ეს იყო ძალიან მახინჯი არჩევნები, ქართველი ხალხი მსგავს წინასაარჩევნო რიტორიკას არ იმსახურებდა — პოლ სტრონსკი
ფოტო: VOA
საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებს შეერთებულ შტატებში ყურადღებით აკვირდებოდნენ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურმა საქართველოში პოლარიზებულ გარემოში ჩაიარა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა აღნიშნეს, რომ არჩევნები პროცედურების დაცვით ჩატარდა, თუმცა გამოჰყვეს აგრესიული და ძალადობრივი რიტორიკა. არჩევნების შედეგებზე, იმაზე თუ როგორ აისახება საქართველოს პოლიტიკურ კლიმატსა და პროცესებზე მისი შედეგები, კარნეგის ფონდის უფროს მკვლევარს, პოლ სტრონსკის, ამერიკის ხმის ჟურნალისტი ანი ჩხიკვაძე ესაუბრა
ბევრმა ადამიანმა ამ არჩევნებს პიროსის გამარჯვება უწოდა. ქართულმა ოცნებამ ყველა რესურსი გამოიყენა, რაც გააჩნდა. როგორ შეაფასებდით არჩევნებს?
ეს მმართველი პარტიის გამარჯვებაა... ნიშნავს, რომ ძალაუფლების ყველა შტო მმართველი პარტიის ხელშია. არსებობს კითხვები იმაზე, თუ როგორ გაიმარჯვეს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და ამომრჩევლის დაშინების კუთხით. ადრეა იმის თქმა, თუ რა როლი ითამაშა ამ ფაქტორებმა მათ გამარჯვებაში. ამას დრო გვეტყვის. [ზურაბიშვილმა] უფრო დიდი უპირატესობით მოახერხა გამარჯვება, ვიდრე მე ვფიქრობდი. ეს გვაჩვენებს, რომ ის გაიმარჯვებდა ამ ფაქტორების მიუხედავადაც. თუმცა, ქართული ოცნება მთავრობის ყველა ნაწილს აკონტროლებს და პასუხისმგებელია იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება.
სამწუხაროა ის, რომ ეს არ იყო არჩევნები პოლიტიკის გარშემო, არამედ პიროვნებების გარშემო. ეს იყო ძალიან ბინძური და მახინჯი არჩევნები და ვფიქრობ, ქართველი ხალხი არ იმსახურებდა ორივე მხარისგან მომავალ მსგავს წინასაარჩევნო რიტორიკას... [ზურაბიშვილი პირველი არჩეული ქალია] რეგიონში, საქართველომ ამით უნდა იამაყოს, შეერთებული შტატები ჯერ აქამდე არ მისულა. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების გარშემო არსებობს სადაო საკითხები.
საერთაშორისო ორგანიზაციებმა, როგორიცაა ეუთო, არჩევნები მკაცრად შეაფასეს, მათ ისაუბრეს ამომრჩევლის დაშინებაზე, ადმინისტრაციულ რესურსზე, ამომრჩევლის მოსყიდვაზე, ვალების ჩამოწერის დაპირებაზე. 2020 წლის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, რას ურჩევდით საქართველოს?
შემაშფოთებელია ეს ბრალდებები. ჩვენ ჯერ მხოლოდ წინასწარი განცხადებები ვიხილეთ. ცოტა თავი უნდა შევიკავოთ მყისიერი რეაქციებისგან... ჩვენ უნდა დავუცადოთ საბოლოო ანგარიშს. თუმცა, ეს ძალზედ მკაცრი წინასწარი შეფასება იყო. ეს, ან იმას გულისხმობს, რომ ამომრჩევლის დაშინებამ უფრო დიდ მასშტაბებს მიაღწია, ვიდრე ბევრს ეგონა, ან რომ საქართველოსგან უფრო მეტს მოითხოვენ. რეგიონის სხვა ქვეყნებში, უკრაინაში, სომხეთში არჩევნები უფრო მეტი დარღვევით იმართება, თუმცა ისინი მსგავს მკაცრ კრიტიკას არ მიმართავენ. ეს ნიშნავს, და ვფიქრობ ეს სწორია, რომ საქართველოსგან უფრო მაღალ სტანდარტს ელიან, რადგან ბოლო 15 წლის მანძილზე საქართველო ევროპისკენ მიილტვის და გარკვეულ პროგრესს მიაღწია. ამიტომ, ვფიქრობ, დიდ თუ პატარა უკუსვლაზე საქართველომ პასუხი უნდა აგოს. პრობლემაა ის, რომ ეს არ იყო სუფთა არჩევნები. მათ გაკვეთილი უნდა მიიღონ და მოემაზადონ უკეთესი არჩევნებისთვის ორ წელში.
წინასაარჩევნო გარემო ძალზედ პოლარიზებული იყო, მედიაში თუ მის მიღმა. პირველსა და მეორე ტურს შორის საპრეზიდენტო კანდიდატი ეკრანებიდან გაქრა და ის ქართული ოცნების ლიდერებმა ჩაანაცვლეს. მათი ტაქტიკა სააკაშვილის მმართველობის კრიტიკა და სააკაშვილის და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საფრთხობელად გამოყენება იყო, ისევე როგორც, წინა არჩევნებზე. როგორ ფიქრობთ, რამდენხანს იმუშავებს მსგავსი სტრატეგია, შეძლებენ ამავე რიტორიკით 2020 წელს გამარჯვების მოპოვებას?
ისინი წარმატებით შეეცადნენ სააკაშვილის საწინააღმდეგო რიტორიკა გამოეყენებინათ, 2012, 2016 წლებში და დღესაც. სააკაშვილი მათ თამაშს თამაშობს, როდესაც გამუდმებით რთავს საკუთარ თავს ქართულ პოლიტიკურ სცენაზე. ეს არც ნაციონალურ მოძრაობას არ ეხმარება, და არც ოპოზიციის გაერთიანებას. თუმცა ქართული ოცნება დღეს საქართველოში ხელისუფლების სადავეებთან არის, და საკუთარ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით უნდა აწარმოებდეს კამპანიას და არა სულ წარსულისკენ ყურებით. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ პოლარიზებას დააღწიოს თავი, ამის გარეშე წინ ვერ წავა... პარტიებმა ხედვა უნდა დასახონ, რომელიც არა დაშინების ტაქტიკაზე, არამედ მომავლის ხედვაზე იქნება დაფუძნებული. სანამ სააკაშვილი რჩება წინააღმდეგობრივ ფიგურად, და აგრძელებს მცდელობას ქართულ პოლიტიკაში როლი ჰქონდეს, ნაცვლად იმისა, რომ ყოფილი სახელმწიფო მოღვაწის ამპლუა მოირგოს, ქართული ოცნება გააგრძელებს ამ პარტიის თამაშს.
ოპოზიცია ვფიქრობ, უფრო წარმატებული იქნება, თუ პოლიტიკის ან პროგრამის გარშემო გაერთიანდება და შეეცდება ქართული ოცნების პოლიტიკურ დებატებში ჩართავს. ქართულმა ოცნებამ ბევრი დაპირება გასცა ბოლო ექვსი წლის მანძილზე, რომლის ნაწილიც არ შეუსრულებია. ისინი შემდეგი არჩევნებისთვის უკვე 8 წელი იქნებიან ხელისუფლებაში და დაშინების ტაქტიკის ნაცვლად, უნდა ჰქონდეთ მიღწევები, რასაც მათ კამპანია დაეყრდნობა.
ქართულმა ოცნებამ შეინარჩუნა ძალაუფლების ყველა შტოზე კონტროლი. ეს, უახლეს ისტორიას თუ შევხედავთ, არასდროს ყოფილა მმართველი პარტიისთვის კარგის მომტანი და ყოველთვის წინ უძღვოდა მმართველი პარტიის მიერ პოზიციების დაკარგვას. ამის გათვალისწინებით, რას ურჩევდით ქართულ ოცნებას?
წარსულის შეცდომები არ უნდა გაიმეორონ. ჩვენ ვიხილეთ ეს სააკაშვილის შემთხვევაში 2010-12 წლებში, სომხეთში პრეზიდენტ სარგსიანის შემთხვევაში, როცა მან ძალაუფლების კონსოლიდაცია მოახდინა. საქართველო დასავლეთისკენ ისწრაფვის. ვიქნები გულახდილი, საქართველო ახლა არაა მზად იმისთვის, რომ დასავლური თანამეგობრობის ნაწილი გახდეს, საქართველო უნდა იყოს მოდელი...
საქართველომ უნდა მოახერხოს პოლარიზაციის გადალახვა. ქართული ოცნება უნდა შეეცადოს რეალურად მართოს ქვეყანა და საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე იზრუნოს..
არჩევნებმა აჩვენა, რომ ოპოზიციას აქვს შანსი. ამან შესაძლოა შექმნას უფრო კონკურენტული გარემო. ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის რაოდენობა, რეალურ რიცხვებში უკანასკნელი წლების მანძილზე, იზრდება. რა უნდა იყოს ოპოზიციის სტრატეგია, რათა უფრო მეტი ამომრჩეველი მიიზიდონ? ზოგი ძალა ამომრჩეველს პროტესტისკენ მოუწოდებს, სხვები კი ამისგან თავს იკავებენ და პოლიტიკურ პროცესში დარჩენას არჩევენ.
ვფიქრობ, ქუჩაში გასვლა სასოწარკვეთილების გამოხატულებაა და არა იმის, თუ როგორ უნდა მუშაობდეს დემოკრატია... პოლიტიკურ სისტემაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია. იმის გაანალიზება, რომ ხმების 40 პროცენტი მიიღე და დამატებით 40 პროცენტი არჩევნებზე არ მივიდა. ეს ის ამომრჩეველია, რომელსაც ორივე, ოპოზიცია და ქართული ოცნება, უნდა ესაუბრებოდეს. თუ პირველ რაუნდს მეორეს შეადარებ, რა თქმა უნდა, დიდი ენთუზიაზმი არ იყო ზურაბიშვილის გარშემო... თუმცა, ეს იყო ისეთი სხვაობით გამარჯვება, რომ რთულია ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენო.
ოპოზიციამ ახლა უნდა იმუშაოს პოლიტიკის შემუშავებაზე, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე, განათლების თუ ჯანდაცვის, უსაფრთხოების კუთხით, დაიცვას სამოქალაქო საზოგადოების უფლებები... და იყოს პროდუქტიული. გვერდზე უნდა გადადონ ოპონენტების მოღალატეებად გამოცხადება და პოლარიზებული რიტორიკა. ვფიქრობ, ეს არ უწყობს ხელს დემოკრატიის განვითარებას და არც არჩევნების მოგებაში ეხმარება მათ...
დღეს ქართულმა ოცნებამ იცის, როგორ დაამარცხოს ნაციონალური მოძრაობა. ვფიქრობ ენმ-ს სჭირდება ტაქტიკის ცვლილება და იმის მოფიქრება, როგორ გაიმარჯვოს მმართველი პარტიის წინააღმდეგ. ვფიქრობ, ეს შესაძლებელია. ამომრჩევლის 40 პროცენტი შესანიშნავი ბაზაა ამისთვის. ასევე, დანარჩენი 40 პროცენტი, რომელიც ისე იმედგაცრუებულია, რომ ხმის მიცემაც არ სურს. და ის ხმები, რომელიც პირველსა და მეორე ტურს შორის ზურაბიშვილისკენ წავიდა, ასევე მოპოვებადია. ამ ყველა ხმის მოგება შეიძლება, თუ ენმ სწორ მესიჯებს და გზას შეარჩევს, და იპოვის საშუალებას, თუ როგორ იმუშაოს მთავრობასთან, როგორც კონსტრუქციულმა ოპოზიციამ, როცა ეს ქართველი ხალხის და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშია...
მე საქართველოს იმედით ვუყურებ. იმედით ვუყურებ ოპოზიციას. მართალია, ის გაფანტული და დანაწევრებულია. მაგრამ ძალზედ სიცოცხლისუნარიანი... ეს არჩევნები აჩვენებს, რომ არსებობს სივრცე პარტიისთვის, რომელიც ამ ამომრჩეველს მისწვდება.
-
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ OC Media-ს ვებსაიტი დაბლოკა აზერბაიჯანის ხელისუფლებამ OC Media-ს ვებსაიტი დაბლოკა
გადახედვა
-
ტრამპს სურს, ამერიკა კვანტურ გამოთვლებში პირველ ადგილზე იყოს ტრამპს სურს, ამერიკა კვანტურ გამოთვლებში პირველ ადგილზე იყოს
გადახედვა
-
პაპუა-ახალ გვინეაში მოსიარულე ზვიგენების აქამდე უცნობი სახეობა აღმოაჩინეს პაპუა-ახალ გვინეაში მოსიარულე ზვიგენების აქამდე უცნობი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
სკვერში 14 წლის მოზარდს ატრაქციონის კონსტრუქცია დაეცა — ის მძიმე ტრავმით კლინიკაშია სკვერში 14 წლის მოზარდს ატრაქციონის კონსტრუქცია დაეცა — ის მძიმე ტრავმით კლინიკაშია
გადახედვა
-
ვენესუელაში დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად 164 ადამიანი დაიღუპა — ბოლო ცნობები და გამოხმაურებები ვენესუელაში დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად 164 ადამიანი დაიღუპა — ბოლო ცნობები და გამოხმაურებები
გადახედვა
-
ბინდის საგა წიგნის მაღაზიებში ბრუნდება — 5 მიზეზი, რატომ უნდა ითარგმნოს შუაღამის მზეც ბინდის საგა წიგნის მაღაზიებში ბრუნდება — 5 მიზეზი, რატომ უნდა ითარგმნოს შუაღამის მზეც
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
-
ირანისა და ეგვიპტის მატჩი პრაიდის ფესტივალის პარალელურად ჩატარდება — FIFA-მ ქვეყნების პროტესტი არ გაითვალისწინა ირანისა და ეგვიპტის მატჩი პრაიდის ფესტივალის პარალელურად ჩატარდება — FIFA-მ ქვეყნების პროტესტი არ გაითვალისწინა
გადახედვა
-
ქვიზი: რა პოზიციაზე ითამაშებდი რაგბის? ქვიზი: რა პოზიციაზე ითამაშებდი რაგბის?
-
App Store-მა VKontakte, Mail.ru და VK Holding-ის აპლიკაციები წაშალა App Store-მა VKontakte, Mail.ru და VK Holding-ის აპლიკაციები წაშალა
გადახედვა
-
AI-ის დახმარებით მეცნიერებმა ვეზუვის ამოფრქვევისას დამწვარი პაპირუსი გაშიფრეს AI-ის დახმარებით მეცნიერებმა ვეზუვის ამოფრქვევისას დამწვარი პაპირუსი გაშიფრეს
გადახედვა
-
"სინდისის პატიმრები", "ოლიგარქი" და სხვა ტერმინების გამოყენებისთვის ComCom-მა "ტვ პირველი" 2500 ლარით დააჯარიმა "სინდისის პატიმრები", "ოლიგარქი" და სხვა ტერმინების გამოყენებისთვის ComCom-მა "ტვ პირველი" 2500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი პაველ ჰერჩინსკის მოუწოდებს, გაემიჯნოს ანგარიშს, სადაც, მისი თქმით, ქართულ ეკლესიაზე თავდასხმაა შალვა პაპუაშვილი პაველ ჰერჩინსკის მოუწოდებს, გაემიჯნოს ანგარიშს, სადაც, მისი თქმით, ქართულ ეკლესიაზე თავდასხმაა
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონი: საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა "ჩრდილოვანი ფლოტის" ნავთობტანკერი დააკავა ემანუელ მაკრონი: საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა "ჩრდილოვანი ფლოტის" ნავთობტანკერი დააკავა
გადახედვა
-
მოემზადეთ ზაფხულისთვის — ნახეთ, სად შეგიძლიათ, ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით მოემზადეთ ზაფხულისთვის — ნახეთ, სად შეგიძლიათ, ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით
-
მასკი ისევ უბრალო მილიარდერია — SpaceX-სა და Tesla-ს აქციების ფასი მკვეთრად დაეცა მასკი ისევ უბრალო მილიარდერია — SpaceX-სა და Tesla-ს აქციების ფასი მკვეთრად დაეცა
გადახედვა
-
NASA-ს მარსმავალმა წითელ პლანეტაზე რთულ ორგანულ ნაერთს მიაგნო — სიცოცხლის კვალი? NASA-ს მარსმავალმა წითელ პლანეტაზე რთულ ორგანულ ნაერთს მიაგნო — სიცოცხლის კვალი?
გადახედვა
-
გერმანიაში შხამიანი მუხლუხოს მასშტაბურ გავრცელებას ებრძვიან გერმანიაში შხამიანი მუხლუხოს მასშტაბურ გავრცელებას ებრძვიან
გადახედვა
-
პაატა სალია: ჩვენ მზად ვართ, გვსურს, რომ აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობები სირიასთან პაატა სალია: ჩვენ მზად ვართ, გვსურს, რომ აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობები სირიასთან
გადახედვა
-
თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნის თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნის
-
ქვიზი: გამოიცანი რომელ ენაზე საუბრობენ ქვეყანაში ქვიზი: გამოიცანი რომელ ენაზე საუბრობენ ქვეყანაში
კომენტარები