შოტლანდიელი მშობლები მასწავლებლისთვის საჩუქრის ჩუქების ტრადიციაზე უარს ამბობენ
დღესასწაულების წინ, კომპანიები გამართლებულ სტრატეგიას კიდევ ერთხელ აბრუნებენ და ახალ-ახალ ნივთებს გვთავაზობენ, რომლებითაც უნდა გავახაროთ ოჯახის წევრები, მეგობრები, თანამშრომლები, საყვარელი ადამიანები და... მასწავლებლები.
შოტლანდიაში მშობელთა ორგანიზაცია Connect აცხადებს, რომ მშობლები კარგად უნდა დაფიქრდნენ, სანამ შვილების მასწავლებლებს ძვირიან საჩუქრებს უყიდიან. ისინი მოუწოდებენ ადგილობრივ მშობელთა საკონსულოებსა და მშობლებისა და მასწავლებლების ასოციაციას, რომ სადღესასწაულო სეზონის წინ, მასწავლებლებისთვის საჩუქრის ყიდვის ტრადიციას გადახედონ და დასძენენ, რომ ზოგი საჩუქარი 100 გირვანქა სტერლინგზე [340 ლარი] მეტი ღირს.
"ჩვენ გვესმის, რომ მშობლებს სურთ, შვილების მასწავლებლებისთვის მადლიერებისა და პატივისცემის ჩვენება, მაგრამ წელს მშობლებს მოვუწოდებთ, რომ გამონაკლისი დაუშვან და კარგად გაიაზრონ, რას აკეთებენ. ხშირად გულით ნათქვამი "მადლობაც" საკმარისია", - ამბობს Connect-ის დირექტორი ელენ პრიორი.
პრიორი დასძენს, რომ ეს ტრადიცია საშობაოდ სტრესში აგდებს როგორც მშობლებს, ისე — ბავშვებს. ის ამბობს, რომ მასწავლებლებისთვის საჩუქრის შეძენის დროს მოსწავლეების ოჯახებს შორის არსებული განსხვავებული ფინანსური შესაძლებლობები აშკარა ხდება.
"ჩვენ დაგვიკავშირდა უამრავი დასტრესილი მშობელი, რომლებსაც 10 გირვანქა სტერლინგის მიტანა სთხოვეს მასწავლებლის საჩუქრისთვის. თუ ისინი ამ თანხას არ ან ვერ გადაიხდიან, ეუბნებიან, რომ მისალოც ბარათზე მათი შვილის სახელი არ იქნება", - დასძენს ის.
Connect-ის ერთ-ერთი უკანასკნელი კვლევა, რომელიც ოჯახების ფინანსურ პრობლემებს ეხებოდა, აღწერს იმ სიტუაციას, რომელშიც სკოლა ხშირად აგდებს მშობლებს.
შოტლანდიის მშობელთა გაერთიანებას უამრავი ორგანიზაცია შეუერთდა და ამ ინიციატივაში მხარდაჭერა გამოუცხადა. მათ შორის ბავშვთა სიღარიბის დაძლევაზე მომუშავე ჯგუფი (CPAG) და შოტლანდიის განმანათლებელი ინსტიტუტი (EIS).
"ჩვენ ვიცით, რამდენი მშობელი და აღმზრდელი განიცდის გაჭირვებას. ხანდახან მათ იმათზე უწევთ ფიქრი, თუ როგორ გაძლონ დღის ბოლომდე. მასწავლებლებისთვის საჩუქრების შერჩევა მათთვის დამატებითი წნეხია, როდესაც ისინი ფიქრობენ, რომ საკუთარ შვილებს იმედები ვერ გაუმართლეს", - ამბობს დიდი ბრიტანეთის ეროვნული განათლების კავშირის მდივანი, კევინ კორტნი.
ის დასძენს, რომ მასწავლებლები საჩუქრებს არ უნდა მოელოდნენ, ხოლო მშობლებს არ უნდა ეშინოდეთ, რომ თუ საჩუქრებს არ მიართმევენ, მასწავლებლებს მათი შვილების მიმართ დამოკიდებულება შეეცვლებათ.
CPAG-ის ხელმძღვანელის ჯონ დიკის სიტყვებით, ძვირფასი საჩუქრები უხერხულ მდგომარეობას უქმნის მასწავლებლებსაც და ისინი ასევე ითხოვენ ამ "ტრადიციის" გადახედვას.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები