რატომ ვთამაშობთ ლატარიას, როცა ვიცით, რომ ვერ მოვიგებთ
ლატარიის მოგების შანსი წარმოუდგენლად დაბალია. ამის მიუხედავად, მილიონობით ადამიანი მაინც რეგულარულად ცდის ბედს იმის იმედით, რომ ერთხელაც მილიონიან ჯეკპოტს მოხსნის.
2018 წლის შემოდგომაზე ამერიკა მეგა მილიონის სახელით ცნობილი ლატარიის ციებ-ცხელებამ მოიცვა. ამის მიზეზი ის იყო, რომ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ეროვნული ლატარიის ჯეკპოტმა გასაოცარ, ისტორიაში უმაღლეს თანხას, $1.6 მილიარდს მიაღწია. ამ ფაქტმა მთელი ქვეყნის მოსახლეობაში უპრეცენდენტო ეიფორია გამოიწვია.
რამდენიმეკვირიან გაუჩერებელ მედია-სპეკულაციათა შემდეგ გამოცხადდა: ბილეთმა, რომელიც სამხრეთ კაროლინას ქალაქ სიმპსონვილის პატარა სასურსათო მაღაზიაში გაიყიდა, გრანდიოზული პრიზი მოიგო. ამის ალბათობა 302.6 მილიონში ერთის ტოლი იყო.
თუმცა, ბილეთის მფლობელი თვეების განმავლობაში არ გამოჩენილა. არადა, გამარჯვებულს მხოლოდ 180 დღე ჰქონდა, რათა მოგებული პრიზისთვის გამოცხადებულიყო; წინააღმდეგ შემთხვევაში, თანხა გაყიდული ბილეთების რაოდენობის მიხედვით გადანაწილდებოდა შტატებზე. ეს კი იმასაც ნიშნავდა, რომ ჯეკპოტის ბეგარა გაუქმდებოდა და სამხრეთ კაროლინა კუთვნილ $61 მილიონს, მაღაზიის მფლობელი კი $50 ათასს ვეღარ მიიღებდა.
საბოლოოდ, 4 მარტს, ვადის ამოწურვამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, პრიზის მისაღებად ქალი გამოცხადდა. თუმცა, რადგან სამხრეთ კაროლინას კანონმდებლობა ლატარიის გამარჯვებულს ანონიმურად დარჩენის უფლებით უზრუნველყოფს, ჩვენ, შესაძლებელია, ვერასდროს გავიგოთ იმ ადამიანის სახელი, რომელიც ბედმა უპრეცენდენტოდ მსუყე თანხით - $878 მილიონით - დაასაჩუქრა.
მომხდარიდან ოთხი დღის თავზე ახალი ამბების ყურადღების ცენტრში სხვა ისტორია მოექცა: 54 წლის უმუშევარმა კაცმა მეგა მილიონის ლატარიაში $173 მილიონი მოიგო, მაგრამ ნაყიდი ბილეთი მაღაზიაშივე დარჩა. კაცს მეორედაც გაუმართლა, როცა მისი ბილეთი პატიოსანმა ადამიანმა იპოვა და უკან დაუბრუნა.
ჩვენ გვიყვარს ასეთი ისტორიები. ლატარიის მოგებები ამერიკაში ადგილობრივი ახალი ამბების მთავარ მოვლენად იქცევა ხოლმე. პერიოდულად კი, როდესაც ჯეკპოტი საკმარისად დიდ თანხას მიაღწევს, გავლენიანი პრესაც საქმეში ებმება. ასეთ დროს მოქალაქეთა შორის ყველაზე სკეპტიკოსებსაც კი წაუცდებათ ხოლმე ხელი ბილეთების საყიდლად. ეს შურისა და იმედის ძლიერი ნაზავია. მართლაც, მსოფლიოში, სადაც მოთმინებისა და შრომის ამერიკულ რეცეპტს სარგებელი სულ უფრო ნაკლებად მოაქვს, როცა ყველაფერი ისედაც შენ წინააღმდეგ მუშაობს, რატომ არ შეიძლება, რომ ამჯერად სწორედ შენ გამიმართლოს და რიგით სასურსათო მაღაზიაში ნაყიდმა ბილეთმა არაამქვეყნიური ქონების პატრონად გაქციოს?
თუმცა, იმის მიუხედავად, რომ წამიერი გამდიდრებისა და ვარსკვლავად ქცევის ოცნება იმ კულტურის ნაყოფი ჩანს, რომელმაც ინსტაგრამი და კარდაშიანები დაბადა, ლატარიის ისტორია ამერიკაში იმდენივე წელს ითვლის, რამდენსაც თავად ეს ქვეყანა.
ლატარიის მოკლე ისტორია
პირველ რიგში, თავად სიტყვა განვმარტოთ. საშტატო და პროვინციული ლატარიების ჩრდილოეთ ამერიკის ასოციაციის (NASPL) მიხედვით, ტერმინი ლატარია სამი სახით შეიძლება იყოს გაგებული:
პირველი განმარტების თანახმად, სიტყვა აღნიშნავს გაერთიანებას, რომელიც უზრუნველყოფს ან მეთვალყურეობს ლატარიის გათამაშებას. ხშირ შემთხვევაში, ესაა სამთავრობო ან კვაზი-სამთავრობო უწყება ან კორპორაცია, რომელიც ლიცენზირებულია მთავრობის მიერ. მეორე განმარტების თანახმად, ლატარია არის თამაში, რომელშიც თითოეულ მოთამაშეს მოგების თანაბარი შანსი აქვს. მესამე განმარტების თანახმად კი, ტერმინი მიემართება თამაშს, რომელიც სამი კომპონენტისგან შედგება; ესენია პრიზი, მოგება-წაგების შანსი და თამაშში ჩასაბმელად საჭირო წინაპირობა (მაგალითად, ბილეთის ყიდვა).
ლატარიის თამაშები ბევრი სახის არსებობს: ეგრეთ წოდებული რიცხვთა ან ყოველდღიური თამაშები (როცა მოთამაშე სასურველი ციფრების კომბინაციას ირჩევს), მომენტალური თამაშები (გადასაფხეკი ბილეთები), ინტერნეტ თამაშები და სხვა.
ჩრდილოეთ ამერიკაში ყველაზე დიდი ჯეკპოტის მქონე ლატარიის ორი კომპანიიდან ერთ-ერთი უკვე ნახსენები მეგა მილიონია, მეორე კი - ფაუერბოლი (მათზე დაწვრილებით ქვემოთ ვისაუბრებთ).
მაშინ, როცა, თამაშის გზებთან ერთად, დროთა განმავლობაში ჯეკპოტიც იზრდებოდა, ლატარიის მთავარი იდეა, რომელიც ქვეყნის დნმ-ში არის ჩაშენებული, უცვლელი რჩებოდა; გათამაშებები თავდაპირველად კოლონიების დასაფინანსებლად ტარდებოდა, საბოლოოდ კი, ახლადჩამოყალიბებული შტატების განუყრელ ნაწილად იქცნენ. როგორც ისტორიკოსმა ჯონათან კოენმა განმარტა, ისინი ასრულებდნენ და ახლაც ასრულებენ ნებაყოფლობითი გადასახადის ფუნქციას და მთავრობისთვის მნიშვნელოვანი მოგება მოაქვთ: "მას შემდეგ, რაც შტატებმა მოიპოვეს კონტროლი ლატარიის სისტემაზე, მათ შეეძლოთ იმ გათამაშებებისთვის მიენიჭებინათ ავტორიზაცია, რომლებიც მათთვის სასურველ ინსტიტუტებს დაეხმარებოდა თანხის მოკრებაში. შტატის მთავრობები ფლობდნენ ლოტოტრონებს, რომლიდანაც მომგებიანი ბილეთები უნდა ამოეღოთ, და პოლიტიკოსები მათი გამოყენების უფლებას შტატის მიერ ლიცენზირებულ ორგანიზაციებს აძლევდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ კონსერვატორი პროტესტანტები საუკუნეების მანძილზე ეწინააღმდეგებოდნენ აზარტულ თამაშებს, მრავალი ეკლესია ამერიკაში სწორედ ლატარიის ფულით აშენდა. მრავალი პრესტიჟული უნივერსიტეტიც ლატარიის დამსახურებით არსებობს. ჰარვარდის, იელის, ბრაუნის, პრინსტონისა და დარტმუთის უნივერსიტეტების კამპუსთა ნაწილიც ლატარიის ფულით ააგეს. კოლუმბიის უნივერსიტეტის დასაარსებლად კი ნიუ-იორკის საკანონმდებლო ორგანომ ლატარიის არაერთი გათამაშება ჩაატარა. და რადგან ლატარიის კომპანიები კონკრეტულ ინსტიტუტებთან და ზოგჯერ კონკრეტულ შენობებთანაც კი იყო მიბმული, მოსახლეობა თვალნათლივ ხედავდა, შენების პროცესში მყოფი ახალბედა სახელმწიფოსათვის რამხელა სარგებელი მოჰქონდა გადასახადებიდან მათ გათავისუფლებას".
ლატარიისადმი სახელმწიფოს კეთილგანწყობა 1850-იან წლებამდე შენარჩუნდა და უკვე 1890-იან წლებში კანონითაც აიკრძალა. სიტუაცია 1934 წელს შეიცვალა, როცა Puerto Rico Lottery-იმ მოსახლეობისთვის პირველი თანამედროვე ლოტო გახადა ხელმისაწვდომი. 30 წლის შემდეგ მას New Hampshire Sweepstakes-იც შეუერთდა. ამ დროისათვის ლატარიის თამაში ფედერალურ დონეზე კვლავ უკანონო იყო. თუმცა, იუსტიციის სამინისტრომ
ნიუ-ჰემფშირის შიგნით შეჯიბრების კანონიერება ცნო, თუკი ბილეთები შტატის საზღვრებს მიღმა არ გაიყიდებოდა. შედეგად, ნიუ-ჰემფშირის ლატარიის ბილეთების ფლობის გამო რამენიმე როდ-აილენდელი, ნიუ-ჯერსელი და ნიუ-იორკელი დააპატიმრეს კიდეც.
ახალმა კანონმდებლობამ გაამართლა: ცხენების დოღში ფსონების დადება უამრავ ადამიანს მოუნდა. ბილეთის მფლობელთა სახელები შემთხვევითობის პრინციპით 11 ცხენიდან ერთ-ერთს მიამაგრეს. პირველ ადგილზე გასულს $100,000 ხვდებოდა, მეორეზე - $50,000 და ასე შემდეგ. შედეგად შტატმა სამდოლარიანი ბილეთების გაყიდვით $5.7 მილიონი გამოიმუშავა. ერთ-ერთი პირველები, ვინც გათამაშების გრანდიოზული პრიზი მიიღეს, დალაქი ფრენკ მალკუსი და მისი მეუღლე ელეანორი გახდნენ, რომლებმაც ულაყ რომაულ ძმაზე ფსონის დადებით $100,000 მოიგეს, რაც დღევანდელი კურსით დაახლოებით $819,000-ია.
ამის შემდეგ ლატარიამ პოპულარულობა სხვა შტატებშიც მოიხვეჭა. NASPL-ზე დაყრდნობით, მასაჩუსეტსის შტატი პირველი იყო, რომელმაც 1975 წელს გადაფხიკე და მოიგეს სტილის გათამაშება წამოიწყო. ასარჩევ რიცხვთა გათამაშება, რომელიც დღეს მთლიანი ლატარიის გაყიდვების 35%-ს შეადგენს, 1982 წელს გამოჩნდა. სამი წლის შემდეგ კი ნიუ-ჰემფშირი და ვერმონტი პირველი საშტატთაშორისო ლატარიის გასათამაშებლად გაერთიანდა.
დღესდღეობით 44 შტატი და კოლუმბიის ოლქი საკუთარ ლატარიას ათამაშებენ. ის ექვსი შტატი კი, სადაც ვერც ფაუერბოლს და ვერც მეგა მილიონს ითამაშებთ, არის ალაბამა, ალასკა, ჰავაი, მისისიპი, იუტა, და, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ნევადა, რომელიც ლას-ვეგასის აზარტული თამაშების სახლად ითვლება. BBC-ზე დაყრდნობით, ეს შტატები ლატარიაზე განსხვავებული მიზეზების გამო ამბობენ უარს: ალაბამასა და იუტაში თამაშების აკრძალვა რელიგიური მოტივებით არის გამოწვეული; მისისიპისა და ნევადას შტატების მთავრობები, რომლებიც აზარტულ თამაშებს ნებადართულად მიიჩნევენ, უკვე იღებენ ამ სფეროდან შემოსავალს და კონკურენტი კომპანიების ბაზარზე შემოსვლა არ სურთ. ალასკაში კი ნავთობის მოპოვების შედეგად ბიუჯეტი ისედაც შევსებულია და შემოსავლის დამატებითი წყაროების ძებნა არ სჭირდებათ.
ასე რომ, ამ შტატებში მცხოვრებლებს ფაუერბოლის და მეგა მილიონის მიერ შეთავაზებული მილიონიანი ჯეკპოტების მოხსნაში ბედის სცდა რომც მოუნდეთ, ვერაფერს გახდებიან.
და მაინც, რა განსხვავებაა ამ ორი კომპანიის მიერ შემოთავაზებულ თამაშებში? ჟურნალ Slate-ს თუ დავეყრდნობით, დიდად არც არანაირი. ფაუერბოლის გათამაშების დროს 69-დან ხუთ ბურთს იღებენ, ხოლო მეგა მილიონის შემთხვევაში - 70-დან ხუთს. და მართალია, ეს ორი კომპანია სხვადასხვა დროს დაარსდა (ფაუერბოლი 1988-ში, ხოლო მეგა მილიონი - 1996-ში) და თავდაპირველად ცალკეულ შტატში მხოლო ერთ-ერთი მათგანის გათამაშებაში შეგეძლო მონაწილოების მიღება, მაგრამ 2009 წლის შემდეგ ეს მიდგომა შეიცვალადა ისინი ერთიანი იურისდიქციის ქვეშ მოექცნენ. დღესდღეობით ეს ორი გათამაშება ყველა იმ შტატშია ხელმისაწვდომი, სადაც ლოტო კანონიერია. და თუ Slate-ის ჟურნალისტ, ნიკ გრინს დავუჯერებთ, მათ შორის არსებითი განსხვავება მიზანმიმართულად არ რსებობს, რადგან ეს მიდგომა ბილეთების გაყიდვებზე დადებითად მოქმედებს:
"თუ დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ ერთ თვეს ყველა ფაუერბოლის სათამაშოდ მიისწრაფის, მეორე თვეს კი ყველა მეგა მილიონის ბილეთებს ყიდულობს. ამის მიზეზი ისაა, რომ თავად კომპანიებს აქვთ ასე ჩაფიქრებული. როცა ერთი მათგანი რამდენიმე მილიონიან ჯეკპოტს არეკლამირებს, მეორე ამ დროს პატარ-პატარა მოგებებით კმაყოფილდება. შედეგად, ერთგვარი ბალანსი მიიღწევა, რადგან მოგების უკიდურესად დაბალი კოეფიციენტი ჯეკპოტის თანდათან გაზრდის საშუალებას იძლევა".
კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ლატარიის მსხვერპლები მარგინალიზებული ჯგუფების წევრები ხდებიან
მართალია, ლატარია მომგებიანია შტატებისთვის, რომელთა ხაზინებიც გაყიდული ბილეთებისა და გამარჯვებულებთა წყალობით ივსება, მაგრამ ეს ფული ხომ საიდანღაც მოდის? როგორც არაერთი კვლევა ადასტურებს, ამ თანხის უდიდესი ნაწილის წყარო დაბალი შემოსავლის მქონე პირები, უმცირესობები და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანები არიან.
VOX-is ჟურნალისტი, ელვინ ჩენგი დააკვირდა შესაბამის მონაცემებს კონეკტიკუტის შტატიდან, სადაც ქვეყნის უმდიდრესი და უღარიბესი უბნებია თავმოყრილი, და აღმოაჩინა, რომ გაყიდული ლოტოს ბილეთები არაპროპორციულად გადანაწილებულია იმ საფოსტო ინდექსებზე, სადაც დაბალშემოსავლიანი და უმცირესობათა წარმომადგენლები ცხოვრობენ.
Business Insider-მა გააანალიზა საყოველთაო აღწერის მონაცემები, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ მასაჩუსეტსი ლატარიის ბილეთებში ყველაზე მეტს - ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ $767-ს ხარჯავს. აღმოსავლეთ ვირჯინია $594-ით მეორე ადგილს იკავებს, მესამე ადგილზე კი
როუდ აილენდია $513 მაჩვენებლით. საერთო ჯამში, დახარჯული თანხა შტატების მთავრობებს ათობით მილიარდი დოლარით ამარაგებს, რითაც მეტწილად განათლების სისტემა ფინანსდება.
მაშინ, როცა ცოტა თუ იდავებს განათლებისთვის მეტი დაფინანსების არასაჭიროებაზე, ოპონენტებს ლატარიის რეგულარულად მოთამაშეების დემოგრაფია ადარდებთ. Bankrate-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ყველაზე დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახების 28% ლატარიას კვირაში ერთხელ თამაშობს და ბილეთებში გადახდილი ეს, ერთი შეხედვით უმნიშვნელო, თანხა წელიწადში $400-მდე ადის. ეს კი უკვე იმდენი ფულია, რომ მოზრდილი ვალის გადახდას ან დანაზოგის დაგროვებას შეიძლება მოხმარდეს.
NASPL ამ კვლევებს არ ეთანხმება. მათ ვებ-გვერდზე თუ შეხვალთ, 2016 წლის Gallup-ის გამოკითხვაზე მიგითითებენ. ამ კვლევით აღმოაჩნდა, რომ მცირე შემოსავლისა და დაბალი განათლების მქონე ამერიკელები ნაკლებად ამბობენ, რომ გასულ წელს სახელმწიფო ლატარიის ბილეთი შეიძინეს: $36,000-ზე დაბალი წლიური შემოსავლის მქონე გამოკითხულთა 40-მა პროცენტმა აღიარა, რომ წლის განმავლობაში ერთხელ მაინც იყიდა ბილეთი, მაშინ, როცა ეს პროცენტი საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანებში - 53-ს, ხოლო მაღალი შემოსავლის მქონეებში 56-ს შეადგენდა.
ასე რომც იყოს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლატარიის ბიზნესის მოდელი რეგულარულ მოთამაშეებს ემყარება. ლეს ბერნალი, რომელიც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული აზარტული თამაშების მოწინააღმდეგე აქტივისტია, აცხადებს, რომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ლატარიები სუპერ-მომხარებელთა მხრებზე დგას, რადგან "შემოსავლების 70-80 პროცენტი ლატარიის მოთამაშეთა ათი პროცენტიდან შემოდის". პრობლემა იმდენად მასშტაბურია, რომ გარკვეული შტატის კანონმდებლები ლატარიის შეზღუდვის ან, სულ მცირე, თამაშის ისეთი ახალი გზების გაკონტროლების ინიციატივით გამოვიდნენ, როგორებიც პლასტიკური ბარათით ბილეთების ყიდვა ან ინტერნეტ-გემბლინგია.
ამასთან, იმ თითზე ჩამოსათვლელი ადამიანების კეთილდღეობაც კი, რომლებსაც ბედმა იღბლიანი ბილეთის ყიდვა არგუნა, არ არის ბოლომდე გარანტირებული.
ლატარიის გამარჯვებულთა წყევლა
ლატარიის გამარჯვებულთა ისტორიები შურს კი აღძრავს ხოლმე, თუმცა ხშირად მათი ცხოვრება იმ გზით ვითარდება, რომ შესახარბებელი არაფერი რჩება. და ამგვარად ლატარიაში გამარჯვებულთა წყევლის ფენომენსაც მივადექით.
მაშინ, როცა წყევლა, როგორც ასეთი, რეალურადარ არსებობს (ყოველ შემთხვევაში, მისი არსებობა ჯერ არ დადასტურებულა), ფაქტია, რომ ლატარიაში გამარჯვება, ისტორიულად, ბევრი ადამიანისათვის ცუდი იღბლის წინაპირობად იქცა. აქვე გეტყვით, რომ შტატების უმეტესობაში გამარჯვებულებს არ აქვთ ანონიმურობის შენარჩუნების უფლება. ჟურნალისტი ადიტი შრიკანტი გვიხსნის:
"გამარჯვებულებმა აუცილებლად უნდა შეავსონ ბილეთის უკანა მხარე, რათა ოფიციალურად მოითხოვონ მოგების მიღება; შემდეგ უნდა დაუკავშირდნენ შტატების ლატარიის კომისიას, რომელიც ლატარიას დასრულებულად აცხადებს და გამარჯვებულს ააშკარავებს. მხოლოდ რვა შტატში - დელავერში, ჯორჯიაში, კანზასში, მერილენდში, ჩრდილოეთ დაკოტაში, ოჰაიოში, სამხრეთ კაროლინასა და ტეხასში - შეუძლიათ გამარჯვებულებს საკუთარი ვინაობის დამალვა. თუმცა მაშინაც ანონიმურობა კონკრეტული დროის განმავლობაში, ან იმ შემთხვევაში მოქმედებს, თუ შენი შემოსავალი გარკვეულ თანხაზე დაბალია".
შტატების მთავრობათა გადმოსახედიდან, ამას გარკვეული ლოგიკა აქვს: საინდენტიფიკაციო მონაცემების გამოაშკარავება სხვა ადამიანებისთვის მოტივატორია, რათა თავი გამარჯვებულების ადგილას წარმოიდგინონ, რაც, შესაბამისად, ბილეთების გაყიდვებსა და შტატის ბიუჯეტს ზრდის. ფაუერბოლისა და მეგა მილიონის ვებ-გვერდებზე წინა გამარჯვებულების სრული სახელები, საცხოვრებელი ადგილები და ფოტოებიც კია გამოქვეყნებული.
მაგალითად, აბრაამ შექსპირი, რომელმაც 2006 წელს $31 მილიონი მოიგო, 2010 წელს ბეტონის ფილების ქვეშ იპოვეს; ჯეფრი დამპიერი $20 მილიონის მოგების შემდეგ საკუთარმა რძალმა და მისმა შეყვარებულმა გაიტაცა და თავში ტყვიის გასროლით მოკლა; ურუჯ ხანი შედარებით მოკრძალებული თანხის, $1 მილიონის მოგების შემდეგ მოულოდნელად გარდაიცვალა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის ციანიდით იყო მოწამლული.
დიდი ალბათობით, ყველაზე გახმაურებული ტრაგიკული ამბავი ჯეკ ვიტეკერისაა. დასავლეთ ვირჯინიაში მცხოვრები ეს კეთილი ადამიანი მთელი შტატის მასშტაბით იქცა ერთგვარ სახალხო გმირად მას შემდეგ, რაც 2002 წელს $314 მილიონი მოიგო. მაგრამ ვიტეკერს ამ ვითომდა კარგმა იღბალმა სინამდვილეში ცხოვრება დაუნგრია: ის მრავალგზის გაძარცვეს და სასამართლოში უჩივლეს; დაიჭირეს მანქანის ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მართვის ბრალდებით; მისი ქორწინება და ბიზნესი დაინგრა, ხოლო მისი შვილიშვილი, ბრენდი, ლატარიის მოგებიდან ორ წელზე ნაკლებ დროში დაიღუპა ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზის მოხმარების გამო.
და ჩვენ ჯერ გაცილებით სწორხაზოვან საკითხს, ფინანსების არასწორად მართვას არც კი შევხებივართ. ფინანსური განათლების ეროვნული უზრუნველყოფის ცენტრის (NEFE) თანახმად, ლატარიის გამარჯვებულთა 70% რამდენიმე წელიწადში კოტრდება. როგორც ჯიმ შაგავატი, Windfall Wealth Advisors-ის ფინანსური მრჩეველი, ამბობს, - "ლატარიის გამარჯვებულებს არ აქვთ დიდი ფულის ქონის ცხოვრებისეული გამოცდილება. ისინი მეგობრებსა და ოჯახის წევრებზე ფლანგავენ თანხას, ან თაღლითი ადამიანებისგან ტყუვდებიან, ან იმის ილუზია ექმნებათ, რომ ფულს შეუზღუდავი რაოდენობით ფლობენ და შეუჩერებლად იწყებენ ხარჯვას".
დაბალი შემოსავლის მქონე პირებს, რომლებიც ხელფასიდან ხელფასამდე ცხოვრობენ - და შეგახსენებთ, რომ სწორედ ეს ადამიანები თამაშობენ ყველაზე ხშირად ლატარიას - არ აქვთ ფულის დაზოგვისა თუ დაბანდების დიდი გამოცდილება. "თუკი ბავშვობიდან შენს სახელზე მსხვილი თანხა ირიცხება, როგორც წესი, იცი მრჩეველების შესახებ", რომლებსაც შეუძლიათ შენი დანაზოგი სწორად განკარგონ, - გვეუბნება შავაგატი. ბევრ ჩვენგანს პატარა თანხასთან გამკლავება კი შეუძლია, თუმცა - არა $15 მილიონთან." როცა ამხელა თანხა მოულოდნელად გივარდება ხელში, ადრინდელი მეთოდებით საქმეებს ვეღარ წარმართავ". დონ მაკნეი, ფინანსური მრჩეველი და წიგნის, ცხოვრებისეული მაგალითები ლატარიიდან, ავტორი იმავეს შელამაზების გარეშე ამბობს: "თანხა ამ ადამიანებს ემოციურად აგიჟებს. ეს გამოცდილება მათში ღირებულებების შეგრძნების დაკარგვას იწვევს".
გაყალბების შემთხვევები
ისეთი ჯეკპოტის მოგების შანსი, რომელსაც შეუძლია, წამიერად მილიონერი გაგხადოს, უსასრულოდ მცირეა - სტატისტიკურად, უფრო მეტი შანსია, რომ მეხი დაგეცეს. ამიტომ ალბათ გასაკვირი არ არის, რომ უამრავი ადამიანი ცდილა და კვლავ ცდილობს სისტემის მოტყუებას და ლატარიისათვის სუსტი წერტილების მოძებნას.
HuffPost-ის წერილი მოგვითხრობს ისტორიას მიჩიგანში მცხოვრებ 60 წელს გადაცილებულ წყვილზე, რომელმაც ცხრა წლის განმავლობაში თამაშით $27 მილიონი გამოიმუშავა. ეს მათ იმიტომ მოახერხეს, რომ ქმარმა თამაშის წესებში ხარვეზი შეამჩნია. ცოლ-ქმრის ტაქტიკა ასე გამოიყურებოდა: ისინი, უბრალოდ, ყოველ ჯერზე ათასობით ბილეთს ყიდულობდნენ, რათა მოგების ალბათობა მათ სასარგებლოდ გაზრდილიყო. მათთვის ლატარიის თამაში, ფაქტობრივად, სრულგანაკვეთიან სამსახურად იქცა. მალე მათ რეგულარულად დაიწყეს მოგზაურობა მასაჩუსეტში, რათა იქ არსებული მსგავსი ლატარიაც ეთამაშათ. პარალელურად, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) სტუდენტებმაც აღმოაჩინეს თამაშის ამგვარი ტაქტიკის სარფიანობა.
თამაშ Cash WinFall-ში ორი მოწინააღმდეგე მხარის მიერ ჩამოსულმა დიდმა ფსონებმა Boston Globe-ის კორესპოდენტის ყურადღება მიიპყრო და მის მიერ ჩატარებული გამოძიება ეროვნულ სკანდალში გადაიზარდა. შედეგად, შტატების ლატარიის კომისიამ იმ მაღაზიებს, რომლებშიც ორი მხარის წარმომადგენლებმა ბილეთები შეიძინეს, გაყიდვის ლიცენზია შეუჩერა, შემდეგ კი განაცხადა, რომ Cash WinFall მთლიანად შეწყვეტდა ბაზარზე ოპერირებას.
ერთმა ქალმა, რომელიც სტატისტიკაში სტენფორდის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხს ფლობდა, ტეხასის ლატარია ათი წლის განმავლობაში ოთხჯერ მოიგო და $20 მილიონი დააგროვა (მას, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სტუდენტებისა და მიჩიგანელი წყვილისგან გასხვავებით, თავისი მეთოდები სახალხოდ არ გაუმხელია).
სტეფან მანდელმა, რომელიც ავსტრალიაში მცხოვრები რუმინელი ეკონომისტია, არა მხოლოდ $27 მილიონის ოდენობის ჯეკპოტი, არამედ, მეორადი პრიზების სახით, დამატებით $900,000-იც მოიგო. ამის გაკეთება მან სისტემატურად ყოველი შესაძლო რიცხვთა კომბინაციის შეძენით შეძლო. სამართალდამცავმა ორგანომ მანდელაზე გამოძიება კი დაიწყო, თუმცა კანონის დარღვევის ფაქტის არარსებობის გამო, იძულებული გახდა, ეჭვმიტანილი უდანაშაულოდ ეცნო. მანდელა მშობლიურ ავსტრალიაში ერთგვარ სახალხო გმირადაც კი იქცა. ერთ-ერთ ფართოდ გავრცელებულ კარიკატურაში ის კენგურუდ იყო გამოსახული და ფულით სავსე ჩანთით ხტებოდა აშშ-დან.
რა თქმა უნდა, აშკარა თაღლითობის შემცველი გახმაურებული საქმეებიც მრავლად მოიძებნება. მაგალითად, 1980 წლის ბევრისათვის კარგად ცნობილი სამმაგი ექვსიანის ხრიკის ინციდენტი გავიხსენოთ. პენსილვანიის სალატარიო გათამაშების, Daily Number-ის წამყვანმა, ნიკ პერიმ პინგ-პონგის ბურთების ნაწილი წინასწარ დაამძიმა, რათა ლოტოტრონიდან მისთვის სასურველი ნომრები ამოვარდნილიყო. პერიმ მართლაც მოიგო $1.8 მილიონი, მაგრამ, რადგან გამარჯვებული ციფრებიდან სამივე ექვსიანი აღმოჩნდა, ამან სამართალდამცავთა ეჭვი აღძრა. დაიწყო გამოძიება, რომელიც პერისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისგებით დასრულდა.
მაგრამ ამერიკის ლატარიის ისტორიაში ყველაზე დიდი აფიორის ავტორად ალბათ მაინც პროგრამისტი ედი ტიპტონი უნდა ჩაითვალოს. ის საშტატებო ლატარიის ასოციაციაში დაცვის მუშაკად მუშაობდა, როცა მიხვდა, როგორ მოეტყუებინა ლატარია. მან რიცხვების მთვლელი მანქანის გენერატორში ყალბი კოდი შეიყვანა, რათა რამდენიმე შტატში ერთდროულად მოქმედი სისტემა გაეცურებინა. გრძელვადიანი თაღლითობის განმავლობაში მან მეგობრები და ოჯახის წევრები დაიხმარა, რათა მოგებული ბილეთები შეეეგროვებინათ. ტიპტონი 2010-ში დააკავეს, როცა $16.5 მილიონიანი ბილეთის აღებას ცდილობდა. პროგრამისტს 2017 წელს 25 წლით პატიმრობა მიესაჯა (თუმცა ის პირობითი მსჯავრით ვადამდე გაცილებით ადრე შეიძლება გათავისუფლდეს).
მაშინ, როცა წვრილ-წვრილ აფიორებზე ჩამთრევი ისტორიების მოსმენა ბევრს ახალისებს, ლატარიის მოგების გამყალბებლები იშვიათად თუ იწვევენ მოსახლეობაში აღტაცებას. შესაძლოა, ამის მიზეზი ისიცაა, რომ მათთვის, ვინც ლატარიას წესების დაცვით თამაშობს, მოგების შანსი თაღლითების გარეშეც წარმოუდგენლად დაბალია. ასე რომ, როცა ვინმე მოტყუებით ხეირობს, რთულია, მისი საქციელი პირადად შენ წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად არ აღიქვა. როგორც HuffPost-ის ჟურნალისმა, ჯეისონ ფეგონმა აღნიშნა:
მაგრამ მოგების წარმოუდგენლად დაბალი ალბათობა და პერიოდულად გამოჩენილი თამაშის წესების დამრღვევების არსებობაც კი არ არის საკმარისი, რათა ადამიანებს რამდენიმე დოლარის იმ პაწაწინა ოცნებაზე გაფლანგვა გადააფიქრებინოს, რომელსაც გულით დაატარებენ. თანაც, ფაუერბოლის ჯეკპოტმა ხომ უკვე მოასწრო რიგიანად გაზრდა. და როგორც თაღლითი ნიკ პერის გადაცემის სლოგანი იტყოდა, "თუ მოიგე, მოდი და წაიღე; თუ ვერ მოიგე - ხვალ კიდევ სცადე".
-
გადახედვაწილოსანი ზურაბიშვილს: თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ წილოსანი ზურაბიშვილს: თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
-
გადახედვასაქართველოსთვის: მოვუწოდებთ ჩვენ მხარდამჭერებს, ხვალ საქართველოს პარლამენტთან გამოვხატოთ მშვიდობიანი პროტესტი საქართველოსთვის: მოვუწოდებთ ჩვენ მხარდამჭერებს, ხვალ საქართველოს პარლამენტთან გამოვხატოთ მშვიდობიანი პროტესტი
-
გადახედვა"ჩვენ დავრჩებით! შენ წადი" — თავისუფლების მოედნიდან ქალების მარში დაიწყო "ჩვენ დავრჩებით! შენ წადი" — თავისუფლების მოედნიდან ქალების მარში დაიწყო
-
გადახედვასახალხო დამცველი 24 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სახალხო დამცველი 24 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვასაქართველოს პარლამენტში ხვალ უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს საქართველოს პარლამენტში ხვალ უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს
-
გადახედვასაია: პროტესტის მონაწილეების მიმართ სასამართლო პროცესების გაჭიანურება აჩენს ეჭვს, რომ საქმეები მიზანმიმართულად არ სრულდება საია: პროტესტის მონაწილეების მიმართ სასამართლო პროცესების გაჭიანურება აჩენს ეჭვს, რომ საქმეები მიზანმიმართულად არ სრულდება
-
გადახედვალასდილის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ლასდილის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
-
გადახედვაუშგული-ლასდილის გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა უშგული-ლასდილის გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი შსს-ს განცხადებას ეხმაურება სალომე ზურაბიშვილი შსს-ს განცხადებას ეხმაურება
-
გადახედვაჰერჩინსკი: უნდა დავარღვიოთ გენდერული ძალადობის გარშემო არსებული დუმილი და სტიგმა ჰერჩინსკი: უნდა დავარღვიოთ გენდერული ძალადობის გარშემო არსებული დუმილი და სტიგმა
-
გადახედვა"ამოიღე ხმა! დაიბრუნე ხმა" — 24 ნოემბერს დაანონსებული აქცია-მსვლელობების განრიგი "ამოიღე ხმა! დაიბრუნე ხმა" — 24 ნოემბერს დაანონსებული აქცია-მსვლელობების განრიგი
-
გადახედვამშრალ შიმშილობაზე მყოფი ისაკო დევიძე "ვივამედიდან" კვლავ ზაჰესის იზოლატორში დააბრუნეს მშრალ შიმშილობაზე მყოფი ისაკო დევიძე "ვივამედიდან" კვლავ ზაჰესის იზოლატორში დააბრუნეს
-
გადახედვარა ეღირება ლარი უქმეებზე? რა ეღირება ლარი უქმეებზე?
-
გადახედვა"ხელვაჩაურის მერიის თანამდებობის პირებმა მცემეს, შემაფურთხეს, დამემუქრნენ" – მოქალაქეზე ძალადობის გამო ამ დრომდე არავინ დასჯილა. "ხელვაჩაურის მერიის თანამდებობის პირებმა მცემეს, შემაფურთხეს, დამემუქრნენ" – მოქალაქეზე ძალადობის გამო ამ დრომდე არავინ დასჯილა.
-
გადახედვა25 ნოემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს 25 ნოემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს
-
გადახედვაელენე ხოშტარია: ჩვენი მიზანია, მსოფლიოს ვუთხრათ, რომ "ქართული ოცნების" შეკრება არ ნიშნავს მთავრობად ჩამოყალიბებას ელენე ხოშტარია: ჩვენი მიზანია, მსოფლიოს ვუთხრათ, რომ "ქართული ოცნების" შეკრება არ ნიშნავს მთავრობად ჩამოყალიბებას
-
გადახედვათბილისში ჩეხეთის ხავერდოვანი რევოლუციისადმი მიძღვნილი გამოფენა წითელი საღებავებით გადაღებეს თბილისში ჩეხეთის ხავერდოვანი რევოლუციისადმი მიძღვნილი გამოფენა წითელი საღებავებით გადაღებეს
-
გადახედვაგიორგი ვაშაძემ გმირთა მოედანზე შეკრებილებს, 24 ნოემბრის გეგმებთან დაკავშირებით, ოპოზიციის განცხადება გააცნო გიორგი ვაშაძემ გმირთა მოედანზე შეკრებილებს, 24 ნოემბრის გეგმებთან დაკავშირებით, ოპოზიციის განცხადება გააცნო
-
გადახედვაირაკლი კუპრაძე: "ძლიერ საქართველოს" მიღებული აქვს გადაწყვეტილება სიების ჩახსნაზე და მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით ირაკლი კუპრაძე: "ძლიერ საქართველოს" მიღებული აქვს გადაწყვეტილება სიების ჩახსნაზე და მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით
-
გადახედვალაშა ბაქრაძე: ხვალ იქნება რეგიონებიდანაც აქტივობა და, მით უმეტეს, ზეგ ლაშა ბაქრაძე: ხვალ იქნება რეგიონებიდანაც აქტივობა და, მით უმეტეს, ზეგ
-
გადახედვასაზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები 23-24-25-26 ნოემბერს ევროპასა და აშშ-ში საპროტესტო აქციებს გამართავენ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები 23-24-25-26 ნოემბერს ევროპასა და აშშ-ში საპროტესტო აქციებს გამართავენ
კომენტარები