რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა, სანამ შვილის სურათს საჯაროდ გამოაქვეყნებს?
ფოტო: Getty Images
მშობლების თაობამ უკვე აითვისეს სოციალური ქსელები და ინტერნეტსივრცეში საკმაოდ კომფორტულადაც გრძნობენ თავს.
შვილების ზრდასრული თაობა მათ გულწრფელ კომენტარებს ფეისბუქზე უკვე მიეჩვივნენ, თუმცა, როცა ისინი თინეიჯერი შვილების ფოტოების გაზიარებას იწყებენ ნებართვის გარეშე, საქმე რთულდება.
არსებობს ტერმინი "Sharenting" [Share+parenting / გაზიარება+აღზრდა], რომელიც გულისხმობს მშობლების მიერ მათი შვილების ფოტოების გაზიარებას სოციალურ ქსელში.
ცოტა ხნის წინ, გვინეტ პელტროუს 14 წლის შვილმა საჯაროდ უსაყვედურა მისი ფოტოს უნებართვოდ ატვირთვის გამო.
"დედა, ჩვენ ხომ უკვე განვიხილეთ ეს საკითხი. შენ არ უნდა გამოაქვეყნო ჩემი სურათი ჩემივე ნებართვის გარეშე", - დააკომენტარა ეფლ მარტინმა ინსტაგრამის პირადი ანგარიშიდან.
"კი, მაგრამ შენი სახე საერთოდ არ ჩანს!", - უპასუხა პელტროუმ.
სურათს 150 ათასზე მეტი ლაიქი აქვს. მსახიობის ფანების ნაწილი ფიქრობს, რომ გვინეტს საკუთარი შვილის ფოტოების გაზიარების ყველანაირი უფლება აქვს. სხვები კი ამბობენ, რომ ბავშვები იმსახურებენ პირადი სივრცეს და ამას მშობლებმა პატივი უნდა სცენ.
რატომ აღიზიანებთ ადამიანებს მშობლების მიერ გაზიარებული ფოტოები?
ფეისბუქზე რეგისტრაციის უფლება 13 წლის ზემოთ მყოფ ადამიანს ენიჭება.
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ამ წესს უამრავი მოზარდი იცავს.
წარმოიდგინეთ თინეიჯერები, რომლებმაც ეს წესი გაითვალისწინეს, თუმცა, ფეისბუქში მშობლების ანგარიშების აღმოჩენის შემდეგ, საკუთარ თვალებს არ დაუჯერეს.
კონრად იტურბი, 19 წლის ესპანელი დეველოპერი BBC-სთან ამბობს, რომ დედამისს იქამდე ჰქონდა ინსტაგრამის ანგარიში, სანამ კონრადს საერთოდ ტელეფონი ექნებოდა.
შესაბამისად, მან დედამისის მიერ მისივე ფოტოების გაზიარების შესახებ არაფერი იცოდა.
"ჩემს ფოტოებს ონლაინ საჯაროდ ისედაც არ ვათავსებ. ინსტაგრამის ანგარიშზეც არ მიდევს ჩემი სურათები. როდესაც დედაჩემის ინსტაგრამზე გადავედი და ჩემი ფოტოები აღმოვაჩინე, ვიგრძენი, რომ ჩემი პირადი სივრცე დარღვეული იყო. მას მაშინვე სურათების წაშლა ვთხოვე, იმიტომ, რომ მე მისთვის ამის ნებართვა არ მიმიცია", - ამბობს ის.
როგორც კონრადი ყვება, დედამისმა სწრაფად იმოქმედა და ყველაფერი წაშალა. მისი აზრით, ყველა მშობელი ასე უნდა იქცეოდეს.
"ყველაზე მეტად ის მაწუხებდა, რომ ჩემი ბავშვობის ფოტოები იყო ატვირთული, დედაჩემის ინსტაგრამის ანგარიში კი საჯარო იყო", - ამბობს ის და დასძენს, რომ ნერვიულობს სახის ამომცნობ ალგორითმსა და ადამიანებზე, რომლებმაც სწორედ ამის გამო მარტივად შეუძლიათ მისი დევნა მოზრდილობაში დაიწყონ.
სონია ბოხარს, 14 წლის გოგონას აშშ-დან, ზუსტად იგივე გამოცდილება ჰქონდა, როდესაც პირველად გაწევრიანდა ტვიტერსა და ფეისბუქზე.
ის Fast Company magazine-ში წერს:
"როდესაც ვნახე ჩემი ფოტოები, რომლებსაც დედაჩემი წლების განმავლობაში პოსტავდა ფეისბუქზე, საშინლად შემრცხვა და ვიგრძენი, რომ დამაღალატეს.
ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო მშობლის ფეისბუქზე საჯაროდ გამოქვეყნებული ჩემი უხერხული მომენტები ჩემივე ბავშვობიდან: წერილი, რომელიც კბილების ფერიას მივწერე, როდესაც ხუთი წლის ვიყავი, ფოტოები, სადაც ვტირი, როცა ჩვილი ბავშვი ვარ და არდადეგების სურათები, სადაც 12, 13 წლის ვარ", - თქვა მან.
თუმცა, ე.წ. Sharenting ზოგს არ აწუხებს. მაგალითად, 23 წლის შარლოტა კრისტი ამბობს, რომ მშობლების მიერ შვილების სურათების გაზიარება ნორმალურია.
ის 13 წლის იყო, როდესაც დედამისმა მისი ფოტოების ატვირთვა დაიწყო ფეისბუქზე.
"ის ყოველთვის მთაგავდა, შესაბამისად, კედელზე ყველას შეეძლო ფოტოების ნახვა და ამის მრცხვენოდა, თუმცა მასზე არ ვბრაზდებოდი და არ ვთხოვდი ფოტოების წაშლას. ჩვენ ისეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, სადაც ყველას უნდა, რომ სურათში კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ, თუ დედაჩემი ისეთ სურათს ტვირთავს, სადაც მე ცუდად ვჩანვარ, ეს დიდად არ მაწუხებს", - ამბობს ის BBC-სთან და დასძენს:
"ძალიან ბუნებრივი და ნორმალურია რაღაცების გაზიარება და ვერ ვხვდები, რატომ უნდა მჭირდებოდეს მშობლისთვის ნებართვის გაცემა — ის ხომ დედაჩემია".
საშიშია თუ არა მშობლების მიერ შვილების სურათების გამოქვეყნება?
"როდესაც 21 წლის ვიყავი, დედაჩემმა ფეისბუქში ჩემს ისეთ ფოტოებზე დამთაგა, სადაც ძალიან პატარა ვიყავი. მისი ანგარიში საჯარო იყო, ამიტომაც ეს ძალიან სახიფათოდ მომეჩვენა. არ მინდოდა, ჩემი ბავშვობის ფოტოები ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. ვიცოდი, რომ გუგლში ვინაობის მხოლოდ ფოტოთი ამოცნობა შეიძლება. მისი ფოტოების ატვირთვით კი, ტექნოლოგიურ კომპანიებს უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ იმაზე, თუ როგორ გამოვიყურები", - ამბობს 29 წლის სარა ჰონგ-კონგიდან (სახელი შეცვლილია).
ის აღნიშნავს, რომ როდესაც მშობელს კონფიდენციალურობის პარამეტრების შეცვლა სთხოვა, დედამ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო.
"მან მითხრა, რომ ის ჩემით ამაყობდა და სწორედ ამიტომ უნდოდა ჩემი ინფორმაციის გაზიარება. როდესაც ვცადე ამეხსნა, თუ რას ნიშნავდა ჩემთვის პირადი სივრცე, მან ვერ გაიგო და მიპასუხა, რომ სოციალურ ქსელებში ყველაფერი ისედაც კონტროლდება. ვფიქრობ, რომ ბევრი მშობელი ვერ იაზრებს კიბერ-უსაფრთხოების პრობლემატიკას, რადგან ეს თაობა ისეთ ეპოქაში დაიბადა, სადაც ინტერნეტი არ არსებობდა. კიდევ კარგი, დედაჩემმა ინსტაგრამის გამოყენება ჯერ არ იცის", - ამბობს სარა.
რას ამბობენ კვლევები
ესტონეთის ტარტუს უნივერსიტეტის პროფესორმა, ანდრა სიიბაკმა რამდენიმე კვლევა ამ მიმართულებით ჩაატარა. ერთ-ერთი მათგანის ფარგლებში გამოკითხეს 9-დან 13 წლამდე ესტონელი ბავშვები.
კვლევის მიხედვით, ბავშვებს მოსწონდათ, როცა მშობლები სოციალურ ქსელში მათზე პოზიტიურ ინფორმაციას პოსტავდნენ, თუმცა დიდი შეუსაბამობა იყო მშობლებისა და ბავშვების გემოვნებას და იმის შორის, თუ რა სურათებს მიიჩნევდნენ ისინი კარგ სურათებად.
"ბავშვები წუხდნენ, რომ მშობლები ისეთ ფოტოებს უქვეყნებდნენ, სადაც მათ თავი არ მოსწონთ. მაგალითად ისეთს, სადაც თმა აჩეჩილია, ან არც ისე საყვარელი კაბა აცვიათ. ბევრ კონტექსტში მშობლები ამას დიდ პრობლემად არ აღიქვამენ, მაგრამ ბავშვებმა, რომლებიც თინეიჯერები არიან, ეს შეიძლება მათი რეპუტაციის შელახვად ჩათვალონ, რასაც, საბოლოოდ, კიბერ-ბულინგთან მივყავართ.
სხვა პოტენციური რისკი, რომელიც შვილის სურათების საჯაროდ გავრცელებას მოჰყვება, "ბავშვის ონლაინ გატაცებაა", - ამბობს პროფესორი სიიბაკი.
ის კრიმინალურ ტაქტიკას გულისხმობს, რომლის დროსაც უცნობები ინტერნეტსივრცეში საჯაროდ განთავსებულ ბავშვების ფოტოებს უნებართვოდ იღებენ და იყენებენ მას თაღლითური ან სექსუალური მიზნებისთვის.
უნდა აღიქვან თუ არა მშობლებმა ბავშვების სურვილები უფრო სერიოზულად?
ბევრი მშობელი გრძნობს პასუხისმგებლობას შვილის კეთილდღეობაზე, თუმცა, ამის პარალელურად მათი ნაწილი ფიქრობს, რომ სურათების გამოქვეყნებისას მათგან ნებართვა არ სჭირდებათ და ფოტოები ზიანს არავის და არაფერს აყენებს.
თუმცა, როგორც პროფესორი სიიბაკი აღნიშნავს, მშობლებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ შვილის თხოვნა სურათის ატვირთვასთან დაკავშირებით.
"მარტივი საუბარი იმაზე, თუ როგორი ფოტოები მოსწონთ ბავშვებს და როგორი ფოტოს ატვირთვაა მათთვის მისაღები, უკვე აუმჯობესებს მშობლებისა და შვილების ურთიერთობას".
მშობლები ხშირად უწესებენ შვილებს ინტერნეტის გამოყენების მკაცრ წესებს, რათა მათი პირადი სივრცე დაცული იყოს, თუმცა, სამწუხაროდ, წესები მხოლოდ ბავშვებზე მოქმედებს და არა თავად მშობლებზე.
კონრადიც და სარაც ყურადღებას იმაზე ამახვილებენ, რომ მშობლებს კარგად არ ესმით, როგორ შეიძლება ინტერნეტში საჯაროდ დადებული ფოტოები გავირუსდეს.
"თავიდან, დედაჩემს გაეცინა და მითხრა, რომ არავინ ნახავდა ფოტოებს, ეს მხოლოდ მეგობრებისთვის იყო, მიუხედავად იმისა, რომ მისი ინსტაგრამის ანგარიში საჯარო იყო", - ამბობს კონრადი. თუმცა, საბედნიეროდ, მშობელთან ლაპარაკის შემდეგ დედამისმა ყველაფერი გაიგო და ახლა მას ნებართვას სთხოვს, სანამ კონრადის ფოტოს ატვირთავს.
როგორ დავარწმუნოთ მშობლები, რომ მათი ანგარიშის პარამეტრები შეცვალონ?
ეს არც ისე მარტივია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათი იმაზეც ვერ ვითანხმებთ, რომ შვილების სურათები არ გამოაქვეყნონ.
კონრადი შვილებს ურჩევს, რომ მშობლებს მათივე ენით ესაუბრონ:
"მაგალითად, მე ჩემს მშობელს ვკითხავდი, როგორ იგრძნობდა თავს, თუ მისი მშობლები ისეთ ფოტოებს გაგზავნიდნენ გაზეთში გამოსაქვეყნებლად, რომლებიც მას არ მოსწონდათ".
"როდესაც დედას ემოციურად ვესაუბრებოდი და ვეუბნებოდი, რომ ჩემი ბავშვობის სურათებში საშინლად გამოვიყურებოდი, ან იმ ფოტოების გამოქვეყნება ჩემთვის უბრალოდ მიუღებელი იყო, ის მპასუხობდა, რომ სხვებისთვის ეს ყველაფერი უბრალოდ საყვარლობა იყო. როგორც კი დავიწყე კიბერუსაფრთხოების პრობლემის ახსნა, დედაჩემი დამთანხმდა, რომ უფრო ფრთხილი იქნებოდა", - ამბობს სარა.
დედამისი ისევ აქვეყნებს მის სურათებს მისი ნებართვის გარეშე, თუმცა, სარა ამჩნევს, რომ მან კონფიდენციალურობის პარამეტრები დახვეწა. ამასთან, სარამაც შეცვალა საკუთარი პარამეტრები — მის მეგობრებს არ შეუძლიათ იმ ფოტოების ნახვა, რომლებზეც დედა თაგავს.
ბევრი მშობლისთვის ფოტოების გაზიარება სიყვარულის გამოხატულებაა.
"ეს ერთ-ერთი გზაა იმის საჩვენებლად, თუ როგორ ენატრებათ შვილი, რომელიც მათთან აღარ ცხოვრობს. ეს ის ერთადერთი მიზეზია, რის გამოც დედა არ შევაჩერე", - ამბობს სარა.
-
საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ დავით არდაზიშვილი დაინიშნა საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ დავით არდაზიშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
ვის და რისთვის გადაეცა 2026 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ვის და რისთვის გადაეცა 2026 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე და მარიამ ლაშხი ტანზანიაში გაემგზავრნენ შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე და მარიამ ლაშხი ტანზანიაში გაემგზავრნენ
გადახედვა
-
თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
"მტკიცებულებაა საჭირო" — კალაძე ციხეში პატიმრის სავარაუდო გაუპატიურებაზე "მტკიცებულებაა საჭირო" — კალაძე ციხეში პატიმრის სავარაუდო გაუპატიურებაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ინდოეთის ელჩს შეხვდა ირაკლი კობახიძე ინდოეთის ელჩს შეხვდა
გადახედვა
-
კობახიძის განკარგულებით, უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო და სოციალური მხარდაჭერა 1-ელ იანვრამდე გახანგრძლივდა კობახიძის განკარგულებით, უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო და სოციალური მხარდაჭერა 1-ელ იანვრამდე გახანგრძლივდა
გადახედვა
-
8 ოქტომბერს ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართება 8 ოქტომბერს ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართება
გადახედვა
-
"არც დავიღლებით, არც გავჩერდებით" — ბაჩალიაშვილის ოჯახი მე-9 კვირაა პროკურატურასთან აქციებს მართავს "არც დავიღლებით, არც გავჩერდებით" — ბაჩალიაშვილის ოჯახი მე-9 კვირაა პროკურატურასთან აქციებს მართავს
გადახედვა
-
სახალხო დამცველის რწმუნებულები აცხადებენ, რომ დავითაძის კლინიკაში არ გადასვლა პროტესტის ფორმაა — რას ითხოვს? სახალხო დამცველის რწმუნებულები აცხადებენ, რომ დავითაძის კლინიკაში არ გადასვლა პროტესტის ფორმაა — რას ითხოვს?
გადახედვა
-
"დაცულია ყველა პატიმრის უსაფრთხოება" — პაატა სალია გიორგი დავითაძეზე "დაცულია ყველა პატიმრის უსაფრთხოება" — პაატა სალია გიორგი დავითაძეზე
გადახედვა
-
საზღვაო ტრანსპოტის სააგენტო: ბათუმის სიახლოვეს დაფიქსირდა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი თურქული კომპანიის გემი საზღვაო ტრანსპოტის სააგენტო: ბათუმის სიახლოვეს დაფიქსირდა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი თურქული კომპანიის გემი
გადახედვა
-
მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს — რა ვიცით სავარაუდო მკვლელზე? მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს — რა ვიცით სავარაუდო მკვლელზე?
გადახედვა
-
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას
-
გიორგი დავითაძის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი კლინიკაში მას შემდეგ გადავა, რაც პატიმრებს დეესკალაციის ოთახებიდან გამოიყვანენ გიორგი დავითაძის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი კლინიკაში მას შემდეგ გადავა, რაც პატიმრებს დეესკალაციის ოთახებიდან გამოიყვანენ
გადახედვა
-
ივა კუზანოვი, გია მურღულია, ნუგზარ რუხაძე — ვის მიენიჭა "საპატიო თბილისელის" წოდება? ივა კუზანოვი, გია მურღულია, ნუგზარ რუხაძე — ვის მიენიჭა "საპატიო თბილისელის" წოდება?
გადახედვა
-
მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
გადახედვა
-
ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
გადახედვა
-
თბილისში ახალგაზრდა კაცმა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიღო თბილისში ახალგაზრდა კაცმა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიღო
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით
გადახედვა
-
"თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა, სასჯელს 20-კაციან საკანში იხდიდა" — პენიტენციური გარდაცვლილ პატიმარზე "თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა, სასჯელს 20-კაციან საკანში იხდიდა" — პენიტენციური გარდაცვლილ პატიმარზე
გადახედვა




კომენტარები