ანდრეა პირლოს პირველი თბილისური დღე ფოტოებში
ანდრეა პირლოს თბილისში პირველივე დღე დატვირთული ჰქონდა. ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი, რომელიც საქართველოში კომპანია ევროპაბეთის მოწვევით პარასკევს გამთენიისას ჩამოფრინდა, მთელი დღის განმავლობაში გადასაღებ მოედანზე იყო - როგორც იცით, მილანისა და იუვენტუსის ლეგენდის ვიზიტის მიზანი ევროპაბეთის სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობაა.
გადაღებები დილიდან დაიწყო. გადასაღებ მოედანზე პირლოსთან ერთად ფრანგი რეჟისორი ჟულიენ ზენიე მუშაობს, რომელმაც სხვადასხვა დროს მერსედეს ბენცის, როლექსის და პეჟოს სარეკლამო რგოლები გადაიღო. მას უთანამშრომლია სპორტის ისეთ ვარსკვლავებთანთან, როგორებიც კრიშტიანო რონალდო და ნოვაკ ჯოკოვიჩი არიან. ევროპაბეთის რგოლზე სარეკლამო კომპანია WINDFOR'S მუშაობს, გადაღებებს Metro Production აწარმოებს.
გადაღებების დაწყებამდე, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი გულშემატკივრებს შეხვდა, მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღო და ავტოგრაფები დაარიგა.
“ევროპაბეთის” მხრიდან ანდრეა პირლოს სარეკლამო სახედ არჩევა მისმა პერსონამ და თამაშის მანერამ განაპირობა. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ პირლოს ტიპაჟი საუკეთესოდ მიესადაგება ბრენდის განვითარების კონცეფციას.
ანდრეა პირლო კარიერის საუკეთესო წლებში ისეთ საფეხბურთო გრანდებში თამაშობდა, როგორებიცაა მილანი და იუვენტუსი, 6-ჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, 2-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, 2006 წელს კი, იტალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა. პირლო ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად არის მიჩნეული და თამაშის განსხვავებული ხედვით, ქარიზმით, კრეატიულობითა და უნიკალური პასის უნარით გამოირჩეოდა.
"ვფიქრობთ, რომ ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროექტია გამოცდილების კუთხითაც, რადგან ოპერატორი არის ჩამოსული ბრიტანეთიდან, რეჟისორი არის საფრანგეთიდან, ასევე სხვადასხვა ქვეყნიდან არიან ჩამოსული პროფესიონალები. ქართული ჯგუფისთვის და მგონი, მთლიანი საქართველოსთვის, ეს დიდი გამოცდილებაა. ასეთ ვარსკვლავებს ხშირად არ ვიღებთ ხოლმე", - ამბობს სანდრო გაბილაია, Metro Production-ის აღმასრულებელი პროდიუსერი.
ფოტო: ევროპაბეთი
"რეჟისორი თავისთავად გამოცდილია მსგავსი კალიბრის ვარსკვლავების გადაღებაში და გადაღებული ჰყავს სხვადასხვა დროს რონალდო, ჯოკოვიჩი... ძალიან ცოტა დრო გვაქვს გადასაღებ მოედანზე ასეთ ვარსკვლავთან სამუშაოდ და ამიტომ აქვს დიდი მნიშვნელობა ასეთ ცოდნას. ჯერჯერობით პირველი სცენა გადავიღეთ და კმაყოფილები ვართ", - აღნიშნავს ვატო ქავთარაძე, სარეკლამო სააგენტო Windfor's-ის ხელმძღვანელი.
კომენტარები