"ქალბატონო თეა, ამას მე არ ვიმსახურებდი. რის გამო ვიბრძოლე 2012 წელს?" — ვალერი გელაშვილი თეა წულუკიანს
"გმადლობთ ყურადღებისთვის ქალბატონო თეა, მაგრამ ამას მე არ ვიმსახურებდი. ეს არის ჩემი დაუმთავრებელი საქმეები — მიხეილ სააკაშვილის ჯარიმის გამო რომ კიდევ ქონება მიმატანინა ჩვენმა ხელისუფლებამ, ჯარიმა არ მეკუთვნოდა! რის გამო ვიბრძოლე 2012 წელს?", — ასე მიმართა ყოფილმა დეპუტატმა, ვალერი გელაშვილმა დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს.
ვალერი გელბახიანის უკმაყოფილების მიზეზი ის საჩივრები გახდა, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში პროკურატურაში შეიტანა და რომლითაც საკუთარი ქონების უკან დაბრუნებას ითხოვს, თუმცა საქმეები დღემდე დასრულებული არ არის.
"[ვგულისხმობ საჩივრებს] გემთმშენებლობის ნაწილში და მიხეილ სააკაშვილის ჯარიმის გამო რომ კიდევ ქონება მიმატანინა ჩვენმა ხელისუფლებამ, ეს ჯარიმა არ მეკუთვნოდა", — განაცხადა გელაშვილმა.
წულუკიანის კითხვაზე — გაასაჩივრა თუ არა აღნიშნული, ვალერი გელაშვილმა უპასუხა: "საკუთარ ხელისუფლებას ვუჩივლო? რის გამო ვიბრძოლე 2012 წელს?"
თეა წულუკიანმა გელაშვილს შეახსენა, რომ ამ საქმეებზე მას ორი ინსტანცია უკვე მოგებული აქვს, რასაც სააკაშვილის ხელისუფლების დროს ვერ მოიგებდა.
"რატომ? სააკაშვილის ჯარიმას თუ გაასაჩივრებდით, ეს ხელისუფლება, რა შუაშია? ამ ხელისუფლებამ ეს ჯარიმა გაგინახევრათ, 2 მილიონი გაპატიათ. ასევე, სასამართლოში პირველი და მეორე ინსტანცია მოგიგიათ და ელოდებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას. ალბათ, სააკაშვილი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, ამ ორ ინსტანციას ვერ მოიგებდით. ჰო, ცოცხლები თუ ვიქნებოდით, ესეც საკითხავია სააკაშვილი რომ აქ ყოფილიყო, ამიტომ, ამისთვის ბიძინა ივანიშვილს მადლობა, რომ ჩვენ ვართ ცოცხლები", — განაცხადა წულუკიანმა.
ამის შემდეგ ვალერი გელაშვილმა აღნიშნა, რომ სააკაშვილი უკვე წასული ისტორიაა. წულუკიანმა რეპლიკა შეუსწორა:
"წასული ისტორია არ არის. მე არ ვიცი, ეს როგორ ჩანს ვილნიუსიდან, რომელიც დღეს ყველას გვასანქცირებს და სანქციების ქვეშ გვამყოფებს. ჩვენც არ ვიმსახურებდით ამას, თქვენი მეორე მოქალაქეობის სახელმწიფოსგან. ეს როგორ ჩანს იქიდან, არ ვიცი, მაგრამ სააკაშვილი წასული არსად არ არის, ის ცდილობს დაბრუნებას. ამიტომ, ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს.
დანარჩენი გასაგებია. ამ სხდომას პროკურატურა და საქართველოს სასამართლოებიც უსმენენ და იმედი მაქვს, რომ თქვენი სხვა პროცედურებიც დამთავრდება ისეთივე წარმატებით, როგორც, ხაზს ვუსვამ, ქართული ოცნების ხელისუფლებამ გამოიძია თქვენზე თავდასხმის საქმე და დაისაჯნენ ის პირები, ვინც იყვნენ დამკვეთები. შესაბამისად, ესეც უნდა აღინიშნოს ხმამაღლა. რომ არა ეს, დღეს ფაქტობრივი გარემოებები დადგენილიც კი არ იქნებოდა. ამიტომ, მადლობა პროკურატურას ამ საქმის გამოძიებისთვის და იმ საქმეზე, რომელიც შეტანილი გაქვთ, იმედი მაქვს, რომ მალე დადგება ის შედეგი, რომელიც თქვენ მოგწონთ. მადლობა მობრძანებისთვის, ახლა უკვე ნახვამდის!", — უპასუხა თეა წულუკიანმა ვალერი გელაშვილს (ტექსტს IPN ავრცელებს).
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
კომენტარები