უცხო ქვეყანაში ხარ, სიარულისგან დაღლილი ერთ-ერთ კაფეში ჩამოჯექი, ყავა დალიე და უგემრიელესი ნამცხვარიც მიაყოლე. ახლა კი ჩეკს უყურებ ჩაფიქრებული სახით: უნდა დატოვო თუ არა "ჩაი"? და თუ უნდა დატოვო, რამდენი უნდა "დატოვო"?

მიმტანისთვის, ტაქსის მძღოლისთვის თუ სასტუმროს პერსონალისთვის მცირე თანხის ჩუქების ეტიკეტი ევროპის ქვეყნებში ერთმანეთისგან განსხვავდება. იტალიაში დამკვიდრებული წესები სხვაა, ესპანეთში კი - სხვა. სწორედ ამიტომ, იმისთვის, რომ უტაქტო ტურისტი არ ეგონო ვინმეს, სჯობს, ახლავე წაიკითხო ეს სასარგებლო სტატია:

ავსტრია

ფოტო: Nick Matej / Behance

ავსტრიაში "ჩაის" დატოვების ეტიკეტი დანარჩენი ევროპისგან იმით განსხვავდება, რომ მომსახურების საფასური ჩეკში უკვე შეტანილია, თუმცა დამატებით 5%-ის დატოვება თქვენგან მაინც კარგი ჟესტი იქნება.

  • რესტორნები და კაფეები: 5%
  • სასტუმროები: დაუტოვეთ ნომრის პერსონალს 1-2€, თუ მაღალი კლასის სასტუმროში ხართ
  • ტაქსი: მგზავრობის თანხის 10%

Wizz Air-ით ქუთაისიდან ვენაში 74.99 ლარად მოხვდებით

ინგლისი

ფოტო: Nick Matej / Behance

თუ ანგარიშში მომსახურების საფასური შეყვანილია, ესე იგი, თქვენგან "ჩაის" დატოვებას არავინ ელის.

  • რესტორნები და კაფეები: 10% მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩეკში არ წერია
  • სასტუმროები: აუცილებელი არაა
  • ტაქსი: მგზავრობის თანხის 10-15%

Wizz Air-ით ქუთაისიდან ლონდონში 56.99 ლარად მოხვდებით

გერმანია

ფოტო: Nick Matej / Behance

თუ ანგარიშში დაინახავთ სიტყვა Bedienung-ს, ეს ნიშნავს, რომ მომსახურების საფასური თანხაში შედის, მაგრამ თქვენგან "ჩაის" მაინც ელოდებიან. როგორც წესი, უახლოეს ევრომდე დამრგვალება კაფეებსა და რესტორნებში სავსებით საკმარისია. რაც გაგაოცებთ ისაა, რომ საჯარო ტუალეტებში ხშირად ნახავთ ადამიანს, რომელსაც €0.50 უნდა მისცეთ.

  • რესტორნები და კაფეები: დაამრგვალეთ უახლოეს ევრომდე
  • სასტუმროები: ძვირფას სასტუმროებში €5 უნდა დატოვოთ ყოველი ღამისთვის
  • ტაქსი: €1-2

Wizz Air-ით ქუთაისიდან ბერლინში 69.99 ლარად მოხვდებით

ესპანეთი

ფოტო: Nick Matej / Behance

როგორც წესი, მომსახურების პროცენტი ანგარიშში გათვალისწინებულია, თუმცა "ჩაის" დატოვება ასევე მიღებული პრაქტიკაა რესტორნებსა და ბარებში, სასტუმროებში და ტაქსიში. თუ განსაკუთრებით მოგეწონათ საჭმელი ან სერვისი, დამატებით თანხის 7-10% შეგიძლიათ დატოვოთ.

  • რესტორნები და კაფეები: €1 ევრო ადამიანზე, თუ ჯგუფი ხართ ან 7-10%
  • სასტუმროები: ნომრის დაცლის წინ €2-3 ევრო დატოვეთ პერსონალისთვის
  • ტაქსი: თქვენზეა დამოკიდებული, შეგიძლიათ დაამრგვალოთ უახლოეს მრგვალ თანხამდე ან აიღოთ ხურდა

Wizz Air-ით ქუთაისიდან ბარსელონაში 141.99 ლარად მოხვდებით

იტალია

ფოტო: Nick Matej / Behance

Servizio incluso ნიშნავს, რომ სერვისის ღირებულება თანხაში უკვე დათვლილია. დამატებით თანხის გადახდა კი შეიძლება გაუკვირდეთ კიდეც. თუ სერვისი ანგარიშში არ შედის, მაშინ თითოეული ადამიანისგან €1-2 ევროს დატოვება კარგი იდეა იქნება.

  • რესტორნები და კაფეები: მაქსიმუმ 10%
  • სასტუმროები: €1-2 ევრო ყოველი ღამისთვის ნომრის პერსონალისათვის
  • ტაქსი: "ჩაის" დატოვება მიღებული არაა

Wizz Air-ით ქუთაისიდან რომში 74.99 ლარად მოხვდებით

საფრანგეთი

ფოტო: Nick Matej / Behance

საფრანგეთში თითქმის ყველა კაფესა და რესტორანში გათვალისწინებულია სერვისის ღირებულება - 15%. ჩვეულებრივი სადილის შემთხვევაში დამატებით €1-2-ზე მეტის დატოვება აუცილებელი არაა.

  • რესტორნები და კაფეები: ან არაფერი, ან დაახლოებით 5%
  • სასტუმროები: €1-2 ევრო ყოველი ღამისთვის
  • ტაქსი: "ჩაის" დატოვება აუცილებელი არაა

Wizz Air-ით ქუთაისიდან პარიზში 166.99 ლარად მოხვდებით

საბერძნეთი

ფოტო: Nick Matej / Behance

საბერძნეთში "ჩაის" მოცულობა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენია თქვენი ანგარიში. მცირე შეკვეთაზე უფრო დიდ თანხას ტოვებენ, სრულფასოვან სადილზე - პირიქით

  • რესტორნები და კაფეები: 5-10%
  • სასტუმროები: €1 ყოველი ღამისთვის, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მოლოდინს გადააჭარბებენ
  • ტაქსი: "ჩაის" დატოვება აუცილებელი არაა

Wizz Air-ით ქუთაისიდან ათენში 24.99 ლარად მოხვდებით

უნგრეთი

ფოტო: Nick Matej / Behance

უნგრეთში უპირატესობას ანიჭებენ "ჩაის" ხელიდან ხელში გადაცემას:

  • რესტორნები და კაფეები: 10%
  • სასტუმროები: 200-300 ფორინტი ყოველ ღამეზე ნომრის პერსონალისათვის
  • ტაქსი: 100-200 ფორინტით შეგიძლიათ დაამრგვალოთ

Wizz Air-ით ქუთაისიდან ბუდაპეშტში 64.99 ლარად მოხვდებით

ჩეხეთი

ფოტო: Nick Matej / Behance

როგორც წესი, მომსახურების ღირებულება ანგარიშში უკვე გათვალისწინებულია, თუმცა მაინც შეამოწმეთ, რომ 15% იყოს მითითებული. სხვა შემთხვევაში "ჩაის" დატოვება აუცილებელიც კია.

  • რესტორნები და კაფეები: არაფერი, თუ უკვე გათვალისწინებულია ან 15%
  • სასტუმროები: 3-5 ჩეხური კრონა მომსახურე პერსონალისათვის თითო დღეზე
  • ტაქსი: უახლოეს რიცხვამდე დაამრგვალეთ

Wizz Air-ით ქუთაისიდან პრაღაში 99.99 ლარად მოხვდებით