მოკლედ საბა 2018-ის რჩეული წიგნების შესახებ
ფოტო: საბ
პარასკევს, 12 ოქტომბერს ფრანკფურტის მერიის ისტორიულ დარბაზში პრემია საბამ 2018 წლის ლაურეატები გამოავლინა. გამარჯვებულების სახელები და გვარები უკვე ყველამ იცის, ჩვენ კი გადავწყვიტეთ მათ წიგნებზე მოგიყვეთ.
წლის საუკეთესო რომანად ლაშა ბუღაძის პატარა ქვეყანა დასახელდა
პატარა ქვეყანა ლაშა ბუღაძემ ავტობიოგრაფიულ ტექსტად ჩაიფიქრა, თუმცა წიგნის წერისას აღმოაჩინა, რომ საქართველოს ისტორიასაც ყვებოდა. თხრობა 80-იანი წლებიდან იწყება და თანამედროვე ეპოქასაც მოიცავს: აქ ნახავთ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ რელიგიურ ისტერიას, ომებს, 90-იანი წლების გაჭირვებას, ვარდების რევოლუციის სუბიექტურ და დეტალურ აღწერას და საქართველოს სამი პრეზიდენტის ამბავს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი ისტორიაა და თითქოს ყველასთვის ნაცნობი უნდა იყოს, ერთ წიგნში თავმოყრილი ათწლეულებისთვის თვალის გადავლება მაინც შთამბეჭდავი იქნება და დაგაფიქრებთ, თუ რამხელა გზა გამოიარა ამ პატარა ქვეყანამ და ჯერაც რამხელა გზა აქვს გასავლელი.
საუკეთესო პროზაული კრებულის ნომინაციაში ლევან მუსხელიშვილის მოკლე მოთხრობებმა გაიმარჯვა
ლევან მუსხელიშვილი განათლებით ბიოლოგია და ამჟამად აშშ-ში, არკანზასის შტატში ტოქსიკოლოგიური კვლევების ეროვნულ ცენტრში, მოლეკულური პათოლოგიის დარგის მენეჯერად მუშაობს.
ლიტერატურის სფეროში მოღვაწეობა თარგმანებით დაიწყო. 2013 წელს ინგლისურიდან ქართულად თარგმნა და გამოსცა ცნობილი იაპონელი ფილოსოფოსის დაისეც ტეიტარო სუძუკის წიგნის - "შესავალი ძენ ბუდიზმში". პროზაული ნაწარმოებების წერა კი სამი წლის წინ დაიწყო.
მოთხრობები, რომლებიც ამ პროზაულ კრებულშია გაერთიანებული, სხვადასხვა დროსა და ქვეყანაზე მოგვითხრობს. "სეკიტოში" ავტორი მე-16 საუკუნის იაპონიაში გვამოგზაურებს, "ღამის მოლოდინში" მოქმედება ჯალალედინის კავკასიაში თარეშის პერიოდს ემთხვევა, ხოლო "თარიქის სიზმარი" მე-8 საუკუნეში არაბული იმპერიის ექსპანსიაზე მოგვითხრობს. მოთხრობის გმირები დღევანდელ ამერიკაში, ბოლივიაში, რუსეთსა და საქართველოში ცხოვრობენ.
მიუხედავად იმისა, რომ მოთხრობები მაგიური რეალიზმის ელემენტებითაა გაჯერებული, გეოგრაფიული თუ ისტორიული დეტალების მრავალფეროვნება პერსონაჟების გაგებაში ხელს ნამდვილად არ შეგიშლით.
საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი - ზურა ჯიშკარიანის საღეჭი განთიადები უშაქროდ
ზურა ჯიშკარიანს უმეტესად მუსიკოსის სახელით იცნობენ. ჯერ იყო Kung Fu Junkie, ახლა კი ჰიპ-ჰოპ დუეტი Kayakata, თუმცა ზურას მრავალმხრივი ინტერესები აქვს, რაშიც მისი სადებიუტო წიგნი საღეჭი განთიადებიც დაგარწმუნებთ. წიგნი პირობითად ორ ნაწილად შეიძლება დაიყოს: პირველი ნაწილი მწერლის ინტერპრეტაციაა იმ რეალობისა, რომელშიც ვცხოვრობთ, მეორე ნაწილი კი - სუპერთანამედროვე ტექნოლოგიებზე გვიყვება, რომელთა გამოყენებითაც ყველას შეგვიძლია, გავხდეთ უკვდავები.
ზურა ჯიშკარიანი იმ ადამიანების სახელით საუბრობს, რომლებიც თანამედროვე საზოგადოების ფსკერზე იმყოფებან. ეს არის შეულამაზებელი, დაუვარცხნელი პროზა გეტოების, დილის თბილისის, სიმულაციებისა და მსხვრევადი რეალობის შესახებ.
საუკეთესო პოეტური კრებული - ზურაბ რთველიაშვილი, პოეზიის დიქტატურა
უკვე ხუთი წელია, ზურაბ რთველიაშვილი ემიგრაციაში იმყოფება შვედეთში და იქიდან აქტიურადაა ჩაბმული შვედეთის - და არამხოლოდ შვედეთის - კულტურულ ცხოვრებაში. კრებული ავტორის მრავალი სახის ტექსტს მოიცავს: ორ მოზრდილ პოემას, ლექსებს, ინტერვიუს, ერთგვარი მანიფესტის შინაარსის მქონე პროზაულ ტექსტს და პოეტურ კინოსცენარსაც კი.
წიგნში კარგად ჩანს, როგორია და როგორი უნდა იყოს თანამედროვე პოეტი. ამ ლექსებში დიდი დოზითაა თავად ავტორიც და მისი ბრძოლა ცხოვრებისეულ გამოწვევებთან. სწორედ ამიტომაა სიმბოლური ის სამხედრო ტანსაცმელიც, რომელიც ზურაბ რთველიაშვილის განუყოფელ ელემენტად იქცა. თავად პოეტი კი ამ კრებულს ასე ახასიათებს:
"ნებისმიერ თანამედროვე პოეტს და არტისტს უნდა ესმოდეს, რომ ვერბალური კულტურა წარმავალი კულტურაა. მუდმივი ჭეშმარიტებების ეპოქა დასრულდა. ჩემი წიგნი ეხება სწორედ ამ კულტურის კვლევას და მასზე დაკვირვებას".
საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა - ირმა ტაველიძე, სტალინის ნაძვები და სხვა ტექსტები
სტალინის ნაძვები და სხვა ტექსტები ბოლო წლებში სხვადასხვა ბეჭდურ და ინტერნეტ გამოცემებში გამოქვეყნებულ ესეებს აერთიანებს.
თემატიკა მრავალფეროვანია: ბავშვობის მოგონებები, სკოლა, ლიტერატურა, თარგმანის ხელოვნება.
ეს ზუსტად ისეთი წიგნია, რომლის წაკითხვისასაც გგონია, თითქოს ავტორი ხელისგაწვდენაზე გყავს. ირმა ტაველიძე ახერხებს, საკუთარ ბავშვობაზე და გორში გატარებულ წლებზე ისე მოგიყვეს, თითქოს ეს შენი ბავშვობაცაა. ეს ჩვენი მშობლების საქართველოა, საბჭოთა ინტერიერები, 90-იანი წლების სკოლა - უსაშველოდ ნაცრისფერი სამყარო, რომელშიც დროდადრო სხივივით იჭრებოდნენ კარგი წიგნები, რათა ოდნავ შეემსუბუქებინათ ცხოვრება.
ირმა ტაველიძე მოთხრობების ორი კრებულის (ავტობიოგრაფია ფრანგულად და აღმოსავლეთის გამოგონება) ავტორია. წლების განმავლობაში თარგმნიდა ინგლისურიდან და ფრანგულიდან სხვადასხვა ლიტერატურული ჟურნალისთვის. ნათარგმნი აქვს ჯოზეფ კონრადის, მიშელ უელბეკის, ჯ. მ. კუტზეეს წიგნები.
საუკეთესო ქართულენოვანი თარგმანი - დავით წერედიანი, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს ფაუსტი-ll
ფაუსტს გოეთე თითქმის მთელი სიცოცხლის განმავლობაში წერდა, დავით წერედიანი კი ასევე მთელი ცხოვრებაა, თარგმნის. ქართველმა მკითხველმა სწორედ დავით წერედიანის ახალი თარგმანით მოახერხა მსოფლიო ლიტერატურის შედევრის პირველი ნაწილის უკეთ გაცნობა და ახლა მეორე ნაწილსაც ეცნობა.
ეს არის წიგნი, რომელსაც ბევრი უკვე წერედიანის ფაუსტსაც უწოდებს. თარგმანში დავით წერედიანის პოეტური ოსტატობა მრავალი კუთხით გამოჩნდა. მას, ისევე როგორც გოეთეს, ყველა პერსონაჟისთვის დამახასიათებელი ხმა და ინტონაცია აქვს ნაპოვნი, ხშირ შემთხვევაში კი სრულიად ნოვატორული სალექსო ფორმებით გადმოაქვს ტექსტი.
წიგნი, რომელიც თითქმის 30 წელი ითარგმნებოდა და რომლის გარეშეც ჩვენი ლიტერატურა ბევრად ღარიბი იქნებოდა, ერთ-ორ საათში შეიძლება შემოგეკითხოთ. ამიტომ, ჩვენი რჩევაა, სიამოვნება გაიხანგრძლივოთ და მთარგმნელის ოსტატობით დატკბეთ.
თუ გამარჯვებული ტექსტების წაკითხვის ბედნიერება ჯერ კიდევ წინ გაქვთ, შეგიძლიათ 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლოთ saba.com.ge-ზე.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის






კომენტარები