76 წლის მიხა პაპა საზოგადოებამ მთის ამბების ვიდეოდან და სტატიიდან გაიცნო. ის ხევსურეთში, გორშეღმის ხეობის ერთადერთი მუდმივი მაცხოვრებელია და მთელ ზამთარს მარტო ატარებს.

"ნოემბრიდან მაისამდე, 6 თვე ხმის გამცემიც არ ჰყავს, მხოლოდ მესაზღვრეები თუ გადაუფრენენ ვერტმფრენით", - წერდა მთის ამბები.

მიხა პაპას უკარფანჯრო მიწურში ცხოვრობდა და ნერვიულობდა, რომ ზამთარს ვერ გადაიტანდა.

"ყინვამ შეიძლების გამყინოს, მოვკვდე და ან მგელი შამჭამს, ან დათვი და გაზაფხულზე შეიძლების აღარ დაგხვდეთ. ერთი ქოხი მინდა, ფეჩი დეეტივას, ტელევიზორი დეეტივას, პურის საჭმელი სტოლი დეეტივას, ცეცხლთან თბილად ვიყო და კარი დეეხუროს რა", - ამბობდა ის.

მთის ამბებმა მიხა პაპას დასახმარებლად კამპანია წამოიწყო და მკითხველებს დახმარება სთხოვა. მსურველები სპეციალურ ანგარიშზე ფულს რიცხავდნენ. აქციაში ახალგაზრდები, მთის ამბების ჟურნალისტები, ფოტოგრაფები, ოპერატორები და კომპანიები ჩაერთვნენ.

საბოლოოდ კი, მიხა პაპას თოვლის მოსვლამდე ქოხი აუშენეს.

ნახეთ ყველა ფოტო მთის ამბების ფეისბუქ გვერდზე.