ევროკავშირი: თურქეთი უვიზო მიმოსვლას მხოლოდ პირობების შესრულების შემდეგ მიიღებს
ფოტო: ევროკომისია
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ თურქეთი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას ოქტომბერში მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ანკარა ორგანიზაციის ყველა მოთხოვნას, მათ შორის ანტიტერორისტული კანონის რეფორმირებასაც შეასრულებს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.
იუნკერმა აღნიშნა, რომ თურქეთმა აუცილებლად უნდა შეწყვიტოს ანტიტერორისტული კანონის ოპოზიციური ძალების წინააღმდეგ გამოყენება. მისი თქმით, ეს მოთხოვნა არა მხოლოდ თურქეთის ხელისუფლებას, არამედ თურქ ხალხსაც ეხება.
ევროკომისიის პრეზიდეტნმა ასევე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ თურქეთი ზემოაღნიშნულ პირობებს არ შეასრულებს, ქვეყნის პრეზიდენტ, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს მოუწევს აუხსნას თავის ხალხს, თუ რატომ არ შეუძლიათ მათ ევროპაში უვიზოდ მიმოსვლა:
"უვიზო მიმოსვლის საკითხი, რომელიც ლტოლვილების შესახებ შეთანხმებას უკავშირდება, ძალაში პირველი ოქტომბრიდან იმ შემთხვევაში შევა, თუ თურქეთი ყველა პირობას შეასრულებს. ანტიტერორისტული კანონი ციხეში მყოფი ინტელექტუალების, მეცნიერებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ არ შეიძლება გამოიყენონ. ეს არ არის ის, რასაც ჩვენ ტერორიზმთან ბრძოლას ვუწოდებთ ".
აგვისტოს დასაწყისში თურქეთმა ევროკავშირს განუცხადა, რომ თუ ეს უკანასკნელი ქვეყანას ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს 2016 წლის ოქტომბრამდე არ დაუწესებდა, ანკარა ორ მხარეს შორის მიგრანტებთან დაკავშირებული შეთანხმების შესრულებაზე უარს განაცხადებდა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, 15 ივლისს თურქეთში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობისა და ერდოღანის მიერ გამოცხადებული ე.წ. წმენდის შემდეგ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის შესრულებაზე უარი განაცხადა. ამასთან, ქვეყნის პრეზიდენტმა განმარტა, რომ შესაძლოა ქვეყანაში სიკვდილით დასჯა აღადგინონ.
15 ივლისს თურქეთში, ხელისუფლების დამხობის მიზნით, ქვეყნის რამდენიმე ლოკაციაზე შეიარაღებული დაჯგუფების თავდასხმას 300-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, აჯანყებასთან კავშირის ბრალდებით თანამდებობიდან გადააყენეს და დააკავეს ათასობით მოსამართლე, მაღალი თანამდებობაზე მყოფი სამხედროები, პოლიციელები და სამოქალაქო პირები.
გარდა ამისა, დახურულია 130-მდე მედიასაშუალება, დაკავებულები არიან ჟურნალისტები. ქვეყანაში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
თურქეთში მომხდარი ამბოხის გამომწვევი მიზეზების, მისი ორგანიზატორებისა და მომხდარის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ:
-
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
-
აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია
გადახედვა
-
"განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა "განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
გადახედვა
-
EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა
გადახედვა
-
პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა
გადახედვა
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
კომენტარები