ბარნოვმა გირჩთან თანამშრომლობა შეწყვიტა: ამ კოალიციაში ყველაფერი ერთმანეთში აითქვიფა
ანდრო ბარნოვმა გირჩთან თანამშრომლობა შეწყვიტა. ამის შესახებ მან ფეისბუკზე, თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება:
"დიდხანს ვითრიე ფეხი, მიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება. ერთის მხრივ არის დიდი ხნით ადრე დაანონსებული გადაწყვეტილება, რომ გორში ვიყარო კენჭი, მეორეს მხრივ კი - ეს ბანი, რომელიც ვერაფრით წარმომიდგენია "ჩემს გუნდად".
ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ჩემი ადგილი ამ პოლიტიკურ გადანაწილებაში არ არის. უბრალოდ არ არსებობს ასეთი ადგილი. ძალიან ვწუხვარ, რომ თავიდანვე დამოუკიდებლად არ დავაყენე კანდიდატურა. ახლა უბრალოდ ყველა ვადა გასულია".
ანდრო ბარნოვის თქმით, სწორედ ამ მიზეზით, ის არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას, რის გამოც მხარდამჭერებს ბოდიშს უხდის. ის ასევე წუხს, რომ გირჩმა მისი მოლოდინები ვერ გაამართლა: "ახალ პოლიტიკურ ცენტრს განვიხილავდი პლატფორმად, აქ ვხედავდი თანამოაზრეებს, ვისთანაც საერთო ხედვები და პრინციპები მქონდა, ახლა კი ამ ახალ კოალიციაში ყველაფერი ერთმანეთში აითქვიფა. ეს აღარ არის ჩემი თანამოაზრეების გუნდი, ეს აღარ არის იდეებისთვის ბრძოლის პროცესი, პარლამენტის სკამის დაკავება კი პანაცეა არ არის".
ანდრო ბარნოვმა, რომელიც წლების წინ პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციის უფროსი, ასევე, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი იყო, 2014 წელს ნაციონალური მოძრაობა დატოვა. მაშინ მან განაცხადა, რომ "იმ პრობლემებთან ბრძოლა, რომლებიც პარტიაში არსებობს, პარტიის შიგნიდან შეუძლებელი იყო. იქ (ნაციონალურ მოძრაობაში) გამეფებულია კლანური პარტოკრატია, არ არსებობს გადაწყვეტილებების მიღების ეფექტიანი, სამართლიანი მექანიზმები, არგუმენტები არავის აინტერესებს.
ბარნოვი რამდენიმე თვის წინ ამბობდა, რომ სურდა, 8 ოქტომბრის არჩევნებზე გირჩის სახელით გორში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ეყარა კენჭი.
შესწორება: სტატიის თავდაპირველ სათაურსა და ტექსტში ეწერა, რომ ანდრო ბარნოვმა გირჩი დატოვა. ახალი პოლიტიკური ცენტრის ინფორმაციით, ანდრო ბარნოვი პარტიის წევრი არ ყოფილა, შესაბამისად, ამგვარი ფორმულირება ზუსტი არ არის. გირჩსა და ბარნოვს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, რაც ითვალისწინებდა გორში ბარნოვის დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭისყრისას, პარტიის მიერ მის მხარდაჭერას.
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები