი
ფოტო: რადიო თავისუფლება
"ჩვენ სატელევიზიო კადრებით და ფოტოებით ვნახეთ, რომ ადამიანებმა მიიღეს, ზოგიერთ შემთხვევაში, ძალიან მძიმე და სიცოცხლისთვის ძალიან საშიში ჯანმრთელობის დაზიანება. ერთ-ერთი საკითხი, რითაც დაგვამახსოვრდა 21 ივნისის ღამე არის ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანს დაუზიანდა ჯანმრთელობა და გადაიყვანეს საავადმყოფოში", — აცხადებს იურისტი.
გარდა სამოქალაქო კოდექსისა, სახელმწიფო ორგანოებისა და მოსამსახურეების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლითაც გარანტირებულია. ამ მუხლში ვკითხულობთ: "ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება, შესაბამისად, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან".
თათული თოდუა აქვე განმარტავს, რომ ზიანი არ ანაზღაურდება იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცავი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ახორციელებდა ქმედებას. მისივე თქმით, ეს არამართლსაწინააღმდეგოდ ვერ ჩაითვლება.
"რა თქმა უნდა, სასამართლომ შეიძლება იდავოს და მოპასუხე უწყებამ არგუმენტად წარმოადგინოს, გარემოება, რომ კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენებული ძალა იყო სრულიად ლეგიტიმური, კანონით დაშვებული და პროპორციული და თანაზომადი იმ საფრთხესთან, რომელიც იმ დროს არსებობდა", — განმარტავს იურისტი.
მეორეს მხრივ, სახელმწიფოს აქვს უფლება, რომ იმ მოსამსახურეებისაგან, რომელთაც ბრალი მიუძღვით ადამიანების დასახიჩრებასა და მათთვის ტკივილის მიყენებაში, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს. ამ უფლებას სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი არეგულირებს, სადაც წერია: "თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი".
იურისტი აცხადებს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურებაზე დავა მნიშვნელოვანია. ეს არის დაცვის ის საშუალება, როცა სახელმწიფოს უფლების დარღვევა ძვირი უჯდება.
"მომავლისთვის პრევენციული ეფექტიც აქვს. შედეგი შეიძლება იყოს ის, რომ სახელმწიფოს სტრუქტურის წარმომადგენელმა მაქსიმალურად შეიკავოს თავი ისეთი ქმედების ჩადენისგან, რომელიც უფლებისდარღვევად გამოცხადდება და სახელმწიფოს სოლიდური კომპენსაციის გადახდა მოუწევს", — განმარტავს თათული თოდუა.
ის ასევე ამბობს, რომ მსგავსი დავები დავები მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლებისთვისაც, რათა უფრო მეტმა ადამიანმა შეიტყოს ასეთი შესაძლებლობების შესახებ.
იურისტი მოუწოდებს აქციაზე დაშავებულებს გააგრძელონ ბრძოლა და სასამართლო პროცედურებმა ისინი არ შეაშინოს. თათული თოდუა ასევე აღნიშნავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართვის შემთხვევაში მზად არიან 20-21 ივნისის ღამით დაზარალებულებს სასამართლოში სამართლებრივი დახმარება გაუწიონ, მათ შორისაა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი და სხვა.
20 ივნისის აქცია
20-21 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც, პოლიციამ ცრემლსადენი გაზით, რეზინის ტყვიებითა და წყლის ჭავლით აქცია დაშალა. მედიების გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სამართალდამცავები ახლო მანძილიდან უმიზნებდნენ შეუიარაღებელ ადამიანებს.
20 ივნისის აქციის დაშლის შედეგად:
- ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კლინიკაში გადაიყვანეს 240 ადამიანი;
- დაშავებულებიდან 2-მა თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის გოგომ;
- აქციის მონაწილეებიდან 3 რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება;
- დაშავდა მინიმუმ 34 ჟურნალისტი;
- შსს-მ დააკავა აქციის 305 მონაწილე.
24 ივნისს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 20 ივნისის აქციის დაშლის დროს სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების საკითხის გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი აქციის დაშლაში მონაწილე 10 სამართალდამცავს შეუჩერა უფლებამოსილება.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა


კომენტარები