თბილისში, ავჭალაში, ლიბანის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტი სპარი დააყაჩაღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ ყაჩაღობის საქმეზე ორი პირი დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. ამ მუხლით გათვალისწინებულია პატიმრობა ექვსიდან ცხრა წლამდე.