ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის, სამართლიანი არჩევნების (ISFED) ინფორმაციით, ცოდნისკარის მაცხოვრებლის,ნუნუ ჯორჯაძის არჩევანზე ქართული ოცნების მხარდამჭერებმა ზემოქმედება მოახდინეს. ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნუნუ ჯორჯაძე ყვება, როგორ მივიდნენ მასთან მეზობლები და დაინტერესდნენ, ვის აძლევდა ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე.

"ქართული ოცნების წარმომადგენლები მეზობლები მოვიდნენ და მკითხეს, შენი შვილი ხომ ჯარში მსახურობს და ამიტომ, ხვალ აუცილებლად სალომე ზურაბიშვილს უნდა მისცე ხმაო, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენი შვილი ჯარშია და მერე შეიძლება პრობლემა შეექმნასო", — ყვება ნუნუ ჯორჯაძე.

ამავე თემაზე: