გაუგონარი ბრალდება — სერვისების განვითარების სააგენტოს პასუხი ყალბი პირადობების დამზადებაზე
ფოტო: პირველი არხი
სერვისები განვითარების სააგენტო მეორე ტურისთვის ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ბრალდებას უარყოფს და "გაუგონარს უწოდებს". სააგენტოს თავმჯდომარის, სოსო გიორგაძის თქმით, არასამთავრობოების ბრალდებეა "აბსურდულ" წინადადებებსა და არგუმენტებს ეფუძნება.
"ჩემთვის არამხოლოდ გაუგონარია, რაზეც ეს ადამიანები საუბრობს, არამედ თეორიულადაც წარმოდგენაა რთული იმისა თუ რასაც გვაბრალებენ", — განაცხადა გიორგაძემ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, მან მიმართა იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, რათა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მათ გამოძიება დაიწყონ.
გიორგაძემ განაცხადა, რომ საარჩევნო სიებთან დაკავშირებით სადამკვირვებლო საერთაშორისო კომპანიების მხრიდან არსებობს ნდობა.
რაც შეეხება პირადობის მოწმობების ბეჭდვას, გიორგაძემ განმარტა, რომ ბიომოტერიული დოკუმენტები, მათ შორის, პირადობის მოწმობები, საქართველოში მხოლოდ სამ ადგილას იბეჭდება: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. მისივე თქმით, შესაბამისად პირადობები ვერ დაიბეჭდებოდა წალენჯიხასა და გარდაბანში, როგორც ამას არასამთავრობოები ამბობენ.
გიორგაძემ, ასევე, უპასუხა გარდაბნისა და წალენჯიხის ტერიტორიული სამსახურების ხელმძღვანელების მივლინებების საკითხს. მისივე თქმით, სააგენტოს 1 300-ზე მეტი თანამშრომლები ჰყავს და "არ არსებობს დღე, როცა ვიღაც არ არის მივლინებაში"
"ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო ჩვენ ყალბ პირადობის მოწმობებს ვბეჭდავთ, თავისთავად არის ყალბი", — განაცხადა გიორგაძემ.
მისივე თქმით, თუ საუბარია საარჩევნო სიის გაზრდაზე მაშინ არასამთავრობოებმა მას კონკრეტული ციფრები უნდა წარუდგინონ:
"საარჩევნო სია შედგება კონკრეტული ადამიანების რაოდენობისგან და კონკრეტულად საქართველოს მოქალაქეებისგან. ეს არის ციფრები, ციფრები არის მათემატიკა, რომელიც არის ზუსტი მეცნიერება".
დღეს, 20 ნოემბერს სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად, სავარაუდოდ, ყალბი პირადობის მოწმობები იბეჭდება. ამის შესახებ ინფორმაცია მათ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიაწოდა.
როგორც მათ წყარომ უთხრა, ამ პროცესს ხელმძღვანელობენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და ამავე სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ბეჟან ობგაიძე. წყაროს თქმით, პირადობის მოწმობები სააგენტოს რამდენიმე ტერიტორიულ სამსახურში იბეჭდება.
არასამთავრობოების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ წყაროს თქმით, იმ რეგიონებში, სადაც ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელები არ არიან "სანდო" პირები, ისინი მივლინებაში გაუშვეს, ხოლო მათ ადგილას "სანდო" პირები მიავლინეს.
"წყაროს ინფორმაციით, ასეთ "არასანდო" პირებად მიჩნეულნი იყვნენ სააგენტოს წალენჯიხის ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელი არკადი ფიფია და გარდაბნის ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელი ზურაბ ხვედელიძე. წალენჯიხაში ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელი მისი მივლინებაში ყოფნის განმავლობაში მანუჩარ ნაჭყებიამ ჩაანაცვლა. მივლინებაში ყოფნა არკადი ფიფიამ ჩვენს წარმომადგენლებს დაუდასტურა. მოპოვებული ინფორმაციით, სავარაუდოდ ასევე, მივლინებაში იმყოფება ზურაბ ხვედელიძე, რომლის მოვალეობასაც გვანცა მენაფირე ასრულებს".
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
კომენტარები