გაიცანით სხვა შუაღამის კიდევ ოთხი წამყვანი — მეორე ოთხეული
On.ge-ს მკითხველისთვის ახალი ამბავი არ არის, რომ რუსთავი 2-ის ეთერში 25 მარტიდან ახალი გადაცემა, სხვა შუაღამე იწყება. ამ თემის გარშემო ფეისბუქზე არაერთი კითხვა გაჩნდა: ვინ იქნება წამყვანი? კვირაში რამდენჯერ გავა გადაცემა? რა თემაზე იქნება ის?
განსაკუთრებულად დიდ ინტერესს იწვევს წამყვანების ვინაობა. სხვა შუაღამე კვირაში ექვსჯერ გავა და ის გვიან ღამით დაიწყება. მას ჯამში 12 წამყვანი გაუძღვება, რომლებიც სამ ოთხეულად იქნებან განაწილებულნი.
პირველი ოთხეულის შესახებ ჩვენ უკვე მოგიყევით, დღეს კი კიდევ ოთხ წამყვანს გაგაცნობთ, რომლების სხვა შუაღამეს ოთხშაბათსა და ხუთშაბათს წაიყვანენ. ისინი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები არიან, თუმცა ასეთ გადაცემაში მათ პირველად ნახავთ, რადგან სხვა შუაღამე ქართულ ტელესივრცეში სრულიად ახალი მოვლენაა.
ნანკა კალატოზიშვილი
ნანკას ქართველი მაყურებლების წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. მას საზოგადოება არაერთი ფილმიდან, სპექტაკლიდან და ტელეგადაცემიდან იცნობს. წარსულში მას მიჰყავდა გადაცემა სიმართლის დრო, ინტუიცია, Facecontrol და ცეკვავენ ვარსკვლავები. ამჟამად ის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრისა და მარჯანიშვილის თეატრის მიწვეული მსახიობია, თუმცა ტელევიზიას ძალიან მალე, სწორედ სხვა შუაღამეში დაუბრუნდება.
"დიდი ხანია ტელევიზიაში პროექტი არ მქონია და როდესაც მივიღე ეს შემოთავაზება, ძალიან გამიხარდა და დავინტერესდი, რაც გადაცემის კონცეფციის დამსახურებაცაა. მითუმეტეს, რომ როგორც გაირკვა, ყველა ჩემი მეგობარი ეთერში ჩემთან ერთად იქნება", - გვითხრა ნანკამ.
ნანკას ღამის ეთერში გადაცემა წარსულშის მიჰყავდა, თუმცა ფიქრობს, რომ ეს სრულიად განსხვავებული გამოცდილება იქნება.
"როცა ახალ საქმეს ვიწყებ, ყოველთვის მაქვს განცდა, რომ აქამდე არაფერი გამიკეთებია და თითოეული პროექტი ახალი დაბადებაა ჩემთვის. მომწონს ეს შეგრძნება, რადგან ძალიან მეხმარება წინსვლაში", - გვიყვება მსახიობი და ტელეწამყვანი.
მიუხედავად იმისა, რომ სხვა შუაღამის მსგავსი პროექტი ქართულ ტელევიზიაში ჯერ არ ყოფილა, ნანკა კალატოზიშვილს ეს ფაქტი არ აშინებს. ფიქრობს, რომ მღელვარება ნორმალურია, მაგრამ გამოწვევისთვის მზად არის.
"თუ არ ცდი, ვერასდროს გაიგებ რა იქნება. ამიტომ არ მეშინია უცხო ფორმატის, თუმცა მღელვარება ნორმალურია და ვფიქრობ იმაზე, როგორი იქნება გადაცემა საბოლოო ჯამში", - ამბობს ის.
მისთვის ღამის ეთერი ძალიან კომფორტული პერიოდი აღმოჩნდა გადაცემის წასაყვანად, რადგან ამბობს, რომ ნამდვილი ღამურაა და ღამის საათებში უფრო მეტად ენერგიულია. ნანკამ On.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რომ ახლა მის ცხოვრებაში ძალიან აქტიური პერიოდი იწყება - სპექტაკლები, რეპეტიციები და ახალი გადაცემა. ასეთი გრაფიკის შეთავსება, როგორც ის ამბობს, რთულია, მაგრამ ამავდროულად, საინტერესო.
"მიხარია, რომ გადაცემა ღამით გადის, რადგან არ მომიწევს რეპეტიციებისა და სპექტაკლების გადატანა ან გაუქმება. გრაფიკი საკმაოდ დატვირთული მექნება, მაგრამ ეს უფრო მეტად მსიამოვნებს, რადგან საინტერესო პროცესი იქნება", - გვითხრა ნანკამ.
სხვა შუაღამის შესახებ წამყვანი ფიქრობს, რომ დიდ დროს დაუთმობს ეკოლოგიაზე საუბარს, რადგან ეს თემა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
"ეკოლოგიის პრობლემა ძალიან მაწუხებს და მინდა ვისაუბრო ყველაფერზე, რაც ამ საკითხს ეხება. მათ შორის, ადამიანების გულგრილობაზე, დაპირებებზე და პრობლემებზე, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას უკავშირდება", - ამბობს ის.
მისი აზრით, სხვა შუაღამე საინტერესო იქნება ყველა ასაკის ადამიანისთვის.
"მთავარია რას იტყვი გადაცემაში. ეს არ უნდა იყოს ზედაპირული საუბარი, არამედ სიღრმისეული და აზრიანი, რაც მგონია, რომ ამ გადაცემაში დიდი დოზით იქნება", - აღნიშნა ნანკამ.
ლელა წურწუმია
სხვა შუაღამის მეორე ვარსკვლავური ოთხეულის ერთ-ერთი წევრი სწორედ ქართული შოუ-ბიზნესის თვალსაჩინო წარმომადგენელი, ლელა წურწუმია იქნება. მას 1991 წლიდან დღემდე 12 ალბომი აქვს გამოშვებული, აქედან 7 კი სტუდიური. მისი სიმღერები დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. 2003 წელს ლელა წურწუმიას მუსიკალურმა ალბომმა "სულელი წვიმა", გაყიდვების მხრივ, ქართული შოუ-ბიზნესის რეკორდები მოხსნა. მას შემოქმედებითი საქმიანობა არასდროს შეუწყვეტია, თუმცა ახლა ლელა წურწუმიასთვის კიდევ ერთი ახალი ეტაპი იწყება.
ქართული ესტრადის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წარმომადგენელი გვიყვება, რომ გადაცემის წამყვანობაზე შემოთავაზება მოულოდნელად მიიღო და გადაწყვეტილების მისაღებად ფიქრიც დასჭირდა, თუმცა ამ გამოწვევას სიამოვნებით დათანხმდა.
"შემოთავაზება ძალიან პოზიტიურად მივიღე, მაგრამ ფიქრიც დამჭირდა, რადგან არ არის მარტივი პირდაპირ ეთერში მუშაობა. მართალია, გამოცდილება მაქვს, თუმცა ეს სხვა ფორმატია. ასე ფართოდ არ მისაუბრია სხვადასხვა თემებზე, აქ კი მომიწევს ისეთი თემების განხილვა, რომელიც დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს", - გვითხრა ლელა წურწუმიამ.
ფიქრობს, რომ სხვა შუაღამე ძალიან საჭირო და საინტერესო წამოწყებაა. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულად ემზადება ამ გამოცდილების მისაღებად.
"მე ძალიან ვეცდები, რომ ვიყო მაქსიმალურად მობილიზებული და ობიექტური. არსებობს რაღაც თემები, რაზეც მე სიღრმისეულად ვერ ვიმსჯელებ, თუმცა ვიქნები კარგი მსმენელი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია", - ამბობს მომღერალი.
ლელა წურწუმია სხვა შუაღამეს მნიშვნელოვანი თემების განხილვისა და გააქტიურების შესაძლებლობად მიიჩნევს. ამბობს, რომ შეეცდება თავისი გამოცდილება ბოლომდე გამოიყენოს და ხელი შეუწყოს როგორც მის ახალგაზრდა კოლეგებს სიმღერაში, ასევე ყველა იმ ადამიანს, ვინც გადაცემას უყურებს.
"ჩემი გამოცდილება ამ გადაცემაში ძალიან დამეხმარება. წლების განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ ვსწავლობდი ცხოვრებისგან და ვფიქრობ, შემიძლია ამ ცოდნის გაზიარება. მე შევეცდები, რომ დიდი დრო დავუთმო პრიორიტეტულ და მნიშვნელოვან საკითხებს და დავეხმარო ჩემს ახალგაზრდა კოლეგებს, ისევე როგორც თითოეულ მაყურებელს", - გვითხრა ლელა წურწუმიამ.
სხვა შუაღამის თანაწამყვანებთან კოლაბორაციაზე ლელა წურწუმია არ ღელავს, რადგან თითოეულ მათგანს კარგად იცნობს და სჯერა, რომ წარმატებულად ითანამშრმოლებენ.
"თითოეულ წამყვანს ბევრი წელია ვიცნობ, დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს და ჩემი აზრით, ძალიან წარმატებული თანამშრომლობა გვექნება. ისინი თავისი საქმის პროფესიონალები არიან, ამიტომ სანერვიულო ამ მხრივ არაფერი მაქვს. ჩვენ ერთად ვიმუშავებთ, რომ მაყურებლებმა სხვა კუთხიდანაც გაგვიცნოს და ხელახლა შეგვიყვაროს", - ამბობს ლელა წურწუმია.
აჩიკო სოლოღაშვილი
ოთხეულის კიდევ ერთი წევრი მსახიობი, რეჟისორი, ქორეოგრაფი და ტელეწამყვანი აჩიკო სოლოღაშვილი იქნება. უკვე რამდენიმე წელია რუსთავი 2-ზე სხვა შუადღე მიჰყავს, თუმცა ამის გარდა, აჩიკოს საზოგადოება ჩემი ცოლის დაქალებში შესრულებული როლით იცნობს. გარდა ამისა, ის ნანკა კალატოზიშვილის მსგავსად მუსიკისა და დრამის თეატრში მოღვაწეობს. პარალელურად კი, თეატრალურ უნივერსიტეტში მეტყველების პედაგოგად მუშაობს.
აჩიკო სოლოღაშვილი გვიყვება, რომ ახალი გადაცემის წაყვანაზე შემოთავაზება მოულოდნელად მიიღო.
"თეატრიდან მივდიოდით უცხოეთში, როცა პროდიუსერისგან გავიგე, რომ ახალი გადაცემა მზადდებოდა და წამყვანად განვიხილებოდი. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, როგორი ფორმატი იქნებოდა, თუმცა როცა დავბრუნდი, უკვე ყველაფერი გარკვეული იყო და სიამოვნებით დავთანხმდი", - ამბობს აჩიკო.
სხვა შუაღამეში, როგორც უკვე იცით, თემები სრულიად თავისუფალი და ყოველ გადაცემაში ერთმანეთისგან განსხვავებული იქნება, რაც აჩიკოს აზრით, ძალიან საინტერესოა.
"გადაცემა ძალიან საინტერესო იქნება თემების მრავალფეროვნების გამო. ჯერჯერობით არ ვიცი, კონკრეტულად რომელ თემებზე ვიქნები ფოკუსირებული, თუმცა დროთა განმავლობაში ყველაფერი გამოჩნდება. რაც მთავარია, მე მზად ვარ ნებისმიერი საინტერესო თემა განვიხილო და ვიმუშაო აქტიურად", - გვითხრა აჩიკომ.
ღამის ეთერი მისთვის ახალი გამოწვევაა, რადგან პირდაპირ ეთერი სპექტაკლების შემდეგ იწყება და ამის გამო, მისი გრაფიკიც უფრო მეტად გადატვირთული იქნება. მიუხედავად ამისა, თანაწამყვანებთან ერთად საინტერესო გადაცემის მომზადებაზე ფიქრობს და ამბობს, რომ მისთვის ამ ოთხეულთან ერთად მუშაობა დიდი კომფორტი იქნება.
"ჩვენი ოთხეული ძალიან მრავალფეროვანია, რაც გადაცემას უფრო მეტად საინტერესოს ხდის. ნანკასთან თეატრშიც ვარ და კარგად ვიცი მისი შესაძლებლობები. ლელა წურწუმიასა და ნიკა ლომიძეს კი არაჩვეულებრივი იუმორი აქვთ, ამიტომ მხოლოდ საუკეთესოს უნდა ელოდოს მაყურებელი ჩვენგან", - თქვა აჩიკომ.
ნიკა ლომიძე
ნიკა ლომიძის ცხოვრება ტელევიზიას მრავალი წლის წინ დაუკავშირდა. მას რუსთავი 2-ზე ახლაც მიჰყავს გადაცემა დილა უქმეებზე, რომელიც ეთერში შაბათ-კვირას გადის. გარდა ამისა, ის რუსთავი 2-ის გადაცემების მთავარი რეჟისორიც არის და ისეთ პროექტებზე მუშაობს, როგორიცაა მხოლოდ ქართული.
სხვა შუაღამის წამყვანობაზე შემოთავაზება მისთვისაც მოულოდნელი იყო. ამბობს, რომ ღამის ეთერში მუშაობა დიდი ხანია სურს, ამიტომ როდესაც პროექტის შესახებ გაიგო, სიამოვნებით დათანხმდა.
"ძალიან სპონტანურად მივიღე გადაწყვეტილება. დიდი ხანია მინდა, რომ ღამის ეთერში ვიმუშაო და აი, უცებ ამიხდა სურვილი. ახლა ბურთიც ჩემია და მოედანიც", - ამბობს ნიკა ლომიძე.
მის გადაწყვეტილებაშიც დიდი როლი თანაწამყვანების ვინაობამ ითამაშა. ნიკას აზრით, სხვა შუაღამის წამყვანები გამორჩეული ადამიანები არიან და მათთან მუშაობა დიდი სიამოვნება იქნება მისთვის.
"აჩიკო სოლოღაშვილი ყველამ იცის, რომ ამოუწურავი უნარების მქონე ადამიანია და ცხადია, მასთან ერთად გადაცემის წაყვანა დიდი ბედნიერებაა. ლელა წურწუმიას საზოგადოება კარგად იცნობს და ის ჩემთვის, ისევე როგორც ყველასთვის, ქართული სცენის ნამდვილი ვარსკვლავია. დარწმუნებული ვარ, მას საზოგადოება კიდევ ბევრი კუთხით გაიცნობს და მიხარია, რომ მეც ამ პროცესის ნაწილი ვიქნები. ნანკა კალატოზიშვილი კი, უზომოდ ნიჭიერი ადამიანია, რომელსაც დიდი ხანია ვიცნობ", - გვითხრა ნიკა ლომიძემ.
ამბობს, რომ სხვა შუაღამე მისთვის ახალი გამოცდილება იქნება, რადგან ფორმატი ძალიან განსხვავებულია სხვა გადაცემებისგან. მაყურებელს პირდება, რომ მათთან ერთად უამრავ სიახლეს აღმოაჩენს და შემეცნების პროცესის მონაწილე გახდება.
"მე ვიქნები ადამიანი, რომელიც მაყურებელთან ერთად ისწავლის ბევრ რამეს. ცხადია, მეც არ ვარ ყველა თემაში ბოლომდე გათვითცნობიერებული და შევეცდები, უფრო მეტად გავერკვე რაღაცებში. მინდა, რომ ვიმსჯელოტ ყველა საინტერესო თემაზე, მაგრამ არ ვიყოთ ის ადამიანები, რომლებიც მაყურებლებს რამე აზრს ახვევენ თავზე. სწორედ ამიტომაც ვართ ამდენნი, რომ განსხვავებული აზრები ისმოდეს", - ამბობს ის.
ნიკა ლომიძე ფიქრობს, რომ სხვა შუაღამე მორგებული იქნება ყველა იმ ადამიანის ინტერესებზე, რომლებსაც ტელევიზორის ყურება უყვართ, თუმცა აქამდე არჩევანის არ არსებობის გამო მოძველებული ფილმების ნახვა უწევდათ.
"სხვა შუაღამე ძალიან ჭკვიანური ჩანაფიქრია, რადგან ქართულ ტელევიზიაში ღამის ეთერი ფაქტობრივად არ არსებობს. ადამიანები, რომლებსაც გადაცემების ნახვა უნდათ ღამით, ფაქტობრივად არჩევანის გარეშე არიან დარჩენილნი და უწევთ გადახვევა ან ძველი ფილმების ყურება. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი პროექტი ამ რეალობას შეცვლის", - თქვა მან.
სხვა შუაღამის პირველი გადაცემა რუსთავი 2-ის ეთერში 25 მარტს პირდაპირ ეთერში გავა, რომელსაც პირველი ოთხეული წაიყვანს. ოთხშაბათსა და ხუთშაბათს კი, გადაცემას მეორე ოთხეული წაიყვანს.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაილია ღლონტი: დაიწყეს დარეკვები ისევ! იგივე რუსული სცენარია, რაც რუსული კანონის დროს –— რეკავენ და გემუქრებიან ილია ღლონტი: დაიწყეს დარეკვები ისევ! იგივე რუსული სცენარია, რაც რუსული კანონის დროს –— რეკავენ და გემუქრებიან
-
გადახედვავანო გომურაშვილი: დამირეკეს, მაგინეს, დამემუქრნენ, მითხრეს რომ მომაგნებდნენ და მაგრად მცემდნენ ვანო გომურაშვილი: დამირეკეს, მაგინეს, დამემუქრნენ, მითხრეს რომ მომაგნებდნენ და მაგრად მცემდნენ
-
გადახედვათბილისის მერია მომიტინგეებს: ნაძვის ხის მონტაჟი არ არის ბოლომდე დასრულებული — უსაფრთხოების მიზნით მასზე არ ახვიდეთ თბილისის მერია მომიტინგეებს: ნაძვის ხის მონტაჟი არ არის ბოლომდე დასრულებული — უსაფრთხოების მიზნით მასზე არ ახვიდეთ
-
გადახედვარუსული მედიები: ბაშარ ალ-ასადი, ოჯახთან ერთად, მოსკოვში ჩავიდა რუსული მედიები: ბაშარ ალ-ასადი, ოჯახთან ერთად, მოსკოვში ჩავიდა
-
გადახედვააჩი არველაძე: აქ დავდიოდი აპრილის დღეებში, და ყველაზე მეტი რაზეც ვბრაზდები, არ მეშინოდა არაფრის, მაგრამ ახლა მეშინია აჩი არველაძე: აქ დავდიოდი აპრილის დღეებში, და ყველაზე მეტი რაზეც ვბრაზდები, არ მეშინოდა არაფრის, მაგრამ ახლა მეშინია
-
გადახედვათათა თავდიშვილი: გამოიცანით, რა უნდა მექნა ისეთი,რომ ჩემს შესაჩერებლად ახლო დამიზნებით რეზინის ტყვია გამოეყენებინათ თათა თავდიშვილი: გამოიცანით, რა უნდა მექნა ისეთი,რომ ჩემს შესაჩერებლად ახლო დამიზნებით რეზინის ტყვია გამოეყენებინათ
-
გადახედვაალექსანდრე დარახველიძე: (მინდია გაბაძის ცემის ფაქტზე) პოლიციელს ვერ მოვთხოვთ ჩვენ იმ უნარ-ჩვევებს, რაც შეიძლება მოსთხოვო სპეცრაზმელს ალექსანდრე დარახველიძე: (მინდია გაბაძის ცემის ფაქტზე) პოლიციელს ვერ მოვთხოვთ ჩვენ იმ უნარ-ჩვევებს, რაც შეიძლება მოსთხოვო სპეცრაზმელს
-
გადახედვაგიორგი ვაშაძის სახლთან პოლიციაა მობილიზებული — გავრცელებული ცნობით, მას გამოკითხვაზე იბარებენ გიორგი ვაშაძის სახლთან პოლიციაა მობილიზებული — გავრცელებული ცნობით, მას გამოკითხვაზე იბარებენ
-
გადახედვაბექა ყორშია 2 200-ლარიანი ჯარიმით გაათავისუფლეს ბექა ყორშია 2 200-ლარიანი ჯარიმით გაათავისუფლეს
-
გადახედვაემანუელ მაკრონმა სალომე ზურაბიშვილს ელისეის სასახლეში უმასპინძლა ემანუელ მაკრონმა სალომე ზურაბიშვილს ელისეის სასახლეში უმასპინძლა
-
გადახედვაგიორგი კვირიკაშვილი: თავდამსხმელების დაუსჯელობის შემთხვევაში, შემდეგი გაჩერება იქნება სრულიად სხვაგვარი ქვეყანა გიორგი კვირიკაშვილი: თავდამსხმელების დაუსჯელობის შემთხვევაში, შემდეგი გაჩერება იქნება სრულიად სხვაგვარი ქვეყანა
-
გადახედვაკახა კალაძე: ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც პირდაპირ ახალისებენ ძალადობას კახა კალაძე: ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც პირდაპირ ახალისებენ ძალადობას
-
გადახედვამოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას — თიბისი მისი 2 თანამშრომლის დაკავებას ეხმაურება მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას — თიბისი მისი 2 თანამშრომლის დაკავებას ეხმაურება
-
გადახედვაკახა კალაძე: დღეიდან რუსთაველის გამზირზე დაიწყო საახალწლო სამზადისთვის საჭირო სამუშაოები კახა კალაძე: დღეიდან რუსთაველის გამზირზე დაიწყო საახალწლო სამზადისთვის საჭირო სამუშაოები
-
გადახედვაგიორგი ქოჩორაშვილი: თავისუფლება ყველა უკანონო პატიმარს! თავისუფლება სასტიკად ნაცემ ჟურნალისტებს! თავისუფლება საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებს! გიორგი ქოჩორაშვილი: თავისუფლება ყველა უკანონო პატიმარს! თავისუფლება სასტიკად ნაცემ ჟურნალისტებს! თავისუფლება საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებს!
-
გადახედვაNGO-ების განცხადება გუშინდელ მოვლენებზე: დაკავებული პირების უმრავლესობას აღენიშნებოდა სხვადასხვა ხარისხის დაზიანება NGO-ების განცხადება გუშინდელ მოვლენებზე: დაკავებული პირების უმრავლესობას აღენიშნებოდა სხვადასხვა ხარისხის დაზიანება
-
გადახედვა"რესპუბლიკის მოედანზე" მედიის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს "რესპუბლიკის მოედანზე" მედიის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვა"ნაცმოძრაობა" ვერც არჩევანს წაართმევს ქართველ ხალხს და ვერც ახალ წელს — ირაკლი კობახიძე "ნაცმოძრაობა" ვერც არჩევანს წაართმევს ქართველ ხალხს და ვერც ახალ წელს — ირაკლი კობახიძე
-
გადახედვაბათუმელი ჟურნალისტები თბილისში აქციებზე დაშავებულ კოლეგებს სოლიდარობას უცხადებენ ბათუმელი ჟურნალისტები თბილისში აქციებზე დაშავებულ კოლეგებს სოლიდარობას უცხადებენ
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: თუ ვინმე ამტკიცებს ევროპელობას რუსთაველის გამზირზე, ეს გმირი პოლიციელები არიან ირაკლი კობახიძე: თუ ვინმე ამტკიცებს ევროპელობას რუსთაველის გამზირზე, ეს გმირი პოლიციელები არიან
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: ვინც ძალადობას მხოლოდ ერთი მიმართულებით გმობს, ის ნებსით თუ უნებლიედ, თავად ახალისებს ძალადობას ირაკლი კობახიძე: ვინც ძალადობას მხოლოდ ერთი მიმართულებით გმობს, ის ნებსით თუ უნებლიედ, თავად ახალისებს ძალადობას
კომენტარები