თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე რესტორან ხინკლის სახლში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში On.ge-ს უთხრეს, რომ ცეცხლი რესტორნის სამზარეულოში გაჩნდა.

უწყების ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 20 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა. მათივე ცნობით, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ლიკვიდირება. ადგილზე რვა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.