კვლევა: ლაზერული "შუქურის" გამოყენებით შესაძლოა უცხოპლანეტელების ყურადღება მივიქციოთ
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში განხილულია იდეა, რომელიც ძლიერი ლაზერით უცხოპლანეტელებთან კომუნიკაციის დამყარებას გულისხმობს.
კვლევა The Astrophysical Journal-ში ორი დღის წინ გამოქვეყნდა.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ თუ ერთი, ან ორი მეგავატის სიმძლავრის მქონე ლაზერს უზარმაზარი 45-მეტრიანი ტელესკოპით კოსმოსში მივმართავთ, უცხო ცივილიზაციებისთვის მის მიერ გამოყოფილი რადიაციის მზისგან განცალკევება შესაძლებელი იქნება.
აღნიშნული სიგნალი დედამიწიდან 20 000 სინათლის წელიწადზე გავრცელდება.
"წარმატებული კონტაქტის შემთხვევაში ჩვენ ლაზერის სხივით ინფორმაციის გადაცემასაც შევძლებთ, უფრო კონკრეტულად კი წამში რამდენიმე ასეული ბიტის გაგზავნას", - აცხადებს მასაჩუსეტსის ინსტიტუტის აერონავტიკისა და ასტრონავტიკის დეპარტამენტის სტუდენტი და კვლევის ავტორი ჯეიმს კლარკი.
"ეს რთული პროექტია, თუმცა დღეს არსებული ტექნოლოგიით მსგავსი სისტემის შექმნა უკვე შესაძლებელია. ასეთი სიგნალის დაფიქსირებას უცხო გონიერი ცივილიზაციები ადვილად შეძლებენ, რადგან ლაზერი ჩვენს მზის სისტემას უნიკალურ "შესახედაობას" მისცემს", - აცხადებს ავტორი.
კლარკის თქმით, უმჯობესია, რომ ისევე როგორც ობსერვატორიები, მსგავსი სისტემა მაღალ მთაზე აშენდეს, რათა ლაზერის სხივზე დედამიწის ატმოსფეროს გავლენა მინიმუმამდე დავიყვანოთ.
თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ასეთი ტიპის ლაზერს საკმაოდ მაღალი ენერგიის სხივი ექნება და მან შესაძლოა ორბიტაზე არსებული სატელიტებიც კი დააზიანოს. ავტორის თქმით, მსგავსი სისტემის შექმნა ყველაზე უსაფრთხო მთვარის ბნელ მხარეს იქნება.
კვლევაში ასევე განხილულია შევძლებთ თუ არა ჩვენ უცხოპლანეტელების მსგავსი სიგნალის დაფიქსირებას. კლარკის გამოთვლებით, ერთმეტრიანი ან უფრო დიდი ტელესკოპი მსგავსი სიგნალის აღმოჩენას შეძლებდა, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას პირდაპირ სიგნალის წყაროზე მივმართავდით.
"ამჟამინდელი ტექნოლოგიით მსგავსი სიგნალის დაფიქსირება ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ჩვენ ნელ-ნელა უფრო და უფრო მეტი ეგზოპლანეტის ინფრაწითელ სპექტრს ვსწავლობთ, ხოლო კოსმოსის ახალი რუკები კი უფრო დეტალური ხდება, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ მომავალში მსგავსი სიგნალების დაფიქსირებას, თუ, რა თქმა უნდა, ისინი არსებობს, აუცილებლად შევძლებთ", - აცხადებს კლარკი.
-
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
კომენტარები