ფოთში, მდინარე რიონში 16 წლის მოზარდს ეძებენ. თვითლმხილველი, მანანა ტორჩინავა ამბობს, რომ ბიჭი ხიდზე იყო ასული, როდესაც ფეხი დაუცდა და მდინარეში გადავარდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში On.ge-ს უთხრეს, რომ მოზარდის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახურია მობილიზებული.