ქართულ დომენურ ზონაში განხორციელებული ძირეული რეფორმის შედეგად კავკასუს ონლაინი მხოლოდ .GE ზონის ადმინისტრატორის ფუნქციას ასრულებს. ხოლო რეგისტრატორის ფუნქცია-მოვალეობებს კავკასუს ონლაინის მიერ აკრედიტირებული 14 კომპანია ითავსებს, რომლებიც მომხმარებელს სასურველი დომენური სახელის რეგისტრაციისა და მართვის სერვისს სთავაზობს. დღესდღეობით .GE ზონაში დომენის დარეგისტრირება შეუძლია როგორც ქართულ, ისე უცხოურ კომპანიებს.

თუ გსურთ გახდეთ აკრედიტირებული რეგისტრატორი კომპანია, ამისთვის საჭიროა:

  • გადაიხადოთ ერთჯერადი მოსაკრებელი 500 ლარის ოდენობით. (მოსაკრებელი დაწესებულია განაცხადის განსახილველად და არ ექვემდებარება დაბრუნებას, მიუხედავად განაცხადის დადასტურებისა ან უარის თქმისა);
  • ადმინისტრატორს წარუდგინოთ რეგისტრატორსა და მომხმარებელს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმა, რომლის პირობებიც უნდა შეესაბამებოდეს ".GE დომენის რეგისტრაციის და ადმინისტრაციის წესების" მოთხოვნებს;
  • გქონდეთ 5 000 ლარის ოდენობის სადეპოზიტო შენატანის განხორციელების შესაძლებლობა;
  • შეავსოთ ელექტრონული სარეგისტრაციო განაცხადი, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს: ბოლო ერთი თვის განმავლობაში განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; სარეგისტრაციო განაცხადის წარდგენის ერთჯერადი, 500 ლარიანი, მოსაკრებელის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; რეგისტრატორსა და მომხმარებელს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმის შაბლონი;

განაცხადის შემოსატანად და აკრედიტაციის გასავლელად ეწვიეთ ბმულს.

ამავე თემაზე: