საქართველოს უნივერსიტეტის კონფერენცია: რუსული გავლენების კვალდაკვალ პოსტ-საბჭოთა სივრცეში
საქართველოს უნივერსიტეტისა და ახალი ეკონომიკური სკოლის ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია რუსული გავლენების კვალდაკვალ პოსტ-საბჭოთა სივრცეში ჩატარდა.
კონფერენცია ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავდა:
- რუსეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური გავლენები;
- სამხედრო, ჰიბრიდული გავლენები;
- კულტურა, ნორმები და ფასეულობები;
- როგორ ვუპასუხოთ გამოწვევებს.
"ვფიქრობ, რომ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში მოსახლეობა ხვდება, რომ არსებობს რუსული გავლენები, მაგრამ ბოლომდე არ აქვთ გაცნობიერებული ფაქტები და მიგნებები. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ საკითხის გამოკვლევა, რათა მოსახლეობამ კონკრეტულად გაიგოს თუ რა ნაბიჯებით ცდილობს რუსეთი საკუთარი გავლენების გაძლიერებას" – ეს განცხადება მაიკლ კარპენტერს ეკუთვნის, რომელიც აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის — ჯო ბაიდენის მრჩეველი იყო საგარეო ურთიერთობების საკითხებში და საქართველოში კონფერენციას სპიკერის რანგში ესწრებოდა.
მაიკლ კარპენტერის გარდა, კონფერენციაზე სპიკერების რანგში საქართველოში მსოფლიოში აღიარებული პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტები ჩამოვიდნენ. მათ შორის იყვნენ:
- ჯეფრი მანკოფი — CSIS Russia and Eurasia პროგრამის ხელმძღვანელი და რუსეთთან ურთიერთობის საკითხში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მრჩეველი;
- ბრაიან ვიტმორი — ევროპული პოლიტიკის ანალიტიკის ცენტრში რუსეთის პროგრამის დირექტორი;
- ლუკ კოფი — ჰერიტიჯ ფონდის, ალისონის ცენტრის საგარეო პოლიტიკის კვლევების დირექტორი;
- ანდრეას უმლანდი — გერმანელი პოლიტიკის მეცნიერი, რუსეთის და უკრაინის ისტორიის ექსპერტი და სხვები.
"ვინაიდან კრემლი აქტიურად ერევა სხვა ქვეყნის ღონისძიებებში, ჩვენ საპასუხოდ უნდა გვქონდეს ერთიანი მიდგომა: აუცილებელია სტრატეგიის შემუშავება, კრიტიკული აზროვნების განვითარება და მედია განათლების მხარდაჭერა. ასევე, არსებობს სხვადასხვა საშუალებები რისი დახმარებითაც მთავრობას შეუძლია კომუნიკაციის დამყარება საზოგადოებასთან", — ამბობს ვერონიკა ვიჩოვა, Kremlin Watch Program-ის კოორდინატორი, ანალიტიკოსი და კონფერენციის მოწვეული სპიკერი.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სამეცნიერო კვლევის - „რუსული ეკონომიკის კვალდაკვალ საქართველოში და მისი გავლენები პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში", პირველი ფაზის პრეზენტაციაც, სადაც განიხილეს რუსეთის ეკონომიკური წილი საქართველოში, როგორ მოქმედებს რუსეთის ეკონომიკური ექსპანსია საქართველოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და რა ხერხს მიმართავს რუსეთი საქართველოში საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის.
საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებსა და სხვა პარტნიორებთან ერთად საქართველოს უნივერსიტეტი გააგრძელებს როგორც ზოგად თანამშრომლობას, ასევე კონკრეტული კვლევითი საქმიანობას "რუსული გავლენების" გამოვლენის მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს უნივერსიტეტი პირველი უნივერსიტეტია ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ახორციელებს ასეთ მასშტაბურ სამეცნიერო კვლევას რუსეთის ეკონომიკურ გავლენებზე.
საქართველოს უნივერსიტეტის კვლევის დასკვნითი პრეზენტაცია კი ვაშინგტონში გაიმართება.
-
გადახედვატრამპი ნაწყენია, რომ პუტინის არჩევნებში კამალა ჰარისს უჭერს მხარს ტრამპი ნაწყენია, რომ პუტინის არჩევნებში კამალა ჰარისს უჭერს მხარს
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილი: საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში გვექნება მზაობა, საჭირო მომენტში ქვეყანა ისეთ მოდელზე გადავიყვანოთ, საქართველო კვლავ ვიხილოთ ერთიანი და ძლიერი ბიძინა ივანიშვილი: საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში გვექნება მზაობა, საჭირო მომენტში ქვეყანა ისეთ მოდელზე გადავიყვანოთ, საქართველო კვლავ ვიხილოთ ერთიანი და ძლიერი
-
გადახედვაშალვა პაპუაშვილი: დღეს ჩვენი ქვეყანა ნინოს გზას გადის - ეკლიანს, მტკივნეულს შალვა პაპუაშვილი: დღეს ჩვენი ქვეყანა ნინოს გზას გადის - ეკლიანს, მტკივნეულს
-
გადახედვაივანიშვილი: მართლმადიდებლური ქრისტიანობა კონსტიტუციით განმტკიცდება როგორც საქართველოს სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენი! ივანიშვილი: მართლმადიდებლური ქრისტიანობა კონსტიტუციით განმტკიცდება როგორც საქართველოს სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენი!
-
გადახედვაღარიბაშვილი: რუსეთის ჯარმა 2007 წელს დატოვა ჩვენი ტერიტორია, მაგრამ გამყიდველმა სააკაშვილმა [რუსეთის ჯარი] დააბრუნა საქართველოში ღარიბაშვილი: რუსეთის ჯარმა 2007 წელს დატოვა ჩვენი ტერიტორია, მაგრამ გამყიდველმა სააკაშვილმა [რუსეთის ჯარი] დააბრუნა საქართველოში
-
გადახედვაირაკლი ღარიბაშვილი: ხალხმა იცის, სანამ ბიძინა ივანიშვილია ხელისუფლებაში ქვეყანაში ომი არ მოხდება ირაკლი ღარიბაშვილი: ხალხმა იცის, სანამ ბიძინა ივანიშვილია ხელისუფლებაში ქვეყანაში ომი არ მოხდება
-
გადახედვასაქართველო-ჩეხეთის მატჩი საქართველოს გამარჯვებით — 4:1 დასრულდა საქართველო-ჩეხეთის მატჩი საქართველოს გამარჯვებით — 4:1 დასრულდა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: სტადიონზე არ ვიმყოფები, ბევრი ხალხი გარეთ დარჩა, პრეზიდენტი ხალხთან არის სალომე ზურაბიშვილი: სტადიონზე არ ვიმყოფები, ბევრი ხალხი გარეთ დარჩა, პრეზიდენტი ხალხთან არის
-
გადახედვაპრეზიდენტი: მე პირადად მომხრე ვარ, კულტურის მინისტრის საერთოდ გაუქმების პრეზიდენტი: მე პირადად მომხრე ვარ, კულტურის მინისტრის საერთოდ გაუქმების
-
გადახედვავენეციის კინოფესტივალმა გადაწყვეტილება შეცვალა და რუსუდან გლურჯიძის ფილმი ფესტივალზე დაუშვა ვენეციის კინოფესტივალმა გადაწყვეტილება შეცვალა და რუსუდან გლურჯიძის ფილმი ფესტივალზე დაუშვა
-
გადახედვადღეს, ჩეხეთთან მატჩის დაწყებამდე, ოლიმპიელები და პარაოლიმპიელები ქართველი გულშემატკივრის წინაშე წარდგებიან დღეს, ჩეხეთთან მატჩის დაწყებამდე, ოლიმპიელები და პარაოლიმპიელები ქართველი გულშემატკივრის წინაშე წარდგებიან
-
გადახედვაისრაელს ათდღიანი ოპერაციის შემდეგ ქალაქ ჯენინიდან ჯარი გაჰყავს ისრაელს ათდღიანი ოპერაციის შემდეგ ქალაქ ჯენინიდან ჯარი გაჰყავს
-
გადახედვასაქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
-
გადახედვადიდ ბრიტანეთში მერლინ მონროს პირადი ნივთების გამოფენა მოეწყობა დიდ ბრიტანეთში მერლინ მონროს პირადი ნივთების გამოფენა მოეწყობა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ეს ის ევროპა არაა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ პაპუაშვილი: ეს ის ევროპა არაა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ
-
გადახედვაCENN Student-Youth Council-ის ბრალდებებს მცდარს და უსაფუძვლოს უწოდებს CENN Student-Youth Council-ის ბრალდებებს მცდარს და უსაფუძვლოს უწოდებს
-
გადახედვაგაიცანით კაცი, რომელსაც დღეში მხოლოდ 30 წუთით სძინავს და ამით სიცოცხლის გახანგრძლივებას ცდილობს გაიცანით კაცი, რომელსაც დღეში მხოლოდ 30 წუთით სძინავს და ამით სიცოცხლის გახანგრძლივებას ცდილობს
-
გადახედვათავდაცვის სამინისტროს ცნობით, ირაკლი ჩიქოვანი გერმანიაში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ირაკლი ჩიქოვანი გერმანიაში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო
-
გადახედვაუნგრეთი მორიგ ჯერზე იმუქრება "მიგრანტების ევროკავშირის შტაბ-ბინაში გაგზავნით" უნგრეთი მორიგ ჯერზე იმუქრება "მიგრანტების ევროკავშირის შტაბ-ბინაში გაგზავნით"
-
გადახედვაკიევის მოდის კვირეული პროთეზიანმა უკრაინელმა ჯარისკაცებმა გახსნეს კიევის მოდის კვირეული პროთეზიანმა უკრაინელმა ჯარისკაცებმა გახსნეს
-
კომენტარები