ოსკარის ნომინანტმა რეჟისორმა რიჩარდ ლინკლეიტერმა ახალი ფილმი Where'd You Go, Bernadette გადაიღო. კინოსურათში მთავარ როლს ორი ოსკარის მფლობელი ქეით ბლანშეტი ასრულებს.

ფილმი მარია სემპლის ბესტსელერი რომანის ადაპტაციაა. ისტორიის ეპიცენტრში კი აგორაფობიით (გაშლილი სივრცის შიში) შეპყრობილი ბერნადეტ ფოქსია (ქეით ბლანშეტი), რომელიც სახლიდან მას შემდეგ გარბის, რაც გაიგებს, რომ მისი ოჯახი არდადეგების გატარებას ანტარქტიდაზე აპირებს.

ბერნადეტი ქრება, ოჯახი კი მის მოძებნას გადაწყვეტს, რა დროსაც დიდი საიდუმლოებები გამჟღავნდება.

ლინკლეიტერის ახალ ფილმში ბლანშეტთან ერთად ვიხილავთ - კრისტენ ვიგს, ჯუდი გრინს, ლოურენს ფასბენდერს და ბილი კრუდაპს.

ფილმის პრემიერა 22 მარტს იგეგმება.