ჩvენი ყოველი ახალი იდეა, თუ გამოგონება იმას ემსახურება, რომ ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება სულ უფრო მარტივი და კომფორტული გახდეს.

მართალია, დღეს საკუთარი კრეატიულობით ვინმეს გაკვირვება ძალიან ძნელია, თუმცა, არსებობენ ძალიან ჭკვიანი ადამიანები, რომლებიც საკუთარი იდეებით მათ ირგვლივ ყველას გაოცებას მაინც ახერხებენ.

არ გჯერათ?! მაშინ, თავად ნახეთ 15 ჭკვიანური იდეა, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში გაამართლებდა.

1. ამ პარკში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისაც არის საქანელა

ფოტო: Kittenblack

2. კედელზე გაკეთებული ხაზები მძღოლებს ეხმარება, რომ მანქანა იდეალურად გააჩერონ

ფოტო: Krzyygamin

3. პიცის ყუთი, რომელიც პატარავდება და შემორჩენილი ნაჭრების შესანახად იდეალური ვარიანტია

ფოტო: dark_forebodings_too

4. ამ უნიტაზის ჩარეცხვა ფეხითაც შეგიძლიათ

ფოტო: BradleyC5922

5. 3D სახვევი, რომელიც დაზიანებულ ფეხს იდეალურად ამაგრებს და თან აბაზანის მიღებაც შეგიძლიათ

ფოტო: xventriloquist

6. მაღაზია გაშავებულ ბანანებს სპეციალური პურის რეცეპტით ყიდის, რომელიც სწორედ ამ ხილით მზადდება

ფოტო: WholesomeSwissCheese

7. მხედველობის პრობლემების მქონე პირებზე მორგებული რუბიკის კუბი

ფოტო: Notafakeinterpreter

8. სასტუმროში სახანძრო ევაკუაციის გეგმა სპეციალურად იმ შემთხვევისთვის, თუ ტერიტორია კვამლით გაივსო და იატაკზე დაწოლა გახდა საჭირო

ფოტო: cawclot

9. ამ სუპერმარკეტს საკუთარი რუკა აქვს იმისთვის, რომ კლიენტმა ყველაფერს მარტივად მიაგნოს

ფოტო: caspii2

10. კოპენჰაგენში მაღაზიის წინ ძაღლებისთვის ასეთი სახლებია მოწყობილი, შესაბამისად პატრონებს მარკეტში შესვლის წინ მათი აქ დატოვება შეუძლიათ

ფოტო: Flixen01

11. ამ იატაკის წყალობით დერეფანში აღარავინ ირბენს

ფოტო: roadtrip-ne

12. ამ აეროპორტის ტუალეტში სპეციალური განათებებია დაყენებული, რომელიც გამცნობთ რომელი კაბინაა თავისუფალი და რომელი არა

ფოტო: katewhiteshark

13. ამ სკოლაში კი დადგეს აპარატი, რომელიც საჭირო წამლებითა და ჰიგიენისთვის აუცილებელი ნივთებით არის სავსე

ფოტო: CommandLionInterface

14. საფრანგეთში რამდენიმე ავტოსადგომზე ასეთი ბარიერებია დადგმული რათა მანქანებმა ერთმანეთი არ დაკაწრონ

ფოტო: tomoblob

15. ამ პიცას კი ასეთი არაჩვეულებრივი შეფუთვა მოჰყვება

ფოტო: pwenski