აშშ-ის კონგრესმა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი დაამტკიცა
ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი "Georgia Support Act" დაამტკიცა. საკანონმდებლო აქტის პროექტი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ გადაეგზავნა აშშ-ის სენატს. თუ სენატი აქტს დაამტკიცებს, ის გაეგზავნება პრეზიდენტს, რომლის ხელმოწერის შემთხვევაში, კანონად იქცევა.
კონგრესი ამ კანონპროექტით, მოითხოვს სანქციები დაუწესდეთ და აშშ-ში შესვლა აეკრძალოთ იმ პირებს, ვისი უშალო მონაწილეობითა და დახმარებით აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უხეშად დაირღვა ადამიანის უფლებები. კონგრესი ავალებს აშშ-ის პრეზიდენტს, აშშ-ის ხაზინის მდივანთან კონსულტაციის გზით, კანონის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში ამ დანაშაულებრივ ქმედებებში გამოვლენილი პირების თაობაზე დეტალური ანგარიშის წარდგენას.
გარდა ამისა, აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განსამტკიცებლად, სახელმწიფო მდივანს, შესაბამის უწყებებთან ერთად საქართველოსთან თანამშრომლობის მომავალი ხუთი წლის სტრატეგიის წარდგენა დაეავალება. ასევე, კონგრესი აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელს მოუწოდებს გადადგან ქმედითი ნაბიჯები საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დასაწყებად.
დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია საქართველოსა და აშშ-ს შორის კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროება. კანონპროექტი ასევე მოუწოდებს აშშ-ს ადმინისტრაციას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ რუსეთის დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლაში საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.
საქართველოს მხარდამჭერი კანონპროექტი აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებმა, ტედ პომ (რესპუბლიკელი) და ჯერი კონოლიმ (დემოკრატი) 2018 წლის 26 ივნისს წარადგინეს. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის ერთსულოვნად დამტკიცებამდე, იგი კონგრესის რამდენიმე კომიტეტმა, მათ შორის საგარეო ურთიერთობათა, იურიდიულ საკითხთა და შემოსავლების კომიტეტებმა მიიღეს.
აქამდე აშშ-ის კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი არაერთი რეზოლუცია დაუმტკიცებია. თუმცა, წარმომადგენელთა პალატამ პირველად დაამტკიცა საქართველოს მხარდამჭერი აქტი, როგორც ცალკემდგომი დოკუმენტი, რომელიც მხოლოდ საქართველოს ეხება.
-
BBC: საქართველოს რაგბის ნაკრების ექვსი მოთამაშე და გუნდის კიდევ წევრი 1 ანტიდოპინგური წესების დარღვევისთვის დაასანქცირეს BBC: საქართველოს რაგბის ნაკრების ექვსი მოთამაშე და გუნდის კიდევ წევრი 1 ანტიდოპინგური წესების დარღვევისთვის დაასანქცირეს
გადახედვა
-
ტესტი: რამდენად კარგად იცნობ სამხედრო ტექნოლოგიების ისტორიას ტესტი: რამდენად კარგად იცნობ სამხედრო ტექნოლოგიების ისტორიას
-
რა წერია მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში? — საიას მიმოხილვა რა წერია მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში? — საიას მიმოხილვა
გადახედვა
-
Netflix-მა ჰიტად ქცეული ანიმაციის, KPop Demon Hunters-ის სიქველი დააანონსა Netflix-მა ჰიტად ქცეული ანიმაციის, KPop Demon Hunters-ის სიქველი დააანონსა
გადახედვა
-
განჯინა — ბებიის ინსპირაციით შექმნილი ბიზნესი განჯინა — ბებიის ინსპირაციით შექმნილი ბიზნესი
-
ლევან მაჭავარიანი: "მიუხედავად იმისა, რომ [ეუთოს ანგარიში] ჩვეულებრივი ფარატინა ფურცელია, უპასუხოდ მაინც არ დავტოვებთ" ლევან მაჭავარიანი: "მიუხედავად იმისა, რომ [ეუთოს ანგარიში] ჩვეულებრივი ფარატინა ფურცელია, უპასუხოდ მაინც არ დავტოვებთ"
გადახედვა
-
დევიდ გილმორის გიტარა აუქციონზე რეკორდულ ფასად, $14 მილიონად გაიყიდა დევიდ გილმორის გიტარა აუქციონზე რეკორდულ ფასად, $14 მილიონად გაიყიდა
გადახედვა
-
რამდენად არჩევ მითებსა და რეალობას ქალის ორგანიზმის შესახებ? რამდენად არჩევ მითებსა და რეალობას ქალის ორგანიზმის შესახებ?
-
ტაბახმელაში 50 წლამდე ასაკის ქალი, მასწავლებელი, სავარაუდოდ, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს ტაბახმელაში 50 წლამდე ასაკის ქალი, მასწავლებელი, სავარაუდოდ, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს
გადახედვა
-
რა წვლილი მიუძღვის AI-ს ირანის დაწყებითი სკოლის დაბომბვაში? — გამოძიება დაწყებულია რა წვლილი მიუძღვის AI-ს ირანის დაწყებითი სკოლის დაბომბვაში? — გამოძიება დაწყებულია
გადახედვა
-
პირველად საქართველოში — სამართლის სწავლება ბლოკჩეინ სიმულატორის გამოყენებით პირველად საქართველოში — სამართლის სწავლება ბლოკჩეინ სიმულატორის გამოყენებით
-
აშშ-მა მესამე ქვეყნებს რუსული ნავთობის ყიდვაზე სანქცია დროებით მოუხსნა აშშ-მა მესამე ქვეყნებს რუსული ნავთობის ყიდვაზე სანქცია დროებით მოუხსნა
გადახედვა
-
წლის ქალთა გაძლიერების პროექტი — თეგეტა EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა წლის ქალთა გაძლიერების პროექტი — თეგეტა EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
-
რა წერია ევროპარლამენტის რეზოლიციაში? რა წერია ევროპარლამენტის რეზოლიციაში?
გადახედვა
-
ეგვიპტის განსხვავებული მხარე — ფოტოები, რომლებიც სიმშვიდეს მოგგვრით ეგვიპტის განსხვავებული მხარე — ფოტოები, რომლებიც სიმშვიდეს მოგგვრით
გადახედვა
-
კახა კალაძე ეუთოს ანგარიშს "სრულ ბოდვას" უწოდებს კახა კალაძე ეუთოს ანგარიშს "სრულ ბოდვას" უწოდებს
გადახედვა
-
როგორ გაიყინა დედამიწა 700 მილიონი წლის წინ — კვლევა როგორ გაიყინა დედამიწა 700 მილიონი წლის წინ — კვლევა
გადახედვა
-
ხომ არ აქვს ამ კონკრეტულ ცვლილებას პოლიტიკური დატვირთვა? — საბა ბუაძე პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოების აკრძალვაზე ხომ არ აქვს ამ კონკრეტულ ცვლილებას პოლიტიკური დატვირთვა? — საბა ბუაძე პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოების აკრძალვაზე
გადახედვა
-
მთავრობის დადგენილებით პლასტმასის ბოთლებში 3 ლიტრამდე სასმელი წყლის და 20 ლიტრამდე გაზიანი სასმელის წარმოება იკრძალება მთავრობის დადგენილებით პლასტმასის ბოთლებში 3 ლიტრამდე სასმელი წყლის და 20 ლიტრამდე გაზიანი სასმელის წარმოება იკრძალება
გადახედვა
-
"გული გამიხეთქე!" — ქალის შეშინების გამო რობოტი პოლიციამ ადგილიდან გააძევა "გული გამიხეთქე!" — ქალის შეშინების გამო რობოტი პოლიციამ ადგილიდან გააძევა
გადახედვა
-
ანა ნაცვლიშვილი: პაპუაშვილს ვუსმენდი — ეუთოს დასკვნის დაკნინებას ცდილობს ძალიან უგერგილოდ ანა ნაცვლიშვილი: პაპუაშვილს ვუსმენდი — ეუთოს დასკვნის დაკნინებას ცდილობს ძალიან უგერგილოდ
გადახედვა
კომენტარები