სინუჰეს ამბავი – მსოფლიოს პირველი რომანი საკუთარი გზის ძიებაზე მოგვითხრობს
ფოტო: Lucas Esch
სინუჰეს ამბავი ოთხი ათასი წლის წინ დაიწერა და დღეს არამარტო ძველი ეგვიპტის, არამედ მსოფლიო ლიტერატურის შედევრად არის აღიარებული. ეს კაცობრიობის ისტორიაში პირველი რომანია და მასში ყველა იმ ელემენტს იპოვით, რომელიც თანამედროვე ლიტერატურაში აღგვაფრთოვანებს: თავგადასავლების ძიების წყურვილს, დარდსა თუ ადამიანური ყოფისთვის დამახასიათებელ შიშებს. სინუჰეს ამბის უცნობი ავტორი, ალბათ, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მის ნაწერს ამდენი საუკუნის შემდეგაც ეყოლებოდა მკითხველი. როგორც ჩანს, ეგვიპტელებმა თავდაუზოგავად იშრომეს იმისთვის, რომ ჩვენამდე ეს ისტორია მოეტანათ. დღეისათვის ცნობილია სინუჰეს ამბის 36 ხელნაწერი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს ადრეული ტექსტი ძველეგვიპტურ პერიოდშიც კი საკმაოდ პოპულარული იყო.
სიუჟეტი
"ფაქტობრივად, ეს ეგზისტენციალური კრიზისის ამსახველი პირველი ტექსტია. ეს არა ღმერთებისა და ფარაონების, არამედ ადამიანის ისტორიაა"
პოემის უცნობი ავტორი პირველ პირში მოგვითხრობს სავარაუდოდ გამოგონილ ამბავს სამეფო კარის მსახურის სინუჰეს ცხოვრების შესახებ, რომელიც ფარაონ ამენემჰეტ I-ის სავარაუდო მკვლელობის ამბის გაგების შემდეგ შიშით აღივსება, ეგვიპტიდან გარბის და საბოლოოდ პალესტინის რეგიონში სახლდება. ხანშიშესულ სინუჰეს, რომელმაც უამრავი განსაცდელი გადაიტანა, სამშობლოს მონატრება იპყრობს, ის იმჟამინდელ ფარაონს სამშობლოში დაბრუნებას სთხოვს და ბრუნდება კიდეც. სინუჰეს მთელი ეგვიპტე სიხარულით ხვდება.
ამ ერთი შეხედვით მარტივ ფაბულაში ბიბლიური მოტივებისა და ოდისევსის თავგადასავლის მონახაზის ამოკითხვაც შეიძლება. სინუჰე იდეალურად განასახიერებს ძველეგვიპტური კულტურის იდეალებსა თუ შიშებს. ამ ტექსტიდანვე ვიგებთ, რომ სურვილი, დაიმარხო იმ ადგილას, რომელსაც სახლს უწოდებ, თითქმის იმდენივე საუკუნეს ითვლის, რამდენსაც - ადამიანის არსებობა.
ქაოსისა და წესრიგის ციკლი
რატომ იყო ამენემჰეტის სიკვდილი ასეთი შემაშფოთებელი სინუჰესთვის? სინუჰესთვის, ისევე, როგორც სხვა ეგვიპტელებისთვის, ფარაონის სიკვდილი მოასწავებდა ქაოსს, რომელსაც მალე ქვეყნის თითოეული მაცხოვრებელი მალე საკუთარ თავზე გამოსცდიდა. ქაოსის შიში კი ეგვიპტელებისთვის, არა მხოლოდ ყოფითი, არამედ სიმბოლურიც იყო.
ამ მიმართების გასაგებად, ეგვიპტურ მითოლოგიაში უნდა ჩავიხედოთ: ოსირისი, მეოთხე თაობის ღმერთი, ძველ ეგვიპტურ მითოლოგიაში ერთ-ერთი უმთავრესი ღვთაება იყო და ასოცირდებოდა წყალთან, მცენარეებთან, ეგვიპტელების ჰარმონიულ თანაცხოვრებასთან. მისი იდეალური სამეფო ნანგრევებად იქცა, როცა ის საკუთარმა ძმამ, სეთმა მოკლა, მისი სხეული დაანაწევრა და ნილოსში გაფანტა. ეს აქტი გამოხატავს ქაოსს, რომელიც სამყაროში ოსირისის განადგურების შემდეგ ჩამოწვა. წესრიგი იქამდე არ აღდგენილა, სანამ ოსირისის შვილმა, ჰორმა მამის გამო შური არ იძია და სეთი არ დაამარცხა.
სინუჰეს ამბის დაწერის დროს ძველ ეგვიპტეს ჯერ კიდევ მწარედ ახსოვდა ორ დიდ ქალაქს შორის გაჩაღებული სამოქალაქო ომი, რომელშიც თებელებმა გაიმარჯვეს და მეთერთმეტე დინასტია დაარსეს. მიუხედავად იმისა, რომ საერთო მმართველობა დამყარდა, მეთერთმეტე დინასტია ქაოსით დასრულდა, რამაც მეთორმეტე დინასტიის შექმნისთვის მყარი საფუძველი შექმნა. სწორედ ამ ახალი დინასტიის დამაარსებელი იყო ამენემჰეტ I - ის მმართველი, რომლის სიკვდილმაც სინუჰეს გაქცევა აიძულა. ამენემჰეტმა მოახერხა ძველი ეგვიპტის სტაბილურობისა და ძლიერების აღდგენა, რამაც სტიმული მისცა ხელოვნების, ლიტერატურისა და მონუმენტური სამშენებლო პროექტების წამოწყებას. ამ გადმოსახედიდან, გასაკვირი არაა, რატომ ჩათვალა სინუჰემ, რომ ფარაონის სავარაუდო მკვლელობა კიდევ ერთი მძიმე პერიოდის დასაწყისი იქნებოდა.
ტრანსფორმაცია
ამერიკელი ეგვიპტოლოგის, ჯონ ლ. ფოსტერის აზრით, სინუჰეს ამბავი მოგვითხრობს კაცზე, რომელიც შეიცვალა. მისი მოგზაურობა კი, პირველ რიგში, საკუთარი თავის განვითარების მცდელობაა. სინუჰე ეგვიპტიდან გაქცევისას მაღალ სტატუსს კარგავს, ნაწარმოების დასასრულს კი საზოგადოებაში კუთვნილ ადგილს იბრუნებს. ფაქტობრივად, ეს ეგზისტენციალური კრიზისის ამსახველი პირველი ტექსტია. შესაძლოა, სწორედ ამიტომ მიიპყრო მან ძველეგვიპტელების ყურადღება. ეს არა ღმერთებისა და ფარაონების, არამედ ადამიანის ისტორიაა.
ნაწარმოების დასაწყისში სინუჰე უბრალოდ მხდალი მოხელეა, რომელიც გაურკვევლობის შიშის გამო ქვეყანას ტოვებს, ის უარს აცხადებს ახალი ფარაონის მსახურებაზე, რადგან არ იცის, როგორი იქნება მისი მმართველობა. გაქცევა მას ლამის სიცოცხლის ფასად უჯდება, თუმცა მას ბედუინი გადაარჩენს - კაცი, რომელსაც სინუჰე წინა ცხოვრებაში თანასწორად არასდროს ჩათვლიდა. როცა სინუჰე უცხოელებს ხვდება, მათ ვერაფრით უხსნის გაქცევის მოტივებს და ამბობს, რომ ეს, ალბათ, ღვთის ნება იყო. ამ მომენტისთვის ნაწარმოების მთავარ გმირს ჯერ კიდევ არ შეუძლია სიმართლისთვის თვალის გასწორება. სინუჰეს ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი მაშინ დგება, როცა მას უცნობი "გმირი" ბრძოლაში იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ სინუჰე ზომით პატარაა, ის მეტოქის დამარცხებას გამბედაობის ხარჯზე ახერხებს. სწორედ ამ სცენაში ვხედავთ, რამხელა გზა გაიარა მან ირაციონალური შიშიდან საკუთარი ძალების რწმენამდე. სინუჰე თავადაც ხვდება, რომ შეიცვალა და რაკი მისი გზა უკვე დასრულებულია, ის სამშობლოში დასაბრუნებლად მზადაა.
სად წავიკითხოთ?
სასიამოვნო ფაქტია, რომ მსოფლიოს პირველი რომანი უკვე ქართულადაც არსებობს. სინუჰეს ამბავი 201 წელს ქარჩხაძის გამომცემლობამ გამოსცა.
თუ წიგნზე მეტის გაგება გსურთ, ნახეთ შაბათის შუადღე, სადაც სინუჰეს ამბავზე ნენე კვინიკაძემ ისაუბრა:
პ.ს. მსოფლიოს პირველ რომანზე ინფორმაციის მოძიებისას ამ ვიდეოსაც წავაწყდი, სადაც 1980 წელს შექმნილი მანქანა ფურცელზე სინუჰეს ამბის დასაწყისს "ხატავს". აი, თურმე როგორ გადმოდის ფურცელზე იეროგლიფები.
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (ქვეყნები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (ქვეყნები)
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: EU კანდიდატი ქვეყნებისთვის სამოქმედო გეგმას წარადგენს ფონ დერ ლაიენი: EU კანდიდატი ქვეყნებისთვის სამოქმედო გეგმას წარადგენს
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვამპირის დღიურები თუ ბინდი? გამოკითხვა: ვამპირის დღიურები თუ ბინდი?
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე "სმარტ სოლუშენსი" მეხუთედ დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე "სმარტ სოლუშენსი" მეხუთედ დააჯარიმა
გადახედვა
-
რუსი მილიარდერი ირაკლი კობახიძის მიერ რუსოფობიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას იწონებს რუსი მილიარდერი ირაკლი კობახიძის მიერ რუსოფობიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური პატიმრების პირობებთან დაკავშირებით ადვოკატების საინიციატივო ჯგუფის განცხადებას ეხმიანება პენიტენციური სამსახური პატიმრების პირობებთან დაკავშირებით ადვოკატების საინიციატივო ჯგუფის განცხადებას ეხმიანება
გადახედვა
-
მთავრობა წელიწადნახევრის წინ შექმნილ სსიპ გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს მთავრობა წელიწადნახევრის წინ შექმნილ სსიპ გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს კვლავ პოლიტიკურ ერთობას სთავაზობს ირმა ინაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს კვლავ პოლიტიკურ ერთობას სთავაზობს
გადახედვა
-
არ გეჩვენებათ — კითხვა მენტალურ ჯანმრთელობაზე მართლაც დადებითად მოქმედებს არ გეჩვენებათ — კითხვა მენტალურ ჯანმრთელობაზე მართლაც დადებითად მოქმედებს
გადახედვა
-
წელს, მთავრობა ყურძნის რეკორდულ მოსავალს ელოდება წელს, მთავრობა ყურძნის რეკორდულ მოსავალს ელოდება
გადახედვა
-
სარჩელის მიხედვით, Meta თავისი "გარყვნილი სათვალისთვის" ფეისბუკიდან და ინსტაგრამიდან ფოტოებს აგროვებს სარჩელის მიხედვით, Meta თავისი "გარყვნილი სათვალისთვის" ფეისბუკიდან და ინსტაგრამიდან ფოტოებს აგროვებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ ვუწესებთ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ ვუწესებთ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად
გადახედვა
-
ჩემთვის ადამიანურადაც სამწუხაროა, რაც მოხდა, თუმცა კანონი უნდა აღსრულდეს — კობახიძე ლილუაშვილის განაჩენზე ჩემთვის ადამიანურადაც სამწუხაროა, რაც მოხდა, თუმცა კანონი უნდა აღსრულდეს — კობახიძე ლილუაშვილის განაჩენზე
გადახედვა
-
მთავრობა გეგმავს 2036 წლამდე ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავება 2,5-ჯერ გაზარდოს მთავრობა გეგმავს 2036 წლამდე ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავება 2,5-ჯერ გაზარდოს
გადახედვა
-
კობახიძე ამბობს, რომ ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების არანაირი რესურსი აღარ არსებობს კობახიძე ამბობს, რომ ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების არანაირი რესურსი აღარ არსებობს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ხელისუფლების მაღალ დონეზე სრულადაა აღმოფხვრილი კორუფცია ირაკლი კობახიძე: ხელისუფლების მაღალ დონეზე სრულადაა აღმოფხვრილი კორუფცია
გადახედვა
-
Archi Group-მა და INVIA-მ პარტნიორებთან ერთად Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს Archi Group-მა და INVIA-მ პარტნიორებთან ერთად Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს
-
თორნიკე ფაღავა: არც გრიგოლ ლილუაშვილს და არც არავის ბუნებაში “ქართული ოცნების” წინააღმდეგ არაფერი მაკომპრომეტირებელი არა აქვს და ვერ ექნება იმიტომ, რომ არ არსებობს მსგავსი რამ თორნიკე ფაღავა: არც გრიგოლ ლილუაშვილს და არც არავის ბუნებაში “ქართული ოცნების” წინააღმდეგ არაფერი მაკომპრომეტირებელი არა აქვს და ვერ ექნება იმიტომ, რომ არ არსებობს მსგავსი რამ
გადახედვა
-
Visa იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის კამპანიას გლობალური ლიდერი შემოუერთდა Visa იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის კამპანიას გლობალური ლიდერი შემოუერთდა
-
თამაზ ელიზბარაშვილმა დაკითხვის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა თამაზ ელიზბარაშვილმა დაკითხვის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
გადახედვა
-
ზურაბიშვილი: "თიკა რუხაძემ პიონერთა სასახლის ხარჯებზე ანგარიში ვინმეს უნდა ჩააბაროს" ზურაბიშვილი: "თიკა რუხაძემ პიონერთა სასახლის ხარჯებზე ანგარიში ვინმეს უნდა ჩააბაროს"
გადახედვა

კომენტარები