შარლიზ ტერონი, ნიკოლ კიდმანი, ელისონ ჯენი და მარგო რობი ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ჟურნალისტისა და FOX-ის თანამშრომლების შესახებ გადაღებულ ფილმში ითამაშებენ.

მეგან კელის როლს ფილმში შარლიზ ტერონი მოირგებს. რაც შეეხება ნიკოლ კიდმანს, ის FOX-ის ყოფილი თანამშრომლის, გრეტჩენ კარლსონის როლს შეასრულებს, რომელმაც არხის აღმასრულებელი პროდიუსერი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.

2015 წელს მეგინ კელი საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა, როდესაც რესპუბლიკელების საპრეზიდენტო დებატების დროს დონალდ ტრამპი სექსიზმში დაადანაშაულა.

სწორედ ამის შემდეგ დატოვა კელიმ FOX და სამუშაოდ NBC-ზე გადავიდა.

რაც შეეხება ელისონ ჯენის, ის იურისტ სიუზან ისტრიჩს განასახიერებს.

ნახეთ ნახეთ ნიკოლ კიდმანის კიდევ ერთი ტრანსფორმაცია ახალი, ამჯერად გრეტჩენ კარლსონის როლისთვის:

ნიკოლ კიდმანის მონაწილეობით 25 დეკემბერს კარინ კუსამას ახალ ფილმში, Destroyer, გამოდის. კიდმანი ამ ფილმშიც სრულიად განსხვავებული ვიზუალით ასრულებს საკუთარ როლს.