2021 წლისთვის ღამის ცაზე, შესაძლოა, სარეკლამო ბილბორდები გამოჩნდეს
რუსულ სტარტაპ StartRocket-ს სურს, რომ ღამის ცაზე ბილბორდის ტიპის მანათობელი რეკლამები განათავსოს. ამის მიღწევას ის პატარა ზომის თანამგზავრებით, CubeSat-ებით გეგმავს.
პროექტის ავტორის, ვლად სიტნიკოვის თქმით, ეს სარეკლამო სივრცეში შემდეგი ლოგიკური ნაბიჯია. კომპანიამ ვიდეოც გაავრცელა, სადაც ჩანს თუ როგორი იქნება ღამის ცაზე გამოკიდული ბილბორდები.
"ბრენდებსა და ღონისძიებებს ჩვენზე უდიდესი გავლენა აქვთ. იქნება ეს კოკა-კოლა, ოლიმპიური თამაშები, მერსედესი თუ ფიფა. ადამიანები მალე კოსმოსში ცხოვრებას დაიწყებენ და ჩვენი კულტურაც დედამიწას გაცდება. რაც უფრო პროფესიონალურად მოხდება ეს ყველაფერი, მით უკეთესი", - აცხადებს ის.
StartRocket-ის თქმით, ისინი "ორბიტალურ ეკრანს" 2020 წელს გაუშვებენ, 2021 წლისთვის კი CubeSat-ები რეკლამების ჩვენებას დაიწყებენ. თანამგზავრები ზედაპირიდან 400-500 კილომეტრის სიმაღლეზე იქნებიან განლაგებულნი. თითოეული გადაფრენისას მათი დანახვა ექვსი წუთის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.
რა დაჯდება ეს ყველაფერი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა კომპანია აცხადებს, რომ ბრენდებს ამაში ფულის გადახდა არ დაენანებათ, რადგან მათი თქმით, "ეგო მზეზე უფრო მეტად კაშკაშებს", რაშიც ნამდვილად ვერ შევეწინააღმდეგებით.
რენდი სეიგალი კოსმოსისა და თანამგზავრების სფეროში მომუშავე ადვოკატია, მისი თქმით, პროექტის განხორციელება ტექნიკურად შესაძლებელია, თუმცა კომპანიას შეიძლება სამართლებრივი დაბრკოლებები შეექმნას.
სეიგალის თქმით, პირველი გამოწვევა, რაც კომპანიას შეეხება ავიაციის უსაფრთხოებაა. შექმნის თუ არა რაიმე საფრთხეს ან დაბრკოლებას ორბიტაზე მყოფი რეკლამები?
სეიგალის თქმით, ეს ამ ტიპის პირველი პროექტი არ არის. მაგალითად, იაპონიური სტარტაპი გეგმავს, რომ ორბიტაზე მცირე ზომის თანამგზავრები გაუშვას, რომლებიც სასურველ დროს ცაზე "ვარსკვლავის ჩამოვარდნის" ეფექტს შექმნიან. ეს სპეციალური ნივთიერებით დამზადებული პატარა ბურთების გამოთავისუფლებით მოხდება, რომლებიც ატმოსფეროში სხვადასხვა ფრად დაიწვება.
დიდი ალბათობაა იმისა, რომ საზოგადოება ამ იდეას უარყოფითად შეხვდეს, რადგან ამ პროექტმა ღამის ცა შესაძლოა ჩვეულებრივ სარეკლამო სივრცედ აქციოს.
StartRocket-ის გუნდის წევრს, ალექსი სკორუპსკის კი მიაჩნია, რომ კოსმოსის კომერციალიზაცია გარდაუვალია.
-
-
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
კომენტარები