5 ქართული ფეიჯი, რომლის გარეშეც ფეისბუქი მოსაწყენი იქნებოდა
ფოტო: Kristal Melson / Behance
თუ ფეისბუქის სქროლვისას ათასნაირი ინფორმაციით იბომბებით და ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი მომაბეზრებელი, ან სულაც, ნეგატიური გეჩვენებათ, უნდა იცოდეთ, რომ ინტერნეტის კუნჭულებში ნათელი წერტილებიც არსებობენ.
მათ შორის არიან ქართული ფეისბუქ გვერდებიც, რომლებიც ნიუს ფიდში ცურვას უფრო მსუბუქსა და სახალისოს ხდიან.
და თუ რაღაც აუხსნელი მანქანებით მათზე ჯერ არ გსმენიათ, დღეს ხუთ ფეიჯს გაგაცნობთ, რომლებიც ფეისბუქის რეკლამებს, მეგობრების სტატუსებს, ფოტოებსა თუ მსოფლიო ამბებს სასაცილო პოსტებით დააბალანსებენ.
1. ქართული კინოMemeოგრაფია
ქართული კინომიმოგრაფია ძველი ქართული ფილმების პერსონაჟების ფრაზებს სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებზე იდეალურად არგებს. თუ დედას ნამცხვრის პრიპასებს შეუჭამ, საყვარელ ოჯახს იპოლიტე ხვიჩიას მხიარული რომანის პერსონაჟივით დაემშვიდოებები. ამ გვერდის გარეშე, ფეისბუქი ნამდვილად მოსაწყენი იქნებოდა.
2. Memeტერატურა
მიმტერატურა იდუმალი გოგოს შესახებაა, რომელმაც ზუსტად იცის, რითი უნდა გაერთოს წიგნების მაღაზიაში — თავისი ფიქრების თუ სხვადასხვა სიტუაციების დაბოლოებებად წიგნების სათაურები გამოიყენოს. და მას ეს ძალიან კარგად გამოსდის.
3. Subterranean Humans of Tbilisi
თუ უცნაური, საინტერესო, გულისამაჩუყებელი, სასაცილო და მოკლე ისტორიების კითხვა გსურთ და მობილურიდან წიგნამდე ძალიან დიდი სულიერი მანძილია, მაშინ აუცილებლად უნდა ნახოთ ეს გვერდი. და თუ თქვენი ყურადღება ტექსტის ნაცვლად უცხოელი ვარსკვლავების ფოტოებმა მიიპყრეს, ნუ მოტყუვდებით, შეიძლება უყურადღებობისთვის განწირული ტექსტი ერთდროულად აბსურდული და თან უზომოდ რელევანტური აღმოჩნდეს.
4. ისტორიული მიმები
ეს გვერდი როგორც სახალისო, ისე საინტერესო ადგილია მათთვის, ვისაც როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს ისტორია უყვარს. ამ ფეიჯის გადაკითხვას რომ მორჩებით, მისი შვილობილი გვერდი "მიმნი მტკვრის პირას" შეგიძლიათ იხილოთ.
5. დათვების რეაბილიტაცია
და ბოლოს, ყველაზე კეთილი, უწყინარი, თბილი და ღუნღულა გვერდი მათთვის, ვისაც ცხოველები, განსაკუთრებით კი ბელები უყვარს. დათვების რეაბილიტაცია თბილისის ზოოპარკის პროგრამაა იმ ბელებისთვის, რომლებიც დაობლდნენ, ან მოქალაქეებთან უკანონოდ ყოფნის შემდეგ ზოოპარკს მიაბარეს.
მანამ, სანამ ამ პატარა ცხოველებს თქვენს ნიუს ფიდში ხალისი შემოაქვთ, უნდა იცოდეთ, რომ ისინი ამავდროულად ბუნებრივი ქცევის გამოხატვას სწავლობენ. როდესაც მიბარებული ბელი მზად იქნება, მას თბილისის ზოოპარკი ველურ ბუნებაში დააბრუნებს.
-
ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა

კომენტარები