ხელოვნების სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღონისძიების, ვენეციის ბიენალეს პარალელურად, ანონიმურმა არტისტმა ქალაქის ქუჩებში თავისი ახალი ნამუშევრები განათავსა.

გამოფენის, სახელად Venice in Oil [ვენეცია ზეთის საღებავებში] შესახებ, ბენქსი ინსტაგრამზე ვიდეოც გამოაქვეყნა:

"ვენეციის ბიენალეზე ჩემი სტენდი გამოვფინე. იმის მიუხედავად, რომ უდიდესი და ყველაზე პრესტიჟული ღონისძიებაა მსოფლიოში, რატომღაც არავის, არასდროს მივუწვევივარ", — დაწერა მან.

ქუჩის მხატვარმა ნამუშევრები ქალაქის ცენტრში განათავსა. სატირულ ნახატებში, რომლებიც ერთ საერთო სურათს ქმნის, მან ხაზი გაუსვა ამჟამინდელ პრობლემას იმაზე, რომ დიდი საკრუიზო გემები ვენეციის არხებში მოძრაობენ.

მათში ჩანს, როგორ მიცურავს ვეება გემი ქალაქის მთავარ არხში, მის გარშემო კი ადამიანები და ქალაქის ერთნიჩბიანი ნავები, გონდოლები არიან.

BBC-ის ცნობით, მოგვიანებით, ადგილობრივმა პოლიციამ კონტროვერსული მხატვრის ნამუშევრები ქალაქის ცენტრიდან გადაიტანა.