შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ტელეკომპანია იმედის ეთერში გახმაურებულ საქმეებზე მიმდინარე გამოძიებეზე თქვა, რომ მათი მიზანია, იშვიათად გამოიყენონ ფრაზა "მიმდინარეობს გამოძიება".

"ეს არის ჩვენთვის გამაღიზიანებელი არა, უბრალოდ დამამცირებელი... თითოეულ ეს საქმე არის კომპლექსური თემა. ამას სჭირდება მართლმსაჯულების ერთიანი სისტემის ძალიან მკაფიო და ეფექტური მუშაობა და ეს არ არის მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო, ეს არის პროკურატურა, ეს არის სასამართლო სისტემა, ეს არის სასჯელაღსრულების სისტემა და კიდევ ბევრი", — განაცხადა გიორგი გახარიამ.