ირაკლი ოქრუაშვილი მეორე ტურში მხარს გრიგოლ ვაშაძეს უჭერს
ფოტო: ფოტო ვიდეოდან / ძალა ერთობაშია
საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარს გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს. ამის შესახებ ოქრუაშვილმა TV პირველის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია პირველის საშუალებით იმ ადამიანებს მიმართა, რომლებიც მისი თქმით, არიან ნეიტრალურები და არ იცის, ვის მისცენ ხმა მეორე ტურში.
"მოხდა ისე, რომ ჩვენ დავდექით ურთულესი არჩევანის წინაშე. ჩვენი სახლში დარჩენა არის უპასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე. ასეთი რთული არჩევანი დამოუკიდებლობის შემდეგ 2-3-ჯერ გვქონდა, მეტი არა. ამ არჩევანს ვეღარ გავექცევით, თვალს ვერ დავხუჭავთ, სირაქლემას პოზაში ყოფნა არ შეიძლება. ეს არჩევანი არის მორალურად ურთულესი, რადგან გრიგოლ ვაშაძე ასოცირდება ჩვენს რთულად გასახსენებელ რაღაც მომენტებთან და ჩემთვისაც ასეთი ადვილი არ არის ეს ყველაფერი. მეორე მხარეს არის ქალბატონი, რომელიც აბსოლუტურად არის შორს ჩვენი ხასიათისგან, იდენტობისგან; ქალი, რომელიც აფხაზეთს განგრენას ეძახის და ომის დაწყებას გვაბრალებს. მეორე მხარეს არის აბსოლუტური ჭაობი. თუ გვინდა ეს ჭაობი შევცვალოთ, თუ გვინდა, რომ ამ ჭაობიდან ამოსვლის პექსპექტივა გავაჩინოთ, თუ გვინდა ამ ჭაობში გავინძრეთ, გავცუროთ და ამოსვლა შევძლოთ, უნდა დავუჭიროთ მხარი ცვლილებებს", — განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
მისი თქმით, ცვლილება არის ხმის მიცემა ივანიშვილსა და ზურაბიშვილის წინააღმდეგ.
"წინააღმდეგ ტოლობის ნიშანი იქნება გრიგოლ ვაშაძის სახით. არ ვატარებ პოლიტიკურ ამბიციას, ერთი რიგითი ვარ. ეს არის იძულებითი არჩევანი, რომელიც დაგვიტოვა ბიძინა ივანიშვილმა", — განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.
ძალა ერთობაშიას პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ყოფილი შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, 3 ნოემბერს შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ვიდეო ძალა ერთობაშიას ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა. ნაციონალურ მოძრაობაში On.ge-ს განუცხადეს, რომ ვიდეომასალა რამდენიმე დღის წინ, არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ ოქრუაშვილის სახლში ჩაიწერა.
ოქრუაშვილს ვაშაძესთან შეხვედრის დროს არ დაუფიქსირებია საკუთარი აზრი, თუ ვის დაუჭერს მხარს მეორე ტურში. მან თქვა, რომ ვიდეოში ოქრუაშვილი ამბობს, რომ წარსულიდან გამომდინარე, მას მოსაფიქრებლად დრო სჭირდება.
ვინ არის ირაკლი ოქრუაშვილი
ირაკლი ოქრუაშვილი ნაციონალური მოძრაობის მმართვეობის პერიოდში შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და ეკონომიკის მინისტრის პოსტებს იკავებდა. 2006 წლის 10 ნოემბერს, მთავრობაში ცვლილებების შედეგად, ირაკლი ოქრუაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტი დატოვა და ეკონომიკური განვითარების მინისტრი გახდა. პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვებით, ეს გადაადგილება "განაპირობა იმ ფაქტმა, რომ რუსეთის მთავარი სამიზნე საქართველოს ეკონომიკაზე შეტევაა". ზოგიერთმა ოპოზიციურმა ძალამ და პოლიტოლოგმა კი ოქრუაშვილის გადაყენება მის მიერ ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენის ვადების თაობაზე კატეგორიულ განცხადებებს დაუკავშირა.1 კვირის შემდეგ, 17 ნოემბერს, ოქრუაშვილმა ეკონომიკური განვითარების მინისტრის თანამდებობა თავისი სურვილით დატოვა.
2007 წლის 25 სექტემბერს ოქრუაშვილმა პრეზიდენტი სააკაშვილი ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებსა და მკვლელობების შეკვეთებში დაადანაშაულა. 2 დღის შემდეგ ის მის მიერ შექმნილი პარტიის — ერთიანი საქართველოსთვის ოფისში დააკავეს. ექს-მინისტრს თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში, ფულის გამოძალვასა და სამსახურეობრივ გულგრილობაში დასდეს ბრალი.
იმავე წლის ოქტომბერში მან უარყო სააკაშვილის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები და აღიარა დანაშაული, რის შემდეგაც 2007 წელს იძულებით იქნა დეპორტირებული საქართველოდან და ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი. 2012 წლის 20 ნოემბერს დაბრუნდა საქართველოში და დაპატიმრებული იქნა, რის შემდეგაც გადაყვანილი იქნა გლდანისციხეში.
2013 წელს ირაკლი ოქრუაშვილი სცნეს პოლიტიკურ დევნილად, სასამართლომ ყველა ბრალდება მოუხსნა და გაათავისუფლეს სასამართლოდან.
-
Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება
გადახედვა
-
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა
გადახედვა
-
16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით? 16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით?
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა
გადახედვა
-
კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა
-
შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან
გადახედვა
-
Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს" Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს"
გადახედვა
-
რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ
გადახედვა
-
60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს 60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა
-
დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში
გადახედვა
-
ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ
გადახედვა
-
როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი
გადახედვა
-
მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის
გადახედვა
-
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა
გადახედვა
-
აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა
-
21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს 21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს
გადახედვა
კომენტარები