ამაზე საუბარი ნაადრევია — რას ფიქრობენ პარტიები გაერთიანების შესახებ მერაბიშვილის სურვილზე
საქართველოს ყოფილი პრემიერი, ვანო მერაბიშვილი უკვე მეექვსე წელი დაიწყო, რაც ციხეშია. ამ დრომდე არ გამხდარა ცნობილი ნაციონალური მოძრაობის დაშლის შემდეგ ვის უჭერს ის მხარს, დარჩენილ ნაწილს თუ გამოყოფილ ევროპულ საქართველოს. რუსთავი 2-თან ინტერვიუში მერაბიშვილმა თქვა, რომ ორივე პარტიის წევრები თანამებრძოლებლად მიაჩნია და არჩევანზე არ უფიქრია.
მერაბიშვილის თქმით, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ძალები გაერთიანდნენ. იმის გასარკვევად თუ რას ფიქრობენ პარტიები მერაბიშვილის განცხადებაზე On.ge ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოს დაუკავშირდა.
ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ პარტია ახლა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება და სხვა ნებისმიერი სახის გაერთიანებაზე საუბარი რეალურ კონტექსტს მოკლებული იქნება.
"ამ ეტაპზე ჩვენი ერთადერთი ამოცანა არის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება და ჩვენი კანდიდატის ირგვლივ ყველა ოპოზიციური პარტიის გაერთიანება, მიუხედავად მათი იდეოლოგიური მიმართულებისა", — აცხადებს გოცირიძე.
ევროპული საქართველოს წევრი, სერგო რატიანი კი ამბობს, რომ ნაადრევია იმაზე საუბარი თუ რა იქნება მომავალში. მისი თქმით, მერაბიშვილის განწყობა გასაგებია, თუმცა პარტია ორად გაიყო და "წასვლა-წამოსვლაზე" საუბარი არ არის.
"ვანო არის ადამიანი, რომელიც იბრძოდა და მართლაც შესწირა ყველაფერი ნაციონალურ მოძრაობას. მისი მეგობრები არიან ერთგანაც და მეორეგანაც. ბუნებრივია მისი განწყობა, რომ მას აქვს სურვილი გაერთიანების", — განაცხადა რატიანმა. მისივე თქმით, ევროპული საქართველოს წევრებს ამ საკითხზე მერაბიშვილთან აქამდეც უსაუბრიათ.
რუსთავი 2-თან ინტერვიუში მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ბოლომდე ვერ იაზრებს პარტიის ორად გაყოფის ფაქტს.
"მე ჯერაც ისევ ვუყურებ, რომ ამ ორმა ძალამ რაღაც ეტაპზე მაინც უნდა ნახოს საერთო ენა და საერთო ინტერესებისთვის იბრძოლოს", — განაცხადა მერაბიშვილმა.
რუსთავი 2-თან რამდენიმეწუთიან ინტერვიუში მერაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა მის შესაძლო მოწამვლაზე, ნაციონალური მოძრაობის დაშლაზე, მის მიმართ ხელისუფლების ანგარიშსწორების ფორმასა და პრეზიდენტის შეწყალებაზე.
გაიგეთ მეტი:
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები