2016 წელს ქუთაისის ერთ-ერთ ქუჩაზე გაკეთებული სანიაღვრე სისტემა წყალს არ ატარებს — აუდიტი
ფოტო: აუდიტის სამსახური
სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის ერთ-ერთ ქუჩაზე 2016 წელს გაკეთებული სანიაღვრე სისტემა დაზიანებულია და წყალს არ ატარებს, ბეტონის თავსახურავების ნაწილი კი ჩამტვრეულია. ანგარიშში ნათქვამია, რომ სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა და პროექტის დაგეგმვა/შესრულებაში ხარვეზების გამო მერიამ 168,2 ათას ლარზე მეტი არაეფექტიანად დახარჯა.
როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ასათიანი ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციისთვის მუნიციპალიტეტმა 2015 წელს 303,9 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. იმის გამო, რომ სანიაღვრე არხების მოწყობამდე მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა იყო აუცილებელი, მერიამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყვიტა.
დასკვნაში წერია, რომ მერიამ ერთი წლის შემდეგ სისტემის რეაბილიტაცია გადაწყვიტა და ტენდერის გამოცხადების გარეშე პროექტის შესრულება მის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპი სპეციალურ სერვისებს დაავალა:
"აღსანიშნავია, რომ 2015 წელს გამოცხადებულ ტენდერში, მერიას მოთხოვნილი ჰქონდა არანაკლებ 408 ათასი ლარის გამოცდილება, ხოლო 2016 წელს იგივე პროექტის შესრულება დაავალა გამოცდილების არ მქონე ა(ა)იპ-ის".
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მუნიციპალიტეტმა არ იცის სანიაღვრე სისტემის მოწყობისთვის ზუსტად რა თანხა დაიხარჯა. მათივე თქმით, მუნიციპალიტეტს არ ჰქონდა შედგენილი შესრულებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა, სადაც პროექტის სრული ღირებულება იქნებოდა დაანგარიშებული.
დოკუმენტის მიხედვით, 168,2 ათასი ლარის არმირებული კონსტრუქციები შეიძინეს.
"გარდა ამისა, პროექტის განსახორციელებლად საჭირო იყო სხვა სამშენებლო მასალები, ტექნიკური და შრომითი რესურსი. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სანიაღვრე სისტემის მოწყობისათვის დახარჯულია 168,2 ათას ლარზე მნიშვნელოვნად მეტი თანხები", — ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში.
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
კახა კალაძე: "რუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს" კახა კალაძე: "რუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს"
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით? კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
-
ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
გადახედვა
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
-
ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება 27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება
გადახედვა
კომენტარები