ჩინეთში "ჭკვიანმა" კამერამ წითელზე გავლისთვის ავტობუსზე გამოკრული ქალი დააჯარიმა
ფოტო: Alex Castro / The Verge
ჩინეთში სახის ამომცნობ კამერებს ნებისმიერი კრიმინალის ამოსაცნობად იყენებენ. მნიშვნელობა არ აქვს, ბანკის მძარცველს ეხება საქმე თუ უბრალოდ ქუჩის უკანონოდ გადამკვეთს, სისტემა თითოეულ მათგანს სცნობს. გასულ კვირას, ერთ-ერთი ასეთმა "ჭკვიანმა" კამერამ ცნობილი ბიზნესმენი ქალბატონი საჯაროდ შეარცხვინა წითელ მაშუქზე უკანონოდ გავლისთვის. იკითხავთ ალბათ, თუ კანონი დაარღვია, რატომ გახდა ეს საკითხი სალაპარაკოო, მაგრამ საქმე ისაა, რომ ქალბატონი ფიზიკურად იმ ადგილას არც კი ყოფილა.
როგორც უცხოური მედია იტყობინება, შემთხვევა Zhejiang-ის პროვინციაში, შანხაის სამხრეთ ნაწილში მოხდა. დაჯარიმებული აღმოჩნდა დონგ მინგჟუ, წარმატებული კომპანიის პრეზიდენტი, რომლის სახეც დიდ ეკრანზე გამოჩნდა იმ ადამიანების გვერდით, ვინც უახლეს წარსულში იგივე კანონი დაარღვია. ეკრანზე გამოსახული იყო მისი ფოტო, სახელი და გვარი და პირადი ნომრის ნაწილი. აღმოჩნდა, რომ პროგრამამ "კანონ დამრღვევის" გვარიც არასწორად ამოიცნო და Mingzhu-ს ნაცვლად Mingju გამოიტანა.
სინამდვილეში კი, ის რაც კამერამ დაინახა, ავტობუსზე გამოკრული რეკლამა იყო, რომელზეც მილიონერი ქალბატონის სახე იყო გამოსახული. ადგილობრივმა პოლიციამ მალევე აღნიშნა, რომ კამერა შეცდა, როდესაც დონგი უკანონობაში დაადანაშაულა. მათი მტკიცებით, პრობლემა უკვე მოგვარდა და სისტემაც გამართულად მუშაობს.
დონგ მინგჟუ ცნობილი ჩინელი ბიზნესმენია, რომელიც ფორბსის სიაში 100 გასაოცარი ბიზნესვუმენის სიაშიც კი შედის. დონგი ხშირად აცხადებს, რომ 26 წლის განმავლობაში ერთი დასვენების დღეც არ გამოუყენებია და ყოველდღიურად მუშაობს.
ეს შემთხვევა კი, ინტერნეტში დიდი განხილვისა და კრიტიკის საგანი გახდა. ჩინეთის მთავრობაში ამ კამერებით დიდი ხანია ამაყობენ და ამბობენ, რომ მისი დაყენების შემდეგ უამარავი დამნაშავე დააკავეს, თუმცა როგორც ჩანს, ის ბოლომდე გამართულად მაინც არ მუშაობს.
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
_5bfaa53389372_5bfaa5a033e19.jpg)
კომენტარები