ვენესუელის პროტესტის სათავეში — ვინ არის ხუან გუაიდო
კარაკასში პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს საწინააღმდეგო მრავალათასიან აქციაზე ვენესუელის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ხუან გუაიდომ თავი პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსრულებლად გამოაცხადა.
23 იანვარს ქვეყნის კონსტიტუციით ხელში ოპოზიციის ლიდერი დაპირდა ხალხს, რომ დაასრულებს ძალაუფლების უზურპაციას, ჩამოაყალიბებს გარდამავალ მთავრობას და ჩაატარებს სამართლიან არჩევნებს.
ვინ არის ხუან გუაიდო
35 წლის გუაიდო ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც სამი კვირის წინ ვენესუელის პარლამენტის სპიკერად აირჩიეს. როგორც CNN წერს, მანამდე ის შედარებით შეუმჩნეველი პოლიტიკური ფიგურა იყო.
პარლამენტში გუაიდო პირველად 2011 წელს მოხვდა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ის იყო ერთ-ერთი იმ დეპუტატებს შორის, რომლებმაც 2015 წელს საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადეს.
პარლამენტში ყოფნის დროს კორუფციის საქმეებზე ის მადუროს წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვდა. სპიკერად გახდომის შემდეგ მან ეჭვქვეშ დააყენა მადუროს ლეგიტიმურობის საკითხი და განაცხადა, რომ კონსტიტუციური უფლება აქვს საპრეზიდენტო ძალაუფლება თავის ხელში აიღოს.
ხუან გუაიდო განათლებით ინჟინერია. სტუდენტობისას პოლიტიკური აქტივისტი იყო და უგო ჩავესის სოციალისტური მმართველობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს მართავდა.
2009 წელს გუაიდომ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ოპოზიციონერთან, ლეოპოლდ ლოპესთან ერთად ჩამოაყალიბა პარტია ხალხის ნება. პარტიის მთავარი მიზანი სიღარიბის დაძლევა და დემოკრატიის უზრუნველყოფა იყო. 2014 წელს ლოპესი ტერორიზმისა და მკვლელობის ბრალდებით დააკავეს და 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სამი წლის შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სასჯელი შინაპატიმრობით შეეცვალა.
როგორ განვითარდა მოვლენები კარაკასში
ეროვნულ ასამბლეასა და ნიკოლას მადუროს შორის დაპირისპირება 2015 წლიდან გრძელდება მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა. 2017 წელს პარლამენტმა მადურო დიქტატორად გამოაცხადა და ის ხელისუფლებას ჩამოაშორა. თუმცა პრეზიდენტის მხარდამჭერმა უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება არაკანონიერად სცნო.
მაღალი ემიგრაციის, სიღარიბისა და 2 007 563 646%-იანი ინფლაციის ფონზე ნიკოლას მადურო 2018 წელს პრეზიდენტი მეორედ გახდა. არჩვენების შედეგები არ აღიარეს დასავლეთისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების დიდმა ნაწილმა. პროტესტის მიუხედავად პრეზიდენტის ინაუგურაცია 11 იანვარს მაინც ჩატარდა.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ვენესუელა ფართო საზოგადოებრივმა პროტესტმა მოიცვა. მოსახლეობა ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს გადადგომას მოითხოვს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიმდინარე საპროტესტო აქციებს 16 ადამიანი ემსხვერპლა. პროტესტების ახალი ტალღა ქვეყანაში მას შემდეგ დაიწყო, რაც თავდაცვის სამინისტრომ შეუმდგარი სამხედრო გადატრიალების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. მოძრაობას სათავეში, სწორედ ხუან გუაიდო ჩაუდგა, რომელიც აქტიურად მოუწოდებდა მის მხარდამჭერებს ებრძოლათ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ.
ფოტო: Getty Images
საერთაშორისო გამოხმაურება
ქვეყნის გარდამავალ პრეზიდენტად ხუან გუაიდო პირველად აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღიარა. სპეციალურ განცხადებაში ტრამპმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ლეგიტიმური მმართველი ახლა გუაიდოა და არა ნიკოლას მადურო.
სპეციალური ვიდეო მიმართვა გაავრცელა აშშ-ს ვიცე პრეზიდენტმა მაიკ პენსმაც. პენსმა ნიკოლას მადურო დიქტატორად მოიხსენია და ვენესუელის მოსახლეობას სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
შტატების შემდეგ მსგავსი განცხადება გაავრცელეს კანადამ, კოლუმბიამ, პერუმ, ბრაზილიამ, არგენტინამ, ჩილემ, პარაგვაიმ, ბოლივიამ და საქართველომ.
რაც შეეხება რუსეთს, BBC წერს, რომ პოლიტიკოსებისა და ჩინოვნიკების ნაწილი აშშ-ს სახელმწიფო გადატრიალების მხარდაჭერაში ადანაშაულებენ.
"რაც შეეხებ ვენესუელას: ძალიან უხეში და დესტრქუციულია. ახლა კარაკასის ჯერი მოვიდა", — განაცხადა დუმაში საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ლეონიდ სლუცკიმ. მისივე თქმით, აშშ არასასიამოვნო რეჟიმების მოშორებას ცდილობს.
ფედერაციის საბჭოს წევრმა ვლადიმერ ჯაბაროვმა კი თქვა, რომ არჩევნების წაგების გამო გუაიდოს აღიარების არანაირი საფუძველი არ არსებობს:
"ჩვენ ვაღიარეთ და მივულოცეთ მადუროს, სულ ახლახანს იყო ინაუგურაცია. ამიტომაც არ ვფიქრობ, რომ შეგვიძლია ასეთი [გუადინო] ვაღიაროთ, ეს ხომ გადატრიალებაა".
როგორია მადუროს რეაქცია
ნიკოლას მადურომ მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა აშშ-ს დააკისრა. საპრეზიდენტო სასახლის აივნიდან გამოსვლისას მან აშშ მარიონეტული რეჟიმის დამყარებაში დაადანაშაულა. მადურომ აშშ-სთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და ქვეყნის დასატოვებლად ამერიკელ დიპლომატებს 72 საათი მისცა.
"წადით! დატოვეთ ვენესუელა. აქ ხალხს ღირსება აქვს".
მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას მან სამხედროებს მორჩილება მოსთხოვა:
"ერთგულების მაქსიმუმი, ერთიანობის მაქსიმუმი, დისციპლინის მაქსიმუმი. ჩვენ ამ ბრძოლაში ერთად გავიმარჯვებთ".
ვენესუელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ არმია არ მიიღებს "თვითგამოცხადებულ პრეზიდენტს". უზენაესმა სასამართლომ კი საპარლამენტო ოპოზიციის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მოითხოვა.
ამავე თემაზე:
-
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია
გადახედვა
-
მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული
გადახედვა
-
ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა" ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა"
გადახედვა
-
ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს
გადახედვა
-
რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება
-
მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ
გადახედვა
-
"პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო "პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო
გადახედვა
-
ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა
გადახედვა
-
წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია
-
როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში? გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში?
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა
-
თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
-
სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს? სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს?
გადახედვა
-
ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო 61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში
გადახედვა
-
UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ
გადახედვა
-
პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ? პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ?
გადახედვა




კომენტარები