გაიცანით სხვა შუაღამის წამყვანები — პირველი ოთხეული
On.ge-ს მკითხველმა უკვე კარგად იცის, რომ რუსთავის 2-ის ეთერში სულ მალე ახალი გადაცემა, სხვა შუაღამე დაიწყება. მას 12 ერთმანეთისგან განსხვავებული წამყვანი ეყოლება, რომლებიც კვირაში 6-ჯერ ღამის 12 საათიდან პირდაპირ ეთერში იქნებიან.
გადაცემის წამყვანებად საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ადამიანები შეირჩნენ, რომლებმაც თავიანთი საქმიანობით თავი არაერთხელ დაგვამახსოვრეს. მათთან ერთად, გადაცემაში გამოჩნდებიან ახალი, შედარებით უცნობი სახეებიც. 12 წამყვანი სამ ოთხეულად იქნება განაწილებული.
აქამდე წამყვანების ვინაობა სიურპრიზი იყო, თუმცა როგორც შეგპირდით, On.ge-ს მკითხველს ეტაპობრივად გაგაცნობთ მათ ვინაობას. ეს კი ის ოთხეულია, ვინც გადაცემას "გახსნის":
ნინო დარასელი
ნინო დარასელს მაყურებელი საკმაოდ კარგად იცნობს. მისი სატელევიზიო კარიერა ორი ათწლეულის წინ მეორე არხზე დაიწყო, თუმცა მას შემდეგ თავი სხვადასხვა სფეროებშიც მოსინჯა. მან ერთი წლის წინ ონლაინ ჟურნალი AT.ge დააფუძნა, რომელმაც მკითხველის ნდობა ძალიან მალე დაიმსახურა.
On.ge-სთან საუბარში ნინო ამბობს, რომ ტელევიზიაში დაბრუნებაზე ბევრჯერ თქვა უარი, თუმცა სხვა შუაღამის წამყვანობა სრულიად ახალი გამოწვევა აღმოჩნა, რომელსაც დიდი ენთუზიაზმით ეკიდება.
"ბევრჯერ ვთქვი ტელევიზიაში დაბრუნებაზე უარი, მაგრამ როდესაც რუსთავი 2-ისგან მივიღე ზარი, ბევრი არ მიფიქრია, მაშინვე დავთანხმდი. ამ შემთხვევაში, სიტყვებმა დაასწრო გონებას პასუხის გაცემა", - ამბობს ნინო დარასელი.
გადაცემის ფორმატი არ აშინებს, რადგან მისი თქმით, ისედაც არ სძინავს ბევრი. ფიქრობს, რომ ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა ბევრი ძილისთვის და ურჩევნია, ენერგია ისეთ საინტერესო საქმეს დაუთმოს, როგორიც სხვა შუაღამეა.
"ბევრი ძილი არ მიყვარს, ძალიან ცოტა ხანი მძინავს ხოლმე, რადგან ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა, ასე რომ, სხვა შუაღამის ეთერში გასვლის დრო არ მაშინებს", - ამბობს ნინო.
ნინო დარასელის თქმით, მისთვის ეს გადაცემა საინტერესო იქნება თემების მრავალფეროვნების გამო. სხვა შუაღამეში გაირჩევა ყველაფერი, მათ შორის კულტურის სფეროში მიმდინარე მოვლენები, აქტუალური თემები და ა.შ.
"მომწონს, რომ თემებში შეზღუდული არ ვართ და ვისაუბრებთ ყველაფერზე, რაც ძალიან აქტუალურია და ასევე ყველაფერზე, რაც საინტერესოა, მაგრამ ყურადღების მიღმა დარჩა", - გვითხრა ნინო დარასელმა.
ნოდარიკო ხუციშვილი
ნოდარიკო ხუციშვილი ქართველი მაყურებლებისთვის უკვე კარგად ნაცნობი და საყვარელი პერსონაა, რომელიც ფართო საზოგადოებამ რუსთავი 2-ის მუსიკალურ გადაცემაში, მხოლოდ ქართულში გაიცნო. ყველამ კარგად იცის მისი მუსიკალური მონაცემები და ძალიან ბევრი მის ნამღერს ათასში გაარჩევს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ნოდარიკო პროფესიით მარკეტოლოგი და ტურიზმის სპეციალისტია.
ის ხშირად აწყობს ტურისტებისთვის სპეციალურ ტურებს და საქართველოს პოპულარიზაციით არის დაკავებული. უნდა, რომ ამ პროფესიას დიდი დრო დაუთმოს და კიდევ ბევრი ტურისტი დააინტერესოს თავისი სამშობლოთი.
მის გულშემატკივრებს ნოდარიკოს გაცნობა კიდევ ერთი კუთხიდანაც შეეძლებათ, რადგან სწორედ ის იქნება სხვა შუაღამის წამყვანების პირველი ოთხეულის ერთ-ერთი წევრი. მართალია, წარსულში ტელეწამყვანობის გამოცდილება არ ჰქონია, მაგრამ ახალი გამოწვევა არ აშინებს. ფიქრობს, რომ პირდაპირი ეთერის დაძაბულობას მარტივად გადალახავს.
"როდესაც პირველად მივიღე შემოთავაზება, რომ ახალ პროექტში მიმეღო მონაწილეობა და წამყვანის როლი მომერგო, ძალიან ბევრი კითხვა დავსვი, მაგრამ ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, მიმეღო ეს გამოწვევა და მეცადა. მით უმეტეს, რომ ღამით ისედაც იშვიათად მძინავს, მთელი ცხოვრებაა ძილის პრობლემები მაქვს, თან პროექტი ძალიან საინტერესოა ", - ამბობს ნოდარიკო ხუციშვილი.
პოლიტიკაზე საუბარს არ აპირებს, რადგან ფიქრობს, რომ არ გააჩნია საჭირო კომპეტენცია და ამიტომ, სხვა თემებზე ურჩევნია ფოკუსირება.
"ჩემთვის ერთგვარი გამოწვევაა ესეც, მაინტერესებს, როგორ გამომივა წამყვანობა. რაც შეეხება თემებს, ყველაფერზე ვიმუშავებ, რასთან დაკავშირებითაც ჩემი აზრი მექნება, თუმცა მორალის კითხვას არ ვაპირებ. მომწონს, რომ თემები თავისუფალია და მრავალი მიმართულებით მექნება შესაძლებლობა გამოვხატო ჩემი აზრი. პოლიტიკაში ვერ ვერკვევი, ამიტომ მირჩევნია, ამ თემისგან ვდისტანცირდე", - გვითხრა ნოდარიკომ.
მისი აზრით, გადაცემა ყველას ინტერესებზე იქნება მორგებული, ვისაც ღამის თორმეტ საათზე ღვიძავს და ტელევიზორის ყურება სურს.
სანდრო კაკულია
სანდრო კაკულია იმდენად მრავალპროფილური ადამიანია, რომ მასზე მხოლოდ ერთი რეგალიით ვერ შემოვიფარგლებით. ამიტომაც გეტყვით, რომ ის ჩცდ-ს მსახიობობის პარალელურად, რომელშიც სანდრექსას როლს ასრულებდა, მწერალი და დრამატურგი, ამავდროულად კი წარმატებული მარკეტერია.
მართალია, კამერებთან თავს უცხოდ არ გრძნობს, მაგრამ პირდაპირ ეთერში გადაცემის წაყვანა მისთვისაც რთული, მაგრამ საინტერესო გამოწვევაა. არადა, წამყვანობაზე შემოთავაზებას ძალიან სწრაფად, ფიქრის გარეშე დათანხმდა, რადგან გადაცემის კონცეფციით და ახალი შესაძლებლობით ძალიან მოიხიბლა.
"როდესაც გავიგე, რომ სხვა შუაღამე იწყებოდა და ერთ-ერთ წამყვანად ჩემს კანდიდატურას განიხილავდნენ, ბევრი არ მიფიქრია, მაშინვე დავთანხმდი. შეხვედრაზე პირდაპირ ვუთხარი, რომ მზად ვიყავი მიმეღო ეს გამოწვევა, რადგან მივხვდი, რომ გუნდი ძალიან მოწადინებული იყო წარმატებული პროექტის შესაქმნელად", - გვიამბო სანდრო კაკულიამ.
ფიქრობს, რომ ასეთი გადაცემა ქართული ტელევიზიისთვის ძალიან საჭირო და დროული იყო. მისი აზრით, ტელევიზორის მაყურებლები ღამით საინტერესო კონტენტის დეფიციტს განიცდიან და სხვა შუაღამე ამ დანაკლისს აუცილებლად შეავსებს.
"ჩემი აზრით, ქართველ მაყურებელს მობეზრდა ღამის ეთერში ძველი მხატვრული ფილმების ყურება, რომელიც ბევრჯერ აქვს ისედაც ნანახი. სხვა შუაღამე ზუსტად დროული და საჭირო გადაცემაა, რომელიც აუცილებლად იქნება ძალიან წარმატებული", - ამბობს სანდრო.
მისი აზრით, სხვა შუაღამე მაყურებლებს ძალიან მალე მოიზიდავს, რადგან ის იქნება სრულიად დამოუკიდებელი, თავისუფალი და მრავალფეროვანი, რომელსაც საინტერესო წამყვანები ეყოლება.
"ჩვენ ვიქნებით სრულიად თავისუფალი ადამიანები, რომლებსაც ყველა თემაზე განსხვავებული შეხედულებები გვაქვს. გადაცემა იქნება მრავალფეროვანი, საინტერესო და ენერგიული, რომელსაც მაყურებელი აუცილებლად შეიყვარებს", - გვითხრა მან.
სანდრო მაყურებელს პირდება, რომ მათ წინაშე სრულიად გულწრფელი იქნება და შეეცდება, მათთვის საინტერესო თემები განიხილოს.
"მე ვპირდები მაყურებელს, რომ სრულიად გულწრფელი ვიქნები, რადგან არ ვარ ისეთი ადამიანი, რომელსაც თამაში შეუძლია კამერებთან. ასევე ვიქნები ენერგიული და რაც მთავარია, შევეცდები მთელი საქართველოს, ყველა ასაკის მაყურებლის ერთსულოვანი ხმა ვიყო პირდაპირ ეთერში", - თქვა სანდრომ.
სალომე დადუნაშვილი
სხვა შუაღამის წამყვანების ოთხეულის კიდევ ერთი წევრი სალომე დადუნაშვილი იქნება, რომელსაც მაყურებელი კვირის სხვა შუადღიდან იცნობს. იგი წარსულში საავტორო გადაცემის, დღე მუზეუმშის წამყვანი იყო, თუმცა კულინარიის მოყვარულები მას ამ სფეროდანაც კარგად იცნობენ.
კვირის შუადღის მაყურებლები მას კვლავ იხილავენ ამავე გადაცემაში, თუმცა 11 მარტიდან ის სხვა შუაღამეშიც ჩაერთვება. ფიქრობს, რომ ამ გადაცემის მთავარი ხიბლი თემებისა და წამყვანების მრავალფეროვნება იქნება, რომელიც მუდმივად ცვალებადია.
"ამ გადაცემაში არ არსებობს ერთი წამყვანისთვის მიმაგრებული თემა, ყველა ყველაფერშია ჩართული და ეს ძალიან საინტერესოა. კონცეფცია ასეთია - განსხვავებული წამყვანები, სხვადასხვა დღეებში სხვადასხვა პერსპექტივიდან განიხილავენ მრავალფეროვან თემებს, ასე რომ მაყურებლები არ მოიწყენენ", - ამბობს სალომე დადუნაშვილი.
სალომემ On.ge-სთან საუბარში გაგვიმხილა, რომ გადაცემაში ხშირად ეყოლებათ საინტერესო სტუმრები, რომლებიც ჩაერთვებიან საინტერესო თემების განხილვაში და წამყვანებთან გათანაბრებული უფლებები ექნებათ.
"სტუმრები, რომლებიც გადაცემაში მოვლენ, ჩართული იქნებიან თემების განხილვაში იმავე დოზით, როგორც წამყვანები. ეს იქნება საინტერესო დიალოგი მათთან და შევეცდებით სხვადასხვა თემების სიღრმისეულად გაშლას. გადაცემაში ჩართვა მაყურებლებსაც შეეძლებათ", - გვითხრა სალომემ.
ამბობს, რომ განწყობა ძალიან კარგი აქვს. მისი აზრით, ოთხეული ძალიან კარგად შეეწყობა ერთმანეთს, რადგან თითოეული მათგანს განსხვავებული გამოცდილება აქვს და ყველა თემას განსხვაბებულად წარმოაჩენენ.
"სხვა შუაღამეს სამი ოთხეული ეყოლება, რომლებიც ექვსი დღის განმავლობაში იქნებიან ღამის ეთერში. თითოეული ოთხეული კვირაში ორ დღეს გაუძღვება. ეს იქნება ძალიან საინტერესო პროცესი, რადგან წამყვანები ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები არიან, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ თავიანთ სფეროებში, რაც ქმნის ერთიან, საინტერესო კონცეფციას", - ამბობს სალომე დადუნაშვილი.
სხვა შუაღამის პირველი გადაცემა რუსთავი 2-ის ეთერში 25 მარტს პირდაპირ ეთერში გავა.
ამავე თემაზე:
-
სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის
გადახედვა
-
ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა" გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა"
გადახედვა
-
"ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე "ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე
გადახედვა
-
მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება
-
მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან
გადახედვა
-
სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე? სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე?
გადახედვა
-
WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
გადახედვა
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
-
კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება
გადახედვა
-
მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება
გადახედვა
-
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად
-
ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა" ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა"
გადახედვა
-
13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა? 13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა?
გადახედვა
-
როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება





კომენტარები