თელავში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
ფოტო: Shutterstock
მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს რომ თელავის რაიონულმა სასამართლომ წარსულში ქურდობისთვის რამდენჯერმე ნასამართლევი დიმიტრი მასპინძელაშვილი დამნაშავედ სცნო განზრახ მკვლელობის ჩადენაში სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით. ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით.
პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2015 წლის 3 დეკემბერს, შუადღის საათებში, დიმიტრი მასპინძელაშვილი, მეუღლესთან ი.მ-სთან და გერთან - 6 წლის გ.მ-სთან ერთად, თელავში მივიდა თავის ნაცნობთან ელენე თუშიშვილთან და 50 ლარი სთხოვა. ელენე თუშიშვილმა იმ მიზეზით, რომ აღნიშნული თანხა არ გააჩნდა, ფულის სესხებაზე დიმიტრი მასპინძელაშვილს უარი განუცხადა, რის გამოც უარის მიღებით განაწყენებულმა დიმიტრი მასპინძელაშვილმა შურისძიების მიზნით ელენე თუშიშვილის მოკვლა განიზრახა.
პროკურატურის ინფორმაციით, 2015 წლის 3 დეკემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე დიმიტრი მასპინძელაშვილი კვლავ მივიდა ელენე თუშიშვილის სახლში, მისი საძინებელი ოთახიდან აიღო ნაჯახი და განზრახ მოკვლის მიზნით ელენე თუშიშვილს თავის არეში ჩაარტყა, დანაშაულის ჩადენის იარაღი წაიღო და შემთხვევის ადგილი დატოვა. ელენე თუშიშვილი მიღებული სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ჩადენილი დანაშაულის შენიღბვის მიზნით, დიმიტრი მასპინძელაშვილი მეუღლესთან და გერთან ერთად შემთხვევის ადგილას დაბრუნდა, ელენე თუშიშვილის ტელეფონიდან დარეკა 112-ში და განაცხადა, რომ ელენე თუშიშვილის გვამი მისივე საცხოვრებელ სახლში ნახა და დახმარება ითხოვა.
სამართალდამცველებმა დიმიტრი მასპინძელაშვილი 2015 წლის 4 დეკემბერს თელავში დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარუდგინა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო? ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო?
გადახედვა
-
უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო
გადახედვა
-
ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს
გადახედვა
-
10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო 10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო
გადახედვა
-
მარია ზახაროვა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ყელში ძვალივით ეჩხირება ბევრ არარეგიონულ მოთამაშეს მარია ზახაროვა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ყელში ძვალივით ეჩხირება ბევრ არარეგიონულ მოთამაშეს
გადახედვა
-
როგორ უკავშირდება შენი პროდუქტიულობა და განწყობა წყლის ბალანსს როგორ უკავშირდება შენი პროდუქტიულობა და განწყობა წყლის ბალანსს
-
თბილისში რამდენიმე კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა თბილისში რამდენიმე კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა
გადახედვა
-
დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს
-
დრონების თავდასხმამ რუსეთში Yandex-ის მონაცემთა ცენტრი დააზიანა დრონების თავდასხმამ რუსეთში Yandex-ის მონაცემთა ცენტრი დააზიანა
გადახედვა
-
POG: სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ხელშეწყობისა და თაღლითობისთვის ერთი პირი დამნაშავედ ცნეს POG: სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ხელშეწყობისა და თაღლითობისთვის ერთი პირი დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
-
"ლელო" რუსთავის სკოლებში I-IV კლასელებისთვის უფასო კვების პროგრამის ამოქმედებას ითხოვს "ლელო" რუსთავის სკოლებში I-IV კლასელებისთვის უფასო კვების პროგრამის ამოქმედებას ითხოვს
გადახედვა
-
რუსი პროპაგანდისტი და "რიბარის" დამფუძნებელი მიხაილ ზვინჩუკი მონტენეგროში დააკავეს რუსი პროპაგანდისტი და "რიბარის" დამფუძნებელი მიხაილ ზვინჩუკი მონტენეგროში დააკავეს
გადახედვა
კომენტარები