საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების წევრი, გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონია. ფინალში მან ჩინელი ჟივეი დენგი 6:0 დაამარცხა.

ფინალში გასასვლელად გენომ ირანელი მოჭიდავე ჰადიბასმანი 13:6 დაამარცხა.

პეტრიაშვილი უკვე მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. პირველად ეს ტიტული გასული წლის აგვისტოში მოიპოვა.