პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს ახალგაზრდობის საკითხებში კონსულტანტი ეყოლება. როგორც On.ge-ს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ამ თანამდებობას რეზო ჩარკვიანი დაიკავებს.

რეზო ჩარკვიანი თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. ის არის სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო მილენიალ ჰაბის დირექტორი და სენიორ კონსულტანტი. გარდა ამისა, ორი სტარტაპის დამფუძნებელი.