ლედი გაგას 2-მილიონიან კონცერტზე ტერაქტი და "სატანისტური რიტუალი" იგეგმებოდა
ფოტო: NBC / Getty Images
ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროში, ლედი გაგას უფასო კონცერტს 2 მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო. თუმცა, 3 მაისს გამართულ რეკორდულად მასშტაბურ ღონისძიებაზე დამსწრე ადამიანები ტერაქტს გადაურჩნენ. ბრაზილიის პოლიციამ დააკავა ორი ადამიანი, რომლებიც გაგას კონცერტზე მყოფ ლგბტქ ფანებზე კოორდინირებულ თავდასხმას ამზადებდნენ თვითნაკეთი ასაფეთქებლებითა და მოლოტოვის კოქტეილებით. პოლიციის ცნობით, წყვილი გეგმის სისრულეში მოსაყვანად თანამზრახველებს ეძებდა, თავდასხმის მიზნად კი "სოციალურ ქსელში ცნობადობის მოპოვება" სახელდება.
საგანგებო ოპერაციის შედეგად, აღმოაჩინეს კიდევ ერთი პირი, რომელიც კონცერტზე ბავშვის მოკვლით "სატანისტური რიტუალის" ჩატარებას აპირებდა. აღნიშნული პირი ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს. იგი აცხადებდა, რომ "ლედი გაგა სატანისტი იყო" და სურდა, "იმავე გზით" ეპასუხა.
პოლიციის განცხადებით, დაკავებულები ონლაინჯგუფის წევრები იყვნენ. ჯგუფი ახალგაზრდების რადიკალიზებას, ასევე სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, თვითდაზიანების, პედოფილიისა და ძალადობრივი ქმედებების წახალისებას ცდილობდა. გამოძიება ასკვნის, რომ ბრალდებულებს მიზანში ჰყავდათ ამოღებული კონცერტზე მყოფი ლგბტქ ფანები; ლედი გაგა კი ლგბტქ ადამიანების აქტიური მხარდამჭერია.
პოპვარსკვლავის წარმომადგენელი ამბობს, რომ კონცერტამდე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები არ არსებობდა, გამოძიების და მისი შედეგების შესახებ კი მომდევნო დღეს შეიტყვეს მედიით. პოლიციაც ადასტურებს, რომ ოპერაცია განსაკუთრებული სიფრთხილით ჩატარდა, რათა "ინფორმაცია არ დამახინჯებულიყო" და მას "საზოგადოებაში პანიკა არ მოჰყოლოდა".
კოპაკაბანის პლაჟზე მყოფ 2-მილიონიან აუდიტორიას კი ლედი გაგამ ინსტაგრამზეც გადაუხადა მადლობა და კონცერტი "ისტორიულ მომენტად" მოიხსენია.
ღონისძიება ნამდვილად იყო ისტორიული: გაგას შოუს უფრო მეტი ადამიანი დაესწრო, ვიდრე მადონას ტურნეს ფინალურ კონცერტს შარშან, რომელიც ასევე რიო-დე-ჟანეიროში ჩატარდა. პოპის დედოფლის მოსასმენად, კოპაკაბანის პლაჟზე გასული წლის მაისში 1,6 მილიონი ადამიანი შეიკრიბა. სპონსორებთან ერთად, მაშინ ქალაქის ხელისუფლებამ კონცერტისთვის 20 მილიონი ბრაზილიური რეალი (~9,6 ლარი) გამოყო.
-
BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა
გადახედვა
-
მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია
-
როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე
გადახედვა
-
"მცხეთობა-სვეტიცხოვლობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება "მცხეთობა-სვეტიცხოვლობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
გადახედვა
-
გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი
გადახედვა
-
Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია
გადახედვა
-
თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის
გადახედვა
-
POG: რუსთავის N6ე -ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა POG: რუსთავის N6ე -ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია 10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია
გადახედვა
-
რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა? რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა?
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
-
სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს
გადახედვა
-
Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს
-
რომის პაპი ლეო აცხადებს, რომ ფილტვზე მცირე წარმონაქმნის გამო ოპერაციას გაიკეთებს რომის პაპი ლეო აცხადებს, რომ ფილტვზე მცირე წარმონაქმნის გამო ოპერაციას გაიკეთებს
გადახედვა
-
კობახიძე იმედოვნებს, რომ რუსეთი ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს გადაწყვეტილებას შეცვლის კობახიძე იმედოვნებს, რომ რუსეთი ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს გადაწყვეტილებას შეცვლის
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, მას კორუფციისკენ უბიძგებ ირაკლი კობახიძე: 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, მას კორუფციისკენ უბიძგებ
გადახედვა
-
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები იცვლება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები იცვლება
გადახედვა
-
რიკარდ იოზვიაკი: EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების პოზიცია იგივეა — საქართველში სერიოზული პოლიტიკური უკუსვლაა რიკარდ იოზვიაკი: EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების პოზიცია იგივეა — საქართველში სერიოზული პოლიტიკური უკუსვლაა
გადახედვა
კომენტარები