"დაიწვი არამოძმის მიწავ" — მამულის მცველთა დღეს რუსეთის ტაძარში ამერიკის ატომურ დაბომბვაზე იმღერეს
ფოტო: კადრი ვიდეოდან სანკ-პეტერბურგის მუსიკალური გუნდი / V Kontakte
23 თებერვალს, მამულის მცველთა ანუ საბჭოთა კავშირის არმიის დღეს რუსეთში, წმინდა ისააკის ტაძარში სანქტ-პეტერბურგის მუსიკალურმა გუნდმა ამერიკის ატომურ დაბომბვაზე ბალადა იმღერა. სიმღერას, სადაც დეტალურად არის მოყოლილი როგორ უნდა "დაიწვას ამერიკის მიწა" მაყურებელი ოვაციებით შეხვდა.
სიმღერის ტექსტში მთხრობელი ამბობს, რომ წყალქვეშა ნავს ათეულობით ატომური ბომბი გადააქვს, რომლითაც ვაშინგტონი უნდა დაიბომბოს.
"ტრუ ლა, ლა, ტრუ ლა, ლა
ყველაფერს ვიყიდი სამ რუბლად!
შენ დაიწვი, დაიწვი არამოძმის მიწავ!"
სტროფი სიმღერაში არაერთხელ მეორდება. იქვე აღნიშნულია, რომ ამერიკა 500 წლის წინ ტყუილად აღმოაჩინეს. გარდა ამისა, ტექსტში ამერიკის შავკანიანი მაცხოვრებლები რასისტულად არიან მოხსენებული.
BBC-ის რუსული ბიუროსთან ინტერვიუში, სიმღერის ავტორმა ანდრეი კოზლოვსკიმ განაცხადა, რომ ტექსტი 1979-80 წლებში დაწერა, როცა ლენინგრადის სამხედრო სასწავლებელში სწავლობდა.
"ამ იუმორისტული სიმღერისთვის პირველადაც საკმარისად დავისაჯე, ახლა მეორედ ვისჯები. პირველ ჯერზე იმისთვის, რომ სატირული სამხედრო სიმღერა დავწერე, ახლა კი იმისთვის, რომ სიმღერას პროპაგანდისტული შინაარსი აქვს", — განუცხადა მან BBC-ს.
ვლადიმირ ბელცოვი, რომელმაც საკუთარი გუნდი საბჭოთა არმიის დღეს ამ სიმღერით წარადგინა აცხადებს, რომ ეს ტექსტი ხუმრობა იყო და არანაირი პოლიტიკური კონტექსტი არ ჰქონია.
1922 წლიდან 23 თებერვალი წითელი არმიის დღედ აღინიშნებოდა. 1964 წლიდან მას საბჭოთა არმიის დღე დაერქვა, 1992 წლამდე საბჭოთა არმიისა და საზღვარო ფლოტის დღეს ეძახდნენ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დსთ-ს ქვეყნებში 23 თებერვალს შეცდომით კაცების დღესაც უწოდებდნენ, თუმცა რუსეთში მას მამულის მცველთა დღეს უწოდებენ.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ამერიკის დაბომბვა კონცერტის ერთ-ერთ თემად იქცა. 2017 წელს ჩრდილოეთ კორეაში გამართული კონცერტის დასასრულს ეკრანზე აშშ-ის დაბომბვის იმიტირებული კადრები გაუშვეს.
-
ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ? ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
გადახედვა
-
"ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი "ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
-
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა
გადახედვა
-
პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა
გადახედვა
-
5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო 5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო
გადახედვა
-
შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს
გადახედვა
-
არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო
-
მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა
გადახედვა
-
დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს? ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს?
გადახედვა
-
გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ
გადახედვა
-
რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს
გადახედვა
-
21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ
გადახედვა
-
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა
-
USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი
-
ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ
გადახედვა
-
პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა
გადახედვა
-
15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს 15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს
გადახედვა
-
სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას
კომენტარები